მინერალურ წყალ „ბორჯომზე“ ესტონეთში სანქციები ამოქმედდა

ესტონეთში მიიჩნიეს, რომ „ბორჯომი“ რუსული წყალია, ამიტომ ის მაღაზიებიდან გააქვთ.
Sputnik
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ესტონეთში პოპულარული ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ რუსული წარმოების წყლად აღიარეს და მაღაზიებიდან გამოაქვთ, იუწყება პორტალი Delfi.
IDS Borjomi Georgia შედის IDS Borjomi International-ის შემადგენლობაში, რომელიც 2011 წლიდან რუსულ კონსორციუმს „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп) ეკუთვნის.
სავაჭრო ქსელის Maxima Eesti მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა ტიინა შაპელმა Delfi-ს განუცხადა, რომ ესტონეთში პოპულარული ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოება რუსულ კომპანია „ალფა-ჯგუფს“ ეკუთვნის, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ევროპულ სანქციებში მოყვა.

„ამიტომ Maxima-მ გადაწყვიტა თავისი ყველა, 83 მაღაზიიდან ამოიღოს წყალი Borjomi. ეს პროცესი სამშაბათს, საღამოს დასრულდა“, – განუცხადა შაპელმა Delfi-ს

დიდი სავაჭრო ქსელი Rimi-ს წარმომადგენელმა კატრინ ბატსმა განაცხადა, რომ „ბორჯომის“ შესახებ მიღებული მონაცემები მართალი აღმოჩნდა და Rimi ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს. „ცხადია, რომ საწარმოსთან, რომლის მიმართ სანქციები ამოქმედდა, არ ვითანამშრომლებთ, „ბორჯომის“ შესყიდვა კი უკვე შეჩერდა“, – განუცხადა Delfi-ს ბატსმა.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში. ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
„ბორჯომი" ჩინეთში დარეგისტრირდა
გასულ უქმეებზე დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციების ინიცირება მოახდინეს. კერძოდ, ამერიკელ ინვესტორებს აეკრძალათ ახალი ობლიგაციების შეძენა და ასევე სხვადასხვა ბანკის აქციების ყიდვა.