მსოფლიო დღეს

ჩინეთი შეერთებულ შტატებთან რიგ მიმართულებებზე თანამშრომლობას აჩერებს

პეკინმა ნენსი პელოსის ტაივანზე ვიზიტის საპასუხოდ ზომების მიღება დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ჩინეთის ხელისუფლებამ აშშ-თან კლიმატის ცვლილებების საკითხზე მოლაპარაკებები შეაჩერა. ამის მიზეზია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანზე ჩასვლა, განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პელოსი ვიზიტით ტაივანს მაინც ეწვია, მიუხედავად ჩინეთის მხრიდან პროტესტისა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთი შეაჩერებს თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან სამშობლოში არალეგალური ემიგრანტების დაბრუნების საკითხზე, სისხლის სამართლებრივი დახმარების საკითხზე, ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში, ნარკოტიკების კონტროლის სფეროში.
პელოსის ვიზიტი 1997 წლის შემდეგ ამერიკელი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია კუნძულზე. აშშ-ის ადმინისტრაციამ, რომელიც ჩინეთმა გააფრთხილა, რომ „ცეცხლს ეთამაშება“, დაარწმუნა პეკინი, რომ არ გადაუხვევს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას, მაგრამ დისტანცირებულია ვიზიტისგან. აშშ-ის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ სპიკერი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს.
შედეგად – ვიზიტი ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ახალი კერის ბიძგი გახდა. გარდა სამხედრო წვრთნების გამოცხადებისა 4–7 აგვისტოს, პეკინმა სანქციები დააწესა ტაივანის ორი ფონდის წინააღმდეგ, შეაჩერა ბუნებრივი ქვიშის ექსპორტი კუნძულზე და ტაივანის ციტრუსებისა და თევზის ზოგიერთი სახეობის ექსპორტი.
მსოფლიო დღეს
ჩინეთი ნენსი პელოსისა და მისი ნათესავების წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს
ჩინეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ქვეყანა მტკიცე და მკაცრი ზომების მიიღებას აპირებს; ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტის ყველა ნეგატიურ შედეგზე, რომელსაც პეკინი რამდენიმე თვე ეწინააღმდეგებოდა, პასუხისმგებლობა ვაშინგტონსა და ტაიბეის ეკისრება.