ჩრდილოდონეცკური გარღვევა: „ფოლკსშტურმი“ დასავლეთისკენ მიიწევს

Sputnik
კიევის რეჟიმის საბრძოლო ტექნიკის ათასობით განადგურებულმა ერთეულმა და ათობით ათასმა „დემილიტარიზებულმა“ დამცველმა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის ხარისხი შეცვალა – უკრაინის „აღმოსავლეთის ფრონტი“ არსებული კონფიგურაციით ბოლო დღეებს ითვლის.
23 მაისს დონბასში რუსეთის შეტევამ გაარღვია უკრაინის თავდაცვა პოპასნოის რაიონის ერთდროულად რამდენიმე საკვანძო მონაკვეთზე. იქმნება „პატარა ქვაბები“ ბალაკლეის სამხრეთით, ავდეევკის, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკისა და ლიმანის რაიონებში. გაწყვეტილია ბახმუტ-ლისიჩანსკის სატრანსპორტო მაგისტრალი.
უკრაინის ფრონტის რღვევა აჩქარებს საკომუნიკაციო და მომარაგების სისტემების მეთოდურ მოშლას. უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები თვითნებურად ტოვებენ პოზიციებს. ლიმანთან 23 მაისს ტყვედ ჩაბარდა 500-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი.
პოლონეთი „ინტეგრაციისთვის“ ემზადება: უკრაინა განწირულია
ხელმძღვანელობა განსხვავებულად რეაგირებს. უკრაინის გენერალური შტაბი ეწევა სისტემურ დეზინფორმაციას. მაგალითად, საუბრობს ბრძოლების არარსებობაზე ლიმანსკის მიმართულებით და დასავლეთისკენ უკან დახევის გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებაზე პრეზიდენტისგან ნებართვის მიღებას ცდილობს.
პრეზიდენტის ოფისმა ვერხოვნა რადაში წარადგინა კანონპროექტი დეზერტირობისა და ბრძანების შეუსრულებლობისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე. კანონპროექტი განიხილეს დაზვერვის, ნაციონალური უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტში. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დეზერტირობა ისჯება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

დასავლეთის იეზუიტური დახმარება

რუსეთის საზღვაო ბაზირების მაღალი სიზუსტის რაკეტებმა 23 მაისს მალინის სარკინიგზო სადგურის რაიონში გაანადგურეს დასავლეთიდან გამოგზავნილი საბრძოლო ტექნიკა. საბრძოლო ტექნიკის დეფიციტი უკრაინელ ჯარისკაცებს აიძულებს, გადასხდნენ სამოქალაქო ავტომობილებზე. ვერხოვნა რადა იძულებული გახდა 12 მაისს მიეღო კანონი უკრაინის იმ მოქალაქეთა ქონების კონფისკაციის შესახებ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სპეციალურ ოპერაციას.
რუსეთის შეტევა დონბასზე: ახალი საზღვრები და პერსპექტივები
ნატოს ქვეყნებიდან უკრაინაში გამოგზავნილი იარაღი აღმოსავლეთის ფრონტს ფაქტობრივად ვერ აღწევს – რუსული სარაკეტო დარტყმები საწყობებსა და სარკინიგზო კვანძებზე დასავლეთის დახმარებას სისტემატურად ანადგურებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს უკრაინისთვის 40 მლრდ დოლარის გამოყოფის შესახებ, თუმცა, როგორც რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა აღნიშნა, ამ თანხის 35% დაიხარჯება პენტაგონის დაფინანსებაზე, 45,2% – „სხვა ქვეყნებზე“, 4,8% – დევნილების დახმარებაზე და უკრაინაში აშშ-ის საელჩოს მუშაობის განახლებაზე. უშუალოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კი დარჩებათ 15%, ანუ 6 მილიარდი დოლარი.
ვალისა და პროცენტების გადახდა უკრაინელებს სრული თანხიდან (40 მლრდ დოლარიდან) მოუწევთ. ასეთია ამერიკული ბიზნესის წესები. აღსანიშნავია, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ადრე გამოყოფილი მილიარდობით დოლარი და ევრო კიევის რეჟიმს ვერ დაეხმარა და მხოლოდ დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რიცხვი გაზარდა.
ლენდ-ლიზი: 40 მილიარდი დოლარი უკრაინისა და აშშ-ის გასანადგურებლად
კარგს არაფერს მოიტანს ასევე პოლონეთთან უკრაინის იეზუიტური ორმხრივი ხელშეკრულებებით ინტეგრირების მცდელობა ნატოს მხრიდან.
სამ თვეში რუსეთის ჯარმა გაანადგურა: 178 თვითმფრინავი, 125 ვერტმფრენი, 995 უპილოტო საფრენი აპარატი, 320 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 3243 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანა და ნაღმმტყორცნი, ასევე 3124 ერთეული ავტოტექნიკა.
ეს სტატისტიკა დასავლური შეიარაღების ასობით ერთეულსაც მოიცავს. კოლექტიური დასავლეთი ვერასდროს ვერ უკარნახებს თავის პირობებს რუსეთს. აშშ-ისა და ნატოსთვის იდეალური სცენარია დაუსრულებელი კონფლიქტი უკრაინაში. უკრაინის წინააღმდეგობა უსარგებლო და უგუნურია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, უკრაინულ ჯარში 50 ათასი ადამიანია დაღუპული. უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებს არავინ ანგარიშობს. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობას არავინ ითვლის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე