რუსეთმა სპეცოპერაციაში დაიწყო საბრძოლო მანქანების „ტერმინატორების“ გამოყენება უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის დასაჩქარებლად.
„ტერმინატორებმა“ ოპერატიულად „დაშალა“ მოწინააღმდეგის პოზიციები, საცეცხლე წერტილები, გაანადგურა დასავლეთში წარმოებული ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები.
„ტერმინატორებმა“ წარმატებით გაუძლეს საბრძოლო გამოცდას სირიაში და რუსული ჯარის შეიარაღება 2021 წლიდან შეავსეს.
ბელარუსში ერთობლივ წვრთნებზე „დასავლეთი-2021“ საბრძოლო მანქანები „ტერმინატორები“ მოქმედებდნენ დასავლეთის სამხედრო ოლქის სატანკო დანაყოფში - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებთან და ოპერატიულ უპილოტო აპარატებთან „ინოხოდეცთან“ და „ფორპოსტთან“ ერთად. ეს მეტყველებს მანქანის ინტეგრაციაზე ტაქტიკური რგლის მართვის ერთიან სისტემაში.
ტანკ T-72-ის ბაზაზე შექმნილი მრავალფუნქციური „ტერმინატორი“ არის მანევრირებადი, მძლავრი იარაღითა და ცეცხლის მართვის თანამედროვე სისტემით აღჭურვილი მანქანა. შეუძლია 6 კმ-მდე მანძილზე გაანადგუროს ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები, აწარმოოს ბრძოლა მტრის ვერტმფრენებთან და დაბალ სიმაღლეზე მოძრავ საფრენ აპარატებთან (დრონებთან). „ტერმინატორი“ აღჭურვილია ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემით „ატაკა T“, რომელიც ოთხი რაკეტის, ორი 30 მმ-იანი 2A42 ავტომატური ქვემეხის, ორი AG-17D ყუმბარმტყორცნისა და ერთი კოაქსიალური 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევისგან შედგება.
მანქანა კარგადაა ადაპტირებული მინიმალურ დისტანციაზე ბრძოლებისთვისაც. ბრძოლის ველზე ერთი „ტერმინატორი“ იცავს ორ ტანკს, ქალაქში ორი „ტერმინატორი“ - ერთ ტანკს.
სტუმარი მომავლიდან
17 მაისს ორმა უკრაინულმა მექანიზებულმა ბატალიონმა სცადა ზაპოროჟიეს ოლქში კონტრშეტევაზე გადასვლა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა დაზვერვამ შენიშნა. მოწინააღმდეგეს დარტყმა მიაყენეს უპილოტო აპარატებმა, არტილერიამ, ტანკებმა და საბრძოლო მანქანებმა. შედეგად განადგურდა 26 უკრაინული ტანკი, 12 საბრძოლო მანქანა და 100-მდე სამხედრო მოსამსახურე. შესაძლოა, თავისი როლი შეასრულეს „ტერმინატორებმაც“.
ტანკები გამიზნულია მოწინააღმდეგის ტანკებთან და სიმაგრეებთან გასამკლავებლად. „ტერმინატორი“ - არის უნივერსალური ჯარისკაცი მომავლიდან, რომელსაც კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. სამიზნეების აღმოჩენისა და ამოცნობის საშუალება, ცეცხლის მართვის ავტომატური სისტემა, ლულიანი და მართული სარაკეტო იარაღის სინთეზი ბრძოლის ველზე უდიდეს უპირატესობას იძლევა. უნიკალურ მანქანას შეუძლია ერთდროულად სამი სამიზნის განადგურება (რამდენიმე კომბინირებული ოპტიკური და თერმული გამოსახულების არხით, პანორამული თერმული გამოსახულების არხით და ლაზერული დიაპაზონით).
„ტერმინატორი“ აღჭურვილია სისტემით, რომელიც იცავს მას მაღალი სიზუსტის იარაღისგან და მოწინააღმდეგის აღმომჩენი ნახევრად-აქტიური ლაზერული სისტემებისგან. თვალთვალის ავტომატური სისტემა უზრუნველყოფს ლაზერული გამოსხივების ოპტიკურ და აკუსტიკურ აღმოჩენას და დამიზნებას. საბრძოლო მანქანას დამატებით შესაძლებლობებს აძლევს მისი ინტეგრაცია მართვის ტაქტიკური რგოლის ერთიან სისტემაში.
ვიზუალურად „ტერმინატორი“ განსხვავდება ტანკისგან, რომლის პლატფორმაზეც არის შექმნილი. მას არ აქვს კოშკურა.
ეკიპაჟი შედგება 3-5 ადამიანისგან (დამოკიდებულია მოდიფიკაციაზე). მეთაური და მსროლელი ცალკე, დაჯავშნილ კაფსულაში იმყოფებიან. „ტერმინატორს“ გამოარჩეს ასევე სანავიგაციო სისტემა „გლონასი“, მრავალფენიანი კომბინირებული ჯავშანი და ახალი თაობის დინამიკური დაცვა „რელიქტი“. დამატებით დაცვას უზრუნველყოფს კორპუსზე განთავსებული ეკრანი და გისოსები. დიზელის ძრავა В-92С2 მძლავრი შეიარაღების შესაფერისია.
„ურალვაგონის“ ქარხანა განაგრძობს პროექტის სრულყოფას „არმატას“ პლატფორმაზე. მუშავდება „ტერმინატორის“ „უპილოტო“ მოდიფიკაცია ხელოვნური ინტელექტით.
მსგავსი ტექნოლოგიები დღეს აშშ-ისა და ნატოსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გერმანული გამოცემა Stern ვარაუდობს, რომ „ტერმინატორი“ საექსპორტო ბესტსელერი გახდება. სერიული წარმოების დაწყებიდან 10 „ტერმინატორი“ მხოლოდ ყაზახეთმა მიიღო. და მაინც, რუსულ „ტერმინატორს“ უზარმაზარი საექსპორტო პოტენციალი აქვს კონკურენციის არარსებობის პირობებში - მსოფლიოში მას ანალოგი არ აქვს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე