სენი - ეჭვიანობა, ანუ თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ეჭვიანია

CC BY-SA 2.0 / Andrea / Cheating Myselfეჭვიანი ქალი
ეჭვიანი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
ეჭვიანობა, პირველ რიგში, დაავადებაა, და მეორე - შეძენილი დაავადება. ეჭვიანობით დაავადებულთა ფსიქოთერაპიულ მკურნალობას უმეტეს შემთხვევებში არანაირი შედეგი არ მოაქვს.
ქალის ეჭვიანობას ახირებად და კაპრიზად მივიჩნევთ, მაგრამ ეს მძიმე დაავადებაა. თუ საყვარელი ქალი ველური კატასავით ეჭვიანია, თქვენი ამოცანაა, არა მარტო ისწავლოთ დელიკატურად და ფრთხილად მოექცეთ ავადმყოფს, არამედ თქვენც არ გადაგედოთ ეს დაავადება და ეჭვით სნეული არ შეიქნათ.
სპეციალისტები, რომლებმაც ეჭვიანობის პრობლემა გამოიკვლიეს, დარწმუნებული არიან, რომ ეჭვიანობა, პირველ რიგში, დაავადებაა, მეორე — შეძენილი დაავადებაა. პათოლოგიური ეჭვიანობა სცილდება ნამდვილ ან წარმოსახვით ღალატზე მწვავე რეაქციის ფარგლებს და ემოციური აღგზნებისადმი ორგანიზმის სუსტ ადაპტაციაზე მეტყველებს.
მილანის უნივერსიტეტის დოქტორის, პროფესორ პადმალ დე სილვას მოსაზრებით, ეჭვიანობის პათოლოგიური ფორმა თავისი სიმპტომებით ფსიქოზს ჰგავს. დოქტორი დე სილვა ასევე ამტკიცებს, რომ ეჭვიანობით დაავადებულთა არანაირ ფსიქოთერაპიულ მკურნალობას, უმეტეს შემთხვევაში, არანაირი შედეგი არ მოაქვს.
არიან ადამიანები, რომლებსაც ეჭვიანობა საერთოდ არ ახასიათებთ. ასეთი მხოლოდ 3-5 პროცენტია და ამ გადახრის მიზეზი უკიდურესი ემოციური დამუხრუჭებაა. თან, ასეთი „დამუხრუჭებული“ პიროვნებების უმრავლესობა მამაკაცია.
მამაკაცის წარმატებების ლამის 99% ცოლის ქცევაზეა დამოკიდებული - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2022
მამაკაცებო, გაფრთხილდით! ანუ ვირუსი, რომელიც მამაკაცებს ანადგურებს
განსხვავებული შეხედულებების მეცნიერები, რომლებიც ეჭვიანობის ბუნებას სწავლობენ, ერთ რამეში თანხმდებიან: ამ გრძნობის ერთგული უფრო ქალები არიან. ცნობილია, რომ ეჭვიანობს ის პარტნიორი, რომელსაც მეორეზე ნაკლები გავლენა აქვს. სტატისტიკით კი, კავშირების უმეტესობაში მამაკაცი დომინირებს.

და თუ მაინც მეგობარ ქალზე ეჭვიანობა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ ეჭვიანობა მამაკაცის ორგანიზმზე ბევრად უფრო დამანგრეველად მოქმედებს, ვიდრე ქალის ორგანიზმზე. ქალი ემოციური არსებაა, იმის მსგავსად, თუ როგორ უხანგრძლივებს სიცოცხლეს მუდმივი მიკროინფარქტები კატას, ემოციური შოკი ქალის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. მამაკაცების შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა.

ეჭვიანებს ხშირად აღენიშნებათ მაღალი არტერიული წნევა, თავის ტკივილები და საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლაც კი. ასევე ცნობილია, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე დანაშაულს სამჯერ მეტი მამაკაცი სჩადის, ვიდრე ქალი.
ფსიქოთერაპევტმა ტორონტოდან, დოქტორმა ჯეკ ეიგენლობმა 17-დან 68 წლამდე ასაკის 900-ზე მეტი ქალი გამოკითხა. გამოკითხულთა პრაქტიკულად 98%-სთვის ეჭვიანობის გრძნობა კარგადაა ნაცნობი.

შემდეგ რესპონდენტებს დაუსვეს კითხვა: „განგიცდიათ თუ არა ეჭვიანობის დროს მოკვლის სურვილი: ა) მოღალატე მამაკაცის; ბ) მისი საყვარლის (მათ შორის, ღალატის უტყუარი დამადასტურებელი ფაქტის არარსებობის შემთხვევაშიც); გ) ორივეს.

პასუხები ამგვარად გადანაწილდა: გამოკითხულთა 12%-მა სამივე კითხვას უარყოფითად უპასუხა; 34% მეტოქის ფიზიკურ განადგურებაზე სერიოზულად ფიქრობდა; დაახლოებით ამდენივეს (30%) იმ ქვეყნად თავისი შეყვარებულის გასტუმრება უნდოდა, დანარჩენი 24% კი სიამოვნებით გაუსწორდებოდა მოღალატესაც და მის საყვარელსაც.
ორი გზა განშორების შემდეგ: მდგომარეობიდან გამოსვლა თუ თვითგვემა>>
ასევე, ზოგიერთი ქალი გამოტყდა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მათ თავისი პარტნიორებისთვის სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიუყენებიათ. ასევე აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ქალების 52%-ის ეჭვიანობის მიზეზი შიშია, რომ მამაკაცმა შეიძლება მიატოვოს სხვა ქალის გულისთვის, ხოლო 22%-ს პოტენციური მეტოქის მხრიდან დამცირების ეშინია.

კითხვაზე, რას ამჯობინებენ, პარტნიორის ფიზიკურ ღალატს თუ სხვა ქალის პლატონურ სიყვარულს, ქალების 89%-მა უპასუხა, რომ ფიზიკურ ღალატს ამჯობინებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პასუხში ქალებმა იშვიათი პრაქტიკულობა და ჯანსაღი აზრი გამოავლინეს, პათოლოგიური ეჭვიანობის ყველა მკვლევარი ერთ რამეში თანხმდება — ეჭვიანობის ბუნება ირაციონალურია.

ეს ნიშნავს, რომ ეჭვიანობით დაავადებულ თქვენს მეგობარ ქალს ეჭვიანობისთვის სულაც არ სჭირდება სერიოზული საბაბი. ერთადერთი, რამაც შეიძლება ცოტა დაგამშვიდოთ, ისაა, რომ ეჭვიანობით ნამდვილად დაავადებული ადამიანები ძალიან დიდი იშვიათობაა. უმეტესად ჩვენზე ეჭვიანობენ მაშინ, როდესაც თვითონ ვაძლევთ საბაბს.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2019
„ეს ის არაა, რაც შენ გგონია": რა განსხვავებაა კაცის ღალატსა და ქალის ღალატს შორის...
ხუთი რჩევა ეჭვიანობის მსხვერპლს
ქალის ეჭვიანობისგან გაწამებულ მამაკაცებს ფსიქოლოგები ხუთ რჩევას აძლევენ:
1.
თუ მიხვდით, რომ ეჭვიან ქალს თქვენი თვალთვალის მცდელობა აქვს, შეეცადეთ რეაქცია არ გამოავლინოთ. ისე იცხოვრეთ, თითქოს არაფერი ხდება, ნუ მოაწყობთ სკანდალს და, რა თქმა უნდა, არ „გაებათ“. ბოლოს და ბოლოს, მას ეს მობეზრდება.
2.
ნუ დაიწყებთ ახსნას, თავის მართლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ნევრასთენიკად გადაქცევის საშიშროება გემუქრებათ, რომელიც იძულებულია ყოველ წუთს ყველაფერზე თავი იმართლოს.
3.
თუ გრძნობთ, რომ ქალი სცენის გამართვას აპირებს, შეეცადეთ დისკუსია სხვა კალაპოტში გადაიყვანოთ. თუ არ გამოგივათ, უბრალოდ შეწყვიტეთ საუბარი და გადით ოთახიდან.
4.
თუ თქვენს მცდელობას, მოაგვაროთ ურთიერთობები, შედეგი არ მოჰყვა და ის აგრძელებს ეჭვიანობას (მიცემული საბაბით თუ უსაფუძვლოდ), ერთადერთი გზა გრჩებათ — დაემუქროთ განშორებით (ეს თქვენს გეგმებშიც რომ არ შედიოდეს). მუქარა ეჭვიანს ცოტა აფხიზლებს.
5.
და, ბოლოს, უნდა გესმოდეთ, რომ ეჭვიანობის გამოხატვა მისი ხასიათის ნაწილია. გიჟურ ეჭვიანობას, როგორც წესი, პროვოცირებას უწევს შიში, საკუთარი ღირსების შეურაცხყოფის გრძნობა და ის, რომ არ არის დარწმუნებული არც საკუთარ თავში და არც პარტნიორში.
ყველაზე ხშირად ეს ემოციურად დამოკიდებულ ქალებს ახასიათებთ. ამიტომ თუ საკუთარი ბედის ეჭვიან ქალთან დაკავშირება გადაწყვიტეთ, შეეცადეთ არასდროს მისცეთ ნამდვილად სერიოზული საბაბი სკანდალისთვის, სხვაგვარად ეს, შესაძლოა, მართლა ცუდად დამთავრდეს და ეჭვიანის როლში ყოფნა თქვენ მოგიწიოთ: ქალებს სჩვევიათ საკუთარი პარტნიორების ღალატი, რათა მიყენებული წყენისთვის შური იძიონ.
ყველა ახალი ამბავი
0