რა სჭირდებათ მამაკაცებს...

არის გარკვეული საჭიროებები, რასაც მამაკაცი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ზოგ ქალს კი ამის გაგონებაც არ უნდა, არამცთუ ამაზე ფიქრი.
Sputnik
შედეგი კი ესაა – ან მამაკაცია ნერვული შეტევის ზღვარზე, ან ქალი – მარტოობის ზღვარზე.
პირველი — მარტოობა
პრინციპში, ასეთი მოთხოვნილება ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ, რატომღაც, სწორედ ქალები ხდებიან განმარტოების „ხელმყოფელები“. რა დაგემართა? შე საწყალო, მოდი, ეს პრობლემა ერთად გადავწყვიტოთ… ამ კითხვებში და დახმარების შეთავაზებაში ცუდი, თავისთავად, არაფერია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მამაკაცს საკუთარ თავთან დარჩენის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. მათთვის ეს აუცილებელია!
მამაკაცებო, გაფრთხილდით! ანუ ვირუსი, რომელიც მამაკაცებს ანადგურებს>>
მეორე — მეგობრებთან ყოფნა
მეგობრებთან ერთად საუბარი ავტომანქანებზე, რემონტსა თუ ქალებზე, გვერდით ჩავლილი ქალის მკერდის შეფასება და მოზარდივით ხითხითი; დათრობა და სისულელეებზე ლაპარაკი, „საძმოში“ ურთიერთობა — ეს ყველაფერი და კიდევ სხვა თითოეულ მამაკაცში სადღაც კუთხე-კუნჭულში აუცილებლად ცხოვრობს. ქალი, რომელიც ცდილობს მამაკაცს ეს შესაძლებლობა მოუსპოს, იღებს ან ბუნტს, ან რისკს – დაკარგოს მეუღლე, მაგალითად, ინსულტისგან. იფიქრეთ ამაზე მანამ, სანამ ჰკითხავთ: „შენთვის მეგობრები ცოლზე უფრო მნიშვნელოვანია?!“
მესამე — იყოს ველური
ცივილიზაციამ მამაკაცს ძალიან ბევრი ვალდებულება და შეზღუდვა დაუწესა, სანაცვლოდ კი ძალზე ცოტა მისცა. ცივილიზაცია მამაკაცს მამაკაცურ ენერგიას ართმევს, ნერვებს „უწეწავს“, ზღუდავს. ცივილიზაცია მისთვის ბოროტი დედინაცვლის როლს ასრულებს.
რას არ გააკეთებს ზრდასრული მამაკაცი არასდროს>>
მამაკაცი რომ ბედნიერი იყოს, ხანდახან მაინც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იხეტიალოს მთებში, იცურაოს ტალღებში იალქნით, დაიჭიროს ტალღა… ქალებს ეს ველურობად და საზიზღრობად მიაჩნიათ. მაგრამ ქალის ბუნება სხვაა. მამაკაცი უნდა გაუშვა, რომ ამოიგანგლოს ტალახში, გათბეს კოცონთან, მოკლედ, „გაველურდეს“ ცოტა ხნით მაინც… თუ არადა, მოიწყენს!
სენი - ეჭვიანობა, ანუ თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ეჭვიანია
მეოთხე — ჰქონდეს საიდუმლო
რაც არ უნდა საშინლად ჟღერდეს ქალისთვის, მაგრამ მის მამაკაცს, დიდი ალბათობით, საიდუმლო აქვს. დედამიწის ზურგზე ადამიანი არ არსებობს, რომ რაიმეს არ მალავდეს, გამონაკლისი მხოლოდ სამ წლამდე ბავშვები და აბსოლუტურად ქმედუუნარო ადამიანები არიან. დანარჩენი ყველა რაღაცას გიმალავთ, ყველაზე ახლობელიც კი. დაუტოვეთ მას პირადი სივრცის უფლება — ტელეფონი, ნოუთბუქი, დღიური. არ უნდა ეშინოდეს მათთვის თავისი საიდუმლოებების გამხელის. და ნუ მოიძიებთ ღრმად იქ, სადაც გამაფრთხილებელი წარწერაა: „აქ ნუ ეძებ“. თქვენი თავი წარმოიდგინეთ მის ადგილზე – რა დაუცველი იქნებით, თუ ვინმე თქვენ სულში აფათურებს ხელებს და მას საქვეყნოდ გამოამზეურებს.
თუ მამაკაცს სახლში თავისი კუთხე არა აქვს...>>
მეხუთე — მოსწონდეს ქალებს
სანამ მამაკაცი ჯანმრთელია, ან, თუნდაც — ცოცხალი, მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილებაა საწინააღმდეგო სქესის ყურადღება. ამ დროს შეიძლება ბრაზობდეთ, ეჭვიანობისგან „ჭკუიდან გადადიოდეთ“, მაგრამ სანამ თქვენი მამაკაცი სუნთქავს, მის მკერდში გული ფეთქავს, მას მანამდე ექნება რეაქცია ლამაზ ქალზე.
მამაკაცები და ქალები ქალებზე, მამაკაცებზე, სიყვარულზე და არა მხოლოდ...
ნორმალურია სტრიპტიზ-ბარი, „პორნოს" ყურება, ან წამიერი შეხედვა ქალზე. თუ ამის გაკეთების საშუალებას ლეგიტიმურად არ მისცემთ, მაშინ ის ამას მაინც, მაგრამ საიდუმლოდ გააკეთებს.