დღეს 2022 წლის 29 ივლისია, კვირა. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა მზემფარველობს.
არასამუშაო განწყობაა გაბატონებული. ფიქრები ქაოსური იქნება, რაც საქმეებზე და ურთიერთობებზ აისახება. ემოციური ფონი დაძაბულია. სჯობს, დღეს დაისვენოთ, ან რამე მარტივი და შეძლებისდაგვარად პოზიტიური გააკეთოთ.
ვერძი: ყოველდღიური რუტინა მეორე პლანზე გადაინაცვლებს, თქვენი ყურადღება პირადი თუ გუნდური მომავლის სცენარისკენ იქნება მიმართული. მიუხედავად მცირეოდენი ავანტიურული და რომანტიკული განწყობისა, სანერვიულო არაფერი გაქვთ. ბევრი თქვენგანის მაგივრად ბედი თვითონ გაანაწილებს პრიორიტეტებს.
კურო: დღეს მოცემულ სცენარებსა და საკუთარ გეგმებს შორის „ოქროს შუალედი“ უნდა იპოვოთ. წარმატება განპირობებული იქნება სხვადასხვა პოლუსების ოსტატურად დაბალანსების უნარით. ამას თავს ვერ აარიდებთ საქმიან თუ პირად პარტნიორულ ურთიერთობებში, ოჯახში, პროფესიულ გარემოში, ფინანსური, სამართლებრივი თუ სოციალური საკითხების გადაჭრის დროს.
ტყუპი: საოცარი განწყობა გაქვთ, რომელშიც ჰარმონიულად არის შეთავსებული ენერგია და ავანტიურიზმის ნაპერწკალი. ეს სრულიად განსხვავებული გარე კავშირების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ – პირადი და საქმიანი, ცალკეულ ადამიანებთან თუ დიდ ჯგუფებთან, სახლში თუ გარეთ. დაივიწყეთ წვრილმანები დასტრატეგიულადმნიშვნელოვანსაკითხებს მიხედეთ.
კირჩხიბი: კარგი იქნება, თუ თქვენს ფინანსურ, სამართლებრივ და საგადასახადო საკითხებს მიხედავთ. არ გაწყენთ შეთანხმების ან რამის ყიდვის დრო ექსპერტული შეფასება, ხარისხის გაკონტროლება და ოპერაციის კანონიერების შემოწმება. ხართ ენერგიული და კარგი იქნება, თუ ამ ენერგიას სასიკეთო საქმეს მოახმართ.
ლომი: თქვენი ერთ–ერთი მთავარი ამოცანაა, დაიცვათ წონასწორობა თქვენთვის საჭირო ცალკეულ ადამიანებთან თუ ჯგუფებთან ურთიერთობებში. ამას შესანიშნავად გაართმევთ თავს. დარაჩენს რაც შეეხება, შეგიძლიათ ბედს მიენდოთ, ჩარევით მაინც ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს, პირიქით, შეიძლება საქმეში ქაოსი შეიტანოთ. ასე რომ გამოიყენეთ ეს დრო ურთიერთობებისა და დასვენებისთვის.
ქალწული: სჯობს, ყოველდღიურრუტინას მიხედოთ და ამ სფეროში აქცენტი საჭირო ადამიანებთან კავშირზე გააკეთოთ. ნებისმიერი საქმის წინსვლაში დაგეხმარებათ ურთიერთობების უნარები, დიპლომატია და სამართლიანად გაწვდილი დახმარების ხელი. სასურველია ინსტრუქციისა და წინასწარ შედგენილი გეგმის, გაწერილი დღის წესრიგის დაცვა.
სასწორი: დღეს მეტ თავისუფლებას მიიღებთ, თუმცა წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოებში. შესაძლებელი გახდება თქვენთვის უფრო საინტერესო სფეროზე გადართვა. განსაკუთრებით გამძაფრდება თქვენში აზრი, რომ სტატუსი – ეს ფულია და საზოგადოებრივი სტატუსის, ანუ თანხის შოვნის საკითხი ორმაგად აგაღელვებთ. სამწუხაროდ, დღეს გამდიდრების შანსი არცთუ მაღალია.
მორიელი: დრო არ გყოფნით, ამიტომ ყურადღება პირად საკითხებზე გადაიტანეთ. შეგიძლიათ თამამად ისაუბროთ საკუთარ იდეებზე, შესაძლოა, ვინმემ მხარი დაგიჭიროთ. ახალი საქმეების წამოწყებისთვის საკმარისი ენერგია არა გაქვთ, ამიტომ სჯობს, ჩვეულ საქმეებს მიხედოთ, იმას, რომლებიც ყველაზე კარგად გამოგდით.
მშვილდოსანი: დღეს დამატებით პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ საკუთარ თავზე. არ ღირს სხვის ურთიერთობებსა და საუბარში ჩარევა. შეამოწმეთ მიღებული ინფორმაციები, შესაძლოა, ვინმეს თქვენი მოტყუება ან რეალობის გალამაზება უნდა. სიჩქარეში რომ შეცდომები არ დაუშვათ, აჯობებს, თუ ერთ საქმეზე გადაიტანთ მთელ ყურადღებას. საღამოს დასვენება არ გაწყენთ.
თხის რქა: შეგიძლიათ ერთდროულად ორი საქმით დაკავდეთ, რომლებიც ერთნაირად გიზიდავთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ეს კომპრომისების დღეა – სურვილი, რომ გააკეთოთ მხოლოდ ის, რაც მოგწონთ, ეწინააღმდეგება მიმდინარე მცირე ვალდებულებებს, რომელთა უგულებელყოფა არ ივარგებს. უნდა იყოთ დიპლომატიური, დაიცვათ ზომიერება და ითამაშოთ წესებით.
მერწყული: რაც დღეს გაგანაწყენებთ, რამდენიმე დღეში აღარც გეხსომებათ, ამიტომ გაუფრთხილდით ნერვებს. არ ღირს ბრძოლაში ჩაბმა – დრო უნდა გავიდეს, რომ ოცნებები რეალობად აქციოთ. მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების მოძიებისთვის კი ნამდვილად შესაფერისი დროა. მოერიდეთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას.
თევზები: გარემოებებიდან გამომდინარე მოგიწევთ მოქმედება, პროფესიული ამოცანის პირობების ან ურთიერთობებში ძალების განლაგების გათვალისწინებით. თქვენი წარმატება დამოკიდებული პირად გამოცდილებაზე და უნარზე, დაიცვათ ინტერესთა წონასწორობა და არ დააზარალოთ საკუთარი თავი. სასურველია პატიოსნად თამაში, წესების დაცვა მაშინაც კი, როცა ვერავინ გხედავთ.