ნატოს ჯარი უკრაინაში = რუსეთის დარტყმებს დასავლეთის ქვეყნებზე

Sputnik
კიევისთვის სულ უფრო მძიმე და შორს მსროლელი იარაღის მიწოდება გამოიწვევს საპასუხო „ჩაფრენას“ მომწოდებელი ქვეყნების ტერიტორიებზე, ლოგისტიკის ობიექტებზე. ესკალაციის გამწვავებას, კოლექტიური დასავლეთის მხრიდან საბრძოლო მოქმედებების უკრაინულ თეატრზე ფსონის გაზრდას შედეგად მოჰყვება ნატოს ჯარების ჩათრევა რუსეთთან კონფლიქტში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დასახულ ამოცანებს აღწევს. ალიანსის ქვეყნები ცდილობენ ამას ხელი შეუშალონ: განაგრძობენ უკრაინის ჯარისთვის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას, დაუფიქრებლად ემზადებიან რუსეთთან – მაღალტექნოლოგიურ ბირთვულ სახელმწიფოსთან პირდაპირი კონფრონტაციისთვის. გამოცემა American Thinker-ის აზრით, სამხედრო თვალსაზრისით ალიანსის წარმატებული ჩარევა უკრაინაში შეუძლებელია, ანუ ნატოს ჯარის შეყვანამ შეიძლება მხოლოდ დააჩქაროს დასავლეთის მარცხი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების კატასტროფის სიმძაფრე დონბასში აშშ-სა და ნატოს აშინებს
რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს, განაცხადა 7 ივნისს აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა. ცოტა ხნით ადრე შედეგებზე ისაუბრა ვლადიმირ პუტინმაც. დღეს კიევში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ცენტრი – აშშ-ის საელჩოა.
აშშ-ის მხრიდან იარაღის მიწოდებასა და ევროპაში კონფლიქტის ესკალაციას შორის კავშირზე პუტინის, ლავროვის, ანტონოვის განცხადებებსა და გაფრთხილებებს სერიოზული სამხედრო-ტექნიკური გაგრძელება მოჰყვება. ეს არის რუსეთის სიგნალი კოლექტიური დასავლეთისთვის. ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების მცირე ზომები და აშშ-ის ტერიტორიის გეოგრაფიული იზოლაცია უზრუნველყოფს რუსული შორი მანძილის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ეფექტურ საბრძოლო გამოყენებას.
უკრაინული დანაყოფები დონბასში მნიშვნელოვან ცოცხალ ძალას და საბრძოლო ტექნიკას კარგავენ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ვერ ახერხებენ შეტევას. ეს აღიარება შეიძლება გახდეს ნატოს ჯარის პირდაპირი ჩარევის პროლოგი.
მოსაზრება: უკრაინის შემდეგ ნატო ცეცხლს ბალტიის ქვეყნებს შეუკეთებს
პოლონეთი ემზადება რუსეთთან პროქსი-ომიდან პირდაპირი კონფლიქტისთვის უკრაინის ტერიტორიაზე. გერმანია ფიქრობს ევროპაში ყველაზე მძლავრი არმიის შექმნაზე. ბრიტანეთი და ესტონეთი განიხილავენ ნატოს დივიზიების განთავსებას სანქტ-პეტერბურგის მახლობლად.
მაგრამ მკაცრი რეალობა არსად გამქრალა: ნატოს რუსეთზე გამარჯვება კონვენციური საშუალებებით – ნაკლებ მოსალოდნელია, ხოლო ომში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში ალიანსი განწირულია.
შესადარებლად, საფრანგეთის ბირთვული პოტენციალია 196, დიდი ბრიტანეთის – 225, აშშ-ის – 5800, რუსეთის – 6500 ქობინი. ბრიტანელებს არ გააჩნიათ საკუთარი რაკეტები და სამეფო ფლოტის სტრატეგიულ წყალქვეშა ნავებზე დაქირავებული ამერიკული „ტრაიდენტებია“ დაყენებული.
რუსეთი ფლობს მსოფლიოში ყველაზე დიდ ბირთვულ არსენალს, რომელიც ნებისმიერ ვითარებაში ნებისმიერი მოწინააღმდეგის განადგურების გარანტიას იძლევა. ჯარის ზომა და იარაღის რაოდენობა მტრულ ევროპასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში პრინციპულ როლს არ ასრულებს.
პოლონეთი „ინტეგრაციისთვის“ ემზადება: უკრაინა განწირულია
სპეციალისტების აზრით, გერმანიის 80 ძირითადი სამრეწველო ცენტრის განადგურება შესაძლებელია რუსული წყალქვეშა რაკეტმზიდის „ბორეის“ საბრძოლო კომპლექტის ნახევარით. ხოლო ნატოს ყველა ევროპული ქვეყნის საბრძოლო პოტენციალის გასანადგურებლად საკმარისი იქნება სამი ანალოგიური წყალქვეშა გემის ზალპი. სრულფასოვანი ბირთვული ტრიადა მსოფლიოში მხოლოდ სამ ქვეყანას გააჩნია – რუსეთს, აშშ-ს და ჩინეთს. ახსოვთ თუ არა ეს ამერიკელ და ევროპელ „მეოცნებეებს“, რომლებიც უკრაინას რუსეთის დასამარცხებლად იარაღს აწვდიან?
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არცერთი შეიარაღებული კონფლიქტი არ მოუგია. პენტაგონის ყველა ომი მესამე სამყაროს ქვეყნებში ბოლო 75 წლის განმავლობაში მარცხით დასრულდა. გამარჯვებას დოლარებით ვერ იყიდი. კოლექტიური დასავლეთი უბრალოდ უნდა დაუბრუნდეს მრავალპოლარული მსოფლიოს რეალობას და ჩაკლას საკუთარ თავში „ჰეგემონის“ აგრესია. დააბრუნოს ნატოს ჯარი 1997 წლის პოზიციებზე – როგორც ამას თანასწორი და განუყოფელი საერთაშორისო უსაფრთხოების პირობები მოითხოვს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე