თელავმა და აფულამ მეგობრობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ამიერიდან ქალაქები თანამშრომლობას აპირებენ სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და ისრაელის ქალაქ აფულას მერმა აბრაამ ელკაბეცმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ქალაქების მეგობრობის შესახებ, იუწყება თელავის რაიონის მერიის პრეს-სამსახური.
თელავმა და აფულამ მეგობრობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
შეთანხმება ითვალისწინებს აქტიურ თანამშრომლობას ორი ქალაქის მუნიციპალიტეტებს შორის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში.
თელავმა და აფულამ მეგობრობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი და საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.
თელავმა და აფულამ მეგობრობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
როგორც მერიის პრეს-სამსახური აღნიშნავს, მემორანდუმს ხელი მოეწერა „ისრაელი–საქართველოს“ მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის, დეპუტატ გივი მიქანაძის მხარდაჭერით.
ისრაელის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს მონაცემებით, აფულას მოსახლეობა 2020 წელს 54.250 ადამიანს შეადგენდა, ხოლო თელავის მოსახლეობა, 2020 წლის მონაცემებით, 19.599 ადამიანს.