დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 სექტემბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 25 სექტემბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
სპონტანურობითა და არაპროგნოზირებულობით გამორჩეული დღეა. თუ სერიოზული საქმეები გაქვთ დაგეგმილი, მოემზადეთ იმისთვის, რომ მოვლენები სრულიად წარმოუდგენელი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. მოსალოდნელია ემოციური „აფეთქებები“, ამიტომ ურთიერთობებში ფრთხილად უნდა იყოთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 სექტემბერი>>
ვერძი: თავი ხელში აიყვანეთ და ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. დღე მარტივად არ ჩაივლის და შეიძლება საკმაოდ დაძაბული მომენტები შეიქმნას. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ. არა აქვს მნიშვნელობა, საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებთ მასთან თუ პირადი – შეხვედრა სასიამოვნო ემოციებს აღგიძრავთ.
ზოდიაქო: ყველაზე ვნებიანი ნიშნები
კურო: კარგი დღეა სხვადასხვა ამოცანის გადასაჭრელად. დაიწყეთ ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი საქმით. ვარსკვლავების მხარდაჭერა საგრძნობი იქნება და მალე მიიღებთ საჭირო შედეგებს. დღის პირველი ნახევარი შესაფერისი დროა საყიდლებისთვის. მეორე ნახევარი კი დაუთმეთ ახლობლებთან შეხვედრებს. თუ ვინმესთან რამე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, პრობლემა ადვილად მოგვარდება.
ტყუპი: დღეს ძალიან წაგადგებათ სრულფასოვანი დასვენება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში, მაგრამ თქვენი გეგმები შეიძლება არაერთხელ შეიცვალოს. ეს უფრო დღის პირველ ნახევარს ეხება, როცა გგონიათ, რომ ათასი საქმე გაქვთ სასწრაფოდ გასაკეთებელი. თავისუფლად შეგიძლიათ დასვენების უფლება მისცეთ თავს. ამისთვის დღის მეორე ნახევარი გამოდგება, როდესაც თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ.
კირჩხიბი: ეცადეთ, არ იჩქაროთ. დღეს კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და დაფიქრებული ნაბიჯები გადადგათ. არ ენდოთ ყველას, ვინც ერთი შეხედვით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მართალია, დიდი სურვილი გაქვთ, რომ დაისვენოთ და მოდუნდეთ, მაგრამ საქმეები ამის საშუალებას არ მოგცემთ. კარგი დღეა მოკლე მანძილზე მგზავრობისა და გარემოს გამოცვლისთვის.
ზოდიაქო: როდის და რატომ ღალატობენ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
ლომი: მრავალფეროვანი სიურპრიზები გელოდებათ – ვის როგორ გაუმართლებს. თქვენ გულში შეიძლება იფეთქოს მოულოდნელმა და ცეცხლოვანმა ვნებამ, რომელიც, დიდი ალბათობით, უბრალო რომანით არ დასრულდება. მალეც რომ დასრულდეს ეს კავშირი, ის თქვენს გულში საგრძნობ კვალს დატოვებს. გრძნობების მოზღვავება იმდენად უეცარი იქნება, რომ მომზადებას ვერ მოასწრებთ.
ქალწული: სჯობს, არავინ მოაწყოს თქვენი პროვოცირება, თუნდაც გარეგნულად ძალზე დამყოლი და აუღელვებელი ჩანდეთ. გარშემომყოფებს კი არა, თქვენც შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ სიმშვიდის განსახიერება ხართ. მაგრამ მაინც – მოსალოდნელია გაღიზიანების უეცარი შემოტევა, ამიტომ აჯობებს, თუ არავინ დაიწყებს თქვენი მისამართით „ისრების გამოსროლას“.
სასწორი: ყველაზე ეფექტური გზა დღეს თქვენთვის დინებაზე მშვიდად გაყოლაა. არ ღირს გარემოებებზე შეწინააღმდეგება. უაზრობაა ბედთან კამათი და მით უმეტეს, მკაცრი გეგმის მიხედვით მოქმედება. გეგმის დაწყობა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მაგრამ მზად იყავით იმისთვის, რომ გზადაგზა მასში კორექტივების შეტანა მოგიწევთ. ენდეთ ინტუიციას – ის გიკარნახებთ, როგორ მოიქცეთ მოულოდნელ ვითარებებში.
მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: საინტერესო შეხვედრები გელოდებათ. ახალმა ნაცნობებმა, შესაძლოა, თქვენზე კარგი შთაბეჭდილება დატოვონ, მაგრამ მაინც, პირველ შთაბეჭდილებას ნუ ენდობით. ჯერ კარგად დააკვირდით, სანამ მათთან გულახდილ საუბარს წამოიწყებთ. დღის მეორე ნახევარში სახლის საქმეებს მიხედეთ, გადაჭერით ყოფითი პრობლემები. შეგიძლიათ სახლისთვის რამის ყიდვა – ავეჯის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და სხვ.
მშვილდოსანი: ვერანაირი გაუთვალისწინებელი გარემო რიტმიდან ვერ ამოგაგდებთ. შესაძლებელია ასეთმა დაუგეგმავმა მოვლენამ დროებით თქვენი ყურადღება გაფანტოს, მაგრამ ეს ხელს ვერ შეგიშლით, კალაპოტიდან ვერ ამოგაგდებთ და საქმეს მაინც მიიყვანთ ბოლომდე. ასე რომ, დღე პროდუქტიულად ჩაივლის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ წვრილმანზე არ გაღიზიანდებით.
თხის რქა: დღე მთლიანობაში მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის, თუმცა რაღაც მომენტებში, უდრო დღის პირველ ნახევარში რაღაც გაუგებრობებია მოსალოდნელი. პოზიტიური ტენდენციები მალე გაძლიერდება და დღის მეორე ნახევარში უკვე გაჩნდება ახალი, პერსპექტიული შესაძლებლობები. ეს პერიოდი კარგი დროა ურთიერთობებისთვის, ადვილად პოულობთ საერთო ენას ყველასთან, მათ შორის ახლად გაცნობილ ადამიანებთანაც.
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
მერწყული: ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისგან, რაღაც „თავქარიანი“ ექსპერიმენტების ჩატარებისგან. არ აჰყვეთ უკვე ნაცნობ ცდუნებებს, რადგან მორალური თუ მატერიალური შედეგები იმაზე მასშტაბური იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საფრთხის შემცველია ზედმეტი, გადაჭარბებული მოთხოვნები, ანუ დაკმაყოფილდით იმით, რაც დღეს გაქვთ.
თევზები: დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. საკმაოდ პოზიტიური პერიოდი გელოდებათ რამე განსაკუთრებული უარყოფითი ძვრების გარეშე. მოასწრებთ დასვენებასაც და საქმეების გაკეთებასაც. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, ხოლო უსიამოვნებებისგან შინაგანი წინდახედულება და დღეს განსაკუთრებულად გამძაფრებული ინტუიცია დაგიცავთ.