დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 სექტემბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 19 სექტემბერია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
ხელსაყრელი და ემოციურად დატვირთული დღეა. ადამიანებს ოჯახისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის სურვილი გაუჩნდებათ. განწყობა ამაღლებულია. ბევრი მოინდომებს საცხოვრებელში რამე სიახლის შეტანას, ახლებურად მოწყობას, ავეჯის ან ტექნიკის ყიდვას. მთლიანობაში დღე სიყვარულითა და დადებითი გრძნობებითაა სავსე.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 სექტემბერი>>
ვერძი: საკმაოდ რთული დღეა იმ თვალსაზრისით, რომ სახლსა და სამუშაოს შორის მოგიწევთ „გახლეჩა“. დიდი ალბათობით, წარმატებით გაართმევთ თავს სამსახურებრივ მოვალეობებს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ახლობელი ადამიანები, რომლებიც თქვენს მზრუნველობას ელოდებიან. არაა გამორიცხული დაძაბულობა საყვარელ ადამიანთან, ამიტომ სჯობს, მოთმინებით აღიჭურვოთ.
მათგან ვერასდროს გაიგებთ სიტყვას „მიყვარხარ": ზოდიაქოს ორი ნიშანი
კურო: მიიღეთ მონაწილეობა საოჯახო ღონისძიებებში. ახლობლებთან განიხილეთ თქვენი პრობლემები, მოუსმინოთ მათ რჩევებს. თუ რამე არ მოგწონთ იმ საქმეში, რასაც აკეთებთ, ან შეიყვარეთ თქვენი საქმე, ან სხვა საქმეზე გადაერთეთ. იგივე ეხება სიყვარულს – თუ არ გაკმაყოფილებთ პარტნიორთან ურთიერთობები, გაწყვიტეთ კავშირი, ან დაელაპარაკეთ მას და შეცვალეთ რამე.
ტყუპი: ეს დღე სამსახურში არაფერ საბედისწერო მოვლენას არ შეასრულებს. ხართ კარგი სპეციალისტი და ამაში ეჭვი არავის ეპარება. ამიტომ ჩვეულებრივ განაგრძეთ თქვენი საქმიანობა. უყურადღებოდ არ დატოვოთ ჯანმრთელობის პრობლემები, რათა არ გაგიმწვავდეთ მდგომარეობა და დიდი ენერგიის, დროისა და თანხის დახარჯვა არ მოგიწიოთ. პირად ცხოვრებაში სიახლეები მოსალოდნელი არ არის.
კირჩხიბი: დღეს ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობები მოგიწევთ და არაა გამორიცხული, რომ ეს რამე საქმეს უკავშირდებოდეს. ყურადღებით მოეკიდეთ მათ მიერ დაყენებულ საკითხებს – მათში გარკვევა არ გაგიჭირდებათ. რაც შეეხება სასიყვარულო კავშირს, ბოლო დროს პარტნიორთან ურთიერთობები აშკარად უკეთესობისკენ შეიცვალა. ეცადეთ, არ გააფუჭუთ ეს დაუფიქრებელი სიტყვებით.
ზოდიაქოს ერთნაირი ნიშნების სასიყვარულო შეთავსებადობა
ლომი: მიაქციეთ ყურადღება ოჯახის წევრებს. მოუმზადეთ მათ რამე სიურპრიზი, შეასრულეთ დანაპირები. სამუშაოზე ყველა საქმეს დროულად და შესანიშნავად გაუმკლავდებით. არ შეუშინდეთ დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზე. სასიყვარულო ფრონტს რაც შეეხება, თუ რომელიმე თქვენგანის ურთიერთობებმა თავი ამოწურა, შეგიძლიათ ახალი სიყვარულის ძებნაზე იზრუნოთ.
ქალწული: ოჯახში მშვიდი, აუღელვებელი დღე გელოდებათ. მას ვერაფერი შეარყევს, თუმცა არც სასიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი. სამსახურში ენთუზიაზმთან შეჯერებული მტკიცე ნაბიჯები უფროსობისა და პარტნიორების მხრიდან ნდობას გამოიწვევს. სასიყვარულო ფრონტს რაც შეეხება, ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მცირე სიურპრიზი მოუმზადოთ და მის პრობლემებს ყურადღებით მოეკიდოთ.
სასწორი: მოდუნებულ, რომანტიკულ განწყობაზე ხართ. ამან, შესაძლოა, ხელი შეუშალოს პრაქტიკულ საქმეებზე კონცენტრირებას. ეცადეთ, არ მიიღოთ გადაწყვეტილება ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. არახელსაყრელი დღეა შოპინგისთვის. ოჯახში კამათს მოერიდეთ, თავი შეიკავეთ. არაა გამორიცხული, რომ სამსახურის, დროის უქონლობის გამო საყვარელ ადამიანთან შეხვედრის გადადება მოგიწიოთ.
ჭირვეული ორსულები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: თუ სახლისთვის რამე ნივთის შეძენა გაქვთ დაგეგმილი, სჯობს გადადოთ სხვა დროისთვის. საღამო სახლში, ახლობლებთან გაატარეთ. სამსახურში წარმატებები გელოდებათ – თქვენი იქ ყოფნაც კი საკმარისი იქნება, რომ საქმეები კონტროლიდან არ გამოვიდეს, ამიტომ ნერვიულობა არ ღირს. გექნებათ შესაძლებლობა, საყვარელ ადამიანს შეხვდეთ და მასთან სასიამოვნო დრო გაატაროთ.
მშვილდოსანი: სასიამოვნო შეხვედრა გელოდებათ, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი არაადეკვატური საქციელით პარტნიორს არ „დაშოკავთ“. ამურული საქმეები მგზნებარე და სასიამოვნო იქნება, მაგრამ სარგებელს არ მოგიტანთ. არაა გამორიცხული კამათი. თუ ატყობთ, რომ თავის შეკავება გიჭირთ, სჯობს, გაერიდოთ სიტუაციას. ვისაც მუდმივი პარტნიორი ჰყავს, საყვარელი ადამიანი თქვენთან ნამდვილად არ მოიწყენს.
თხის რქა: თუ დიდი ხანია, სახლში რამე ცვლილება გინდათ, დღეს ამისთვის შესაფერისი დროა. შეგიძლიათ კოსმეტიკური რემონტის გაკეთება. ახლობლები დაგეხმარებიან. ვისაც ცვლილებები არ უნდა, ჩვეულებრივი საოჯახო საქმეების გაკეთება მოუწევს. უარი არ თქვათ მეგობრულ საღამოზე წასვლაზე, რადგან არის დიდი ალბათობა, რომ იქ საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, და შემდეგ ეს ნაცნობობა რომანტიკულ ურთიერთობებში გადაიზარდოს.
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის „აქილევსის ქუსლი“
მერწყული: თუ თქვენმა მეორე ნახევარმა თქვენი გაკონტროლება გადაწყვიტა, სჯობს, მოერიდოთ სიტუაციის ბანალურ გამორკვევას, სკანდალს. გადაჭერით პრობლემა დალაპარაკებით, მშვიდობიანი გზით. სამსახურში თქვენი ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩება, აუცილებლად დაგიფასდებათ შრომა. ვინც სიყვარულს ეძებს, სჯობს, დაფიქრდეს, ჩამოყალიბდეს, კონკრეტულად რას ეძებს და რას მოითხოვს პარტნიორისგან.
თევზები: ხართ ძალზე შრომისუნარი და ეს ოჯახის წევრებისთვის „გადამდები“ აღმოჩნდება. მაგრამ ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ საღამოს არაფრის ენერგია არ დაგრჩებათ. სამსახურში თქვენს პროექტებს გარკვეული დაბრკოლებები შეიძლება შეხვდეს, მაგრამ ეს არ შეგაშინებთ და მოახერხებთ საქმეებთან გამკლავებას. არახელსაყრელი დღე ახალი ნაცნობობის, ასევე სასიყვარულო პაემნისთვის.