ეს დესერტი, ვისაც ნესვი და მისი არომატი უყვარს, ძალიან მოეწონება, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში.
ამ მუსის მიღება შეუძლიათ მათ, ვინც ფიქრობს თავის ფიგურაზე და ასევე შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს, მაგრამ მცირე ულუფით.
შემადგენლობა:
მრგვალი ნესვი (დაახლოებით 2 კგ)
ჟელატინის პაკეტი
200 მილიგრამი ნაღები
ერთი ფორთოხლის წვენი
ორი კვერცხის ცილა
დამატკბობელი — გემოვნებით
მომზადების წესი
ნესვი გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ თესლი, რბილობი მოაცალეთ კოვზით და ცალკე გადადეთ. ნესვის კანი შესანიშნავი და ორიგინალური სათავსი იქნება მუსისთვის.
ჟელატინი გახსენით წყალში. ნესვის რბილი ნაწილი მოათავსეთ ბლენდერში და გათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ გახსნილი ჟელატინი, ფორთოხლის წვენი, ნაღები და დამატკბობელი (გირჩევთ სტევიას). მიღებული მასა მაცივარში შედგით ნახევარი საათით. ცილა გათქვიფეთ, სანამ თეთრ მასას არ მიიღებთ და მაცივარში გაცივებულ მასას ფრთხილად შეურიეთ.
მიღებული ნესვის მუსი მოათავსეთ ნესვის ფორმებში და შედგით მაცივარში.
დესერტი შეგიძლიათ მორთოთ ციტრუსის ცედრით, პიტნით და სხვ.
ინფორმაცია დამატკბობლების შესახებ იხილეთ აქ.
გაითვალისწინეთ: დიაბეტით დაავადებულებისთვის თუნდაც ე. წ. დიაბეტური ტკბილეულის მიღება რეკომენდებული არ არის, ასევე არ შეიძლება დიდი რაოდენობით ნესვის მიღებაც, ამიტომ ისიამოვნეთ ამ მუსით, ოღონდ თითო ჯერზე მცირე ულუფა მიირთვით.