დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ივნისი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 27 ივნისია, ორშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
ნუ გექნებათ იღბლისა და გამართლების იმედი. წარმატების მისაღწევად შრომა, დისციპლინა და საქმეების მიმართ სერიოზული დამოკიდებულებაა საჭირო. სიფრთხილე გმართებთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. საღამოს გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. ეს განსაკუთრებით აისახება პირად ურთიერთობებზე.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 ივნისი>>
ვერძი: არ ღირს ახალი საქმეების დაწყება. დღის პირველ ნახევარში აჯობებს, თუ მიმდინარე ამოცანებში გაერკევით. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები, თუ ამისთვის წინასწარ მოემზადებით და გეცოდინებათ, რა უნდა თქვათ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის.
გამოიყენეთ მთვარის ენერგეტიკა: მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში, დიეტა და როდის როგორ ვიკვებოთ
კურო: ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი გამარჯვებებისთვის. მოსალოდნელია სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად. ზოგიერთ თქვენგანს საკუთარ თავზე სხვების პასუხისმგებლობის აღებაც მოუწევს. დღის მეორე ნახევარი მომავალზე ფიქრს, ოცნებასა და ამაზე ლაპარაკს დაუთმეთ.
ტყუპი: შეუპოვრობის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ. ხელსაყრელი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. შესაძლოა, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ. არ ღირს გარიგებების დადება, რამის ყიდვა. არ იჩქაროთ იმის გადაგდება, რაც უსარგებლოდ გეჩვენებათ – სჯობს, დროებით გადადოთ.
კირჩხიბი: გელოდებათ სასიამოვნო სიახლეები, საინტერესო წინადადებები, მოულოდნელი მოვლენები. ამის გამო, შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. სახლში ჩვეულებრივზე მეტი საზრუნავი შეიძლება გაჩნდეს. დღის მეორე ნახევარში დამღლელ საქმეებს მოერიდეთ. სჯობს, დაისვენოთ.
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: ჩვეულებრივზე ხშირად მოექცევით ყურადღების ცენტრში. ეს წაგადგებათ – ყველა დაინახავს თქვენს შესაძლებლობებს, პროფესიონალიზმს. ძალზე იღბლიანი დღეა ფინანსების კუთხით. შესაძლებელია მომგებიანი გარიგებები, შოპინგი. ზოგიერთმა შემოსავლების ახალი წყარო შეიძლება იპოვოს.
ქალწული: გამოიჩინეთ ინიციატივა საქმიან ურთიერთობებში. არაა გამორიცხული, რომ შემოგთავაზონ წინადადება, რომელიც თქვენ წინაშე ახალ პროფესიულ ჰორიზონტებს გახსნის. საქმე ბევრი გექნებათ, მაგრამ დრო დასვენებისთვისაც დაგრჩებათ. საღამო შესაფერისი დროა საოჯახო ღონისძიებებისთვის.
სასწორი: ეცადეთ, თავი გააკონტროლოთ, თუნდაც იგრძნოთ, რომ ვიღაც სპეციალურად ცდილობს თქვენს პროვოცირებას. გამოიყენეთ თქვენი დიპლომატიური უნარები და უთანხმოებები გაჩენისთანავე მოაგვარეთ. ფინანსური საკითხების გადაჭრისას არ იჩქაროთ – მოსალოდნელია დანაკარგები.
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ძლიერი ენერგეტიკა
მორიელი: ელაპარაკეთ ირგვლივ მყოფებს საკუთარ თავზე – მათ თქვენ შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება უნდათ. შესაძლებელია უჩვეულო, სასიამოვნო ნაცნობობა. არაა გამორიცხული წინადადება თანამშრომლობაზე. ფინანსური თვალსაზრისით იღბლიანი დღეა. მოსალოდნელია თანხის მიღება.
მშვილდოსანი: დილიდანვე დადებითად განეწყვეთ. გელოდებათ მშფოთვარე, მაგრამ ხელსაყრელი დღე. შეძლებთ რთულ ამოცანებთან გამკლავებას, არაკეთილმოსურნეებზე გამარჯვებას. საღამო კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის. ბევრს ელოდება სასიამოვნო სიურპრიზი საყვარელი ადამიანისგან.
თხის რქა: მოთმინებით აღიჭურვეთ – ეს აუცილებლად დაგჭირდებათ. საჭირო შედეგების მისაღწევად სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. ეცადეთ, არ წამოეგოთ პროვოკაციებს. ურთიერთობების მხრივ არახელსაყრელი დღეა. დაძაბულ მომენტებში, სიტუაციის განმუხტვისთვის, იუმორის გრძნობა მოიშველიეთ
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ამ სამყაროში ცვლილებები და სიბრძნე შემოაქვთ
მერწყული: დღეს სერიოზულ საქმეებთან გამკლავების დიდი შანსი გაქვთ. ცოდნისა და გამოცდილების წყალობით უკან ჩამოიტოვებთ ძველ მეტოქეებს, „განაიარაღებთ“ არაკეთილმოსურნეებს. გამოიჩინეთ ინიციატივა პირად და სამუშაო ურთიერთობებში. მოსალოდნელია ხარჯები ყოფითი პრობლემების გამო.
თევზები: იმოქმედეთ მტკიცედ. გადაულახავი ბარიერები არ გაჩნდება, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. არაა გამორიცხული ახალი მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. საღამოს სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ ახლობელ ადამიანის შესახებ.