აგვისტოს ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდაისი შავ ზღვაზე
დაისი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2022
გამოწერა
იწყება ზაფხულის ბოლო თვე. აგვისტო საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი დრო იქნება, როდესაც ნეგატივთან გამკლავება მოგვიწევს. ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება, თუ თვითონ მოვინდომებთ ამას.
საკმაოდ ხელსაყრელი თვეა მუშაობისთვის, მაგრამ არა სხვა საქმეებისთვის. თუმცა, ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ვითარება სხვადასხვანაირად წარიმართება, ამიტომ კარგი იქნება, თუ გაეცნობით ასტროლოგების პროგნოზს და გაითვალისწინებთ მათ რჩევებს.
ვერძი: მნიშვნელოვანია, როგორ შეხვდებით თვის დასაწყისს. სჯობს, ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ, იაქტიუროთ ფიზიკურად, განსაკუთრებით მათ, ვინც ოფისში ატარებს მთელ დღეს და ვერ მოძრაობს. გახსოვდეთ, რომ უმოქმედობით ვერაფერს შეცვლით. ახლა ინიციატივის გამოჩენაა საჭირო, თან ხშირად. იმოქმედეთ!
კურო: ენერგიით დამუხტვა გჭირდებათ. ამ ენერგიის წყარო კი შეიძლება იყვნენ ადამიანები, ბუნება, მოვლენები. წაგადგებათ, თუ რუტინას მოწყდებით. აგვისტო შვებულებისთვის არაჩვეულებრივი დროა, ამიტომ ეცადეთ დაისვენოთ, გაერთოთ, გამოიცვალოთ გარემო. სასიყვარულო სფეროში მოსალოდნელია "მოღრუბლულობა", თუმცა, ხანდახან "გამოანათებს" კიდეც.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2022
ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომლებიც ამ ზაფხულს სიყვარულს იპოვიან: ვერძი, კირჩხიბი და...
ტყუპი: თქვენი მთავარი ფრაზა აგვისტოში იქნება "მიზანი ამართლებს საშუალებას". საჭიროა მიზნებისკენ აქტიური სვლა, უბრალოდ, სხვის "თავებზე" ნუ გადააბიჯებთ. სერიოზული პრობლემები შეიძლება შეიქმნას, თუ ახალ მტრებს გაიჩენთ. ადამიანებთან ურთიერთობებში კეთილგანწყობილი იყავით.
კირჩხიბი: თქვენი წარმატებები ადამიანებთან ეფექტურ ურთიერთობებზე ბევრად იქნება დამოკიდებული. სამუშაო საკითხებში გულმოდგინება და კეთილსინდისიერება იქნება საჭირო. შესაძლოა, ძალზე რთულ პროექტზე მოგიწიოთ მუშაობა. ეს დაგღლით, მაგრამ შედეგი ამად ღირს. იმუშავეთ, მაგრამ დასვენებაც არ დაგავიწყდეთ.
ლომი: წვრილმანების გამო ნერვიულობა არ ღირს. არაა გამორიცხული, რომ რაღაც პრობლემები თქვენთვის სასიკეთოდ შემობრუნდეს. კარგი პერიოდია იმ ნივთების ან ჩვევებისგან გასათავისუფლებლად, რომლებიც ბედნიერებაში გიშლით ხელს. ესაა თქვენი ცხოვრებისეული გზის, მიზნებისა და მსოფლმხედველობის განახლების თვე. კარგი დროა ნაცნობობისა და ურთიერთობებისთვის.
მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული
ქალწული: ესაა პერიოდი, როდესაც უნდა გააცნობიეროთ წარსულის შეცდომები და სამომავლო შესაძლებლობები. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რა გსურთ, რა შეგიძლიათ და რა - არა. რეალობის ობიექტური შეფასებაში ხომ ნამდვილი "პროფი" ბრძანდებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კავშირი გქონდეთ ახლობლებთან, მეგობრებთან, ოჯახთან.
სასწორი: თქვენთვის საკმაოდ ხელსაყრელი თვეა. გექნებათ ცალკეული პრობლემური დღეები, მაგრამ სერიოზული - არაფერი. გელოდებათ უამრავი სიურპრიზი ცხოვრების ყველა სფეროში. მოგიწევთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. გაჩნდება ახალი შესაძლებლობები ბიზნესსა და სამუშაოზე. მცირე სირთულეები ხასიათს ვერ გაგიფუჭებთ.
მორიელი: სიფრთხილე გმართებთ. ვინც ინტელექტუალურად შრომობს, შემთხვევით შეცდომებს, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. ვინც ფიზიკურად მუშაობს ან ხშირად უწევს საჭესთან ჯდომა, მეტი სიმტკიცე უნდა გამოიჩინონ და არ უნდა იზარმაცონ. ასევე შეიძლება მოგიწიოთ ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც გაღიზიანებთ, მაგრამ, სჯობს, არ იწუწუნოთ და მდუმარედ გააკეთოთ საქმე.
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2019
როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს
მშვილდოსანი: თქვენთვის ადამიანები ირგვლივ ორ ჯგუფად დაიყოფიან: ვისაც არ მოსწონხართ და ვინც თქვენზე „გიჟდება". მათგანაც ასეთივე დამოკიდებულებას მიიღებთ. ასტროლოგები გირჩევენ, პატივი სცეთ ადამიანებს, იმათაც, ვინც გაღიზიანებთ. ასე ადამიანების სიმპათიას დაიმსახურებთ, ამაღლდება თქვენი ავტორიტეტი. სჯობს, მოერიდოთ სტრესულ ვითარებებს და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ.
თხის რქა: მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოს პირველივე დღეებიდან სწორად იცხოვროთ და პოზიტიურად განეწყოთ. ყოველი დღე პატარა ცხოვრება იქნება, ამიტომ უნდა განეწყოთ არა იმაზე, თუ რა იქნება ხვალ, არამედ იმაზე, რაც ახლა ხდება. ეს დაგეხმარებათ პროდუქტიულობის ამაღლებაში. ეს რჩევები ეხება სასიყვარულო სფეროსაც.
მერწყული: შეძლებთ „შინაგან დემონებთან შეთანხმებას", გახდებით საკუთარი თავის უკეთესი ვერსია და ყველა სფეროში მომავლისთვის საძირკვლის ჩაყრას დაიწყებთ. ასტროლოგები გირჩევენ, ყველა საქმეს ერთდროულად არ შეეჭიდოთ, არამედ იყოთ თანმიმდევრული, ფრთხილი. ესაა მთავარი პირობა, რომ წარმატებებს მიაღწიოთ. კარგი თვეა მოგზაურობისთვის, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლისთვის.
ადამიანის ფსიქოლოგია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“
თევზები: ასტროლოგები გირჩევენ, ცოტა „ტემპს მოუკლოთ" და წინსვლა ფრთხილად განაგრძოთ. სხვა შემთხვევაში შეცდომები შეიძლება დაუშვათ. სვლის შენელებამ არ შეგაშინოთ, მთავარია, არ გაჩერდეთ. კარგი იქნება, თუ ახალ თვეს სახლის დალაგებითა და მოწესრიგებით დაიწყებთ, ასევე გათავისუფლდებით ნეგატიური აზრებისგან.
ყველა ახალი ამბავი
0