მსოფლიო დღეს

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაასრულეს

Sputnik
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ მედინსკის თქმით, რუსეთმა და უკრაინამ მოლაპარაკებებზე პუნქტების ნაწილში ურთიერთგაგებას მიაღწიეს. გარდა ამისა, მთავარი საკითხი, რომელიც დღეს გადაწყდა – ადამიანების, სამოქალაქო პირების გადარჩენაა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, უკრაინის მხარემ ვერ მიიღო ის შედეგები, რისი იმედიც ჰქონდა, მაგრამ გარკვეული შეთანხმებები მიღწეულია.

„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღეთ ის შედეგები, რისი იმედიც გვქონდა. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია: საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ ჰუმანიტარული ასპექტი, რადგან ძალიან ბევრი ქალაქია ახლა ალყაში, იქ დრამატული ვითარებაა კვების პროდუქტების, მედიკამენტების კუთხით“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მოლაპარაკებები 17:50 საათზე დაიწყო. მოლაპარაკებების დაწყებამდე მონაწილეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ორშაბათს გომელის ოლქის ტერიტორიაზე გაიმართა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ.
წყარო - Sputnik-ბელარუსი.