თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. რუსულმა მხარემ უარყო ინფორმაცია რუსეთსა და უკრაინას შორის ბელარუსში მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
„მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მხარეები მხოლოდ ადგილზე მიდიან“, - განუცხადეს ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რამდენიმე წუთის წინ უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო UNIAN-მა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელ ფიოდორ ვენისლავსკიზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გომელში შეხვედრა დაიწყო.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების ადგილი ალექსანდროვკა-ვილჩას გამშვები პუნქტი იქნება, იუწყება Sputnik-ბელარუსი.
„რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების ადგილია ალექსანდროვკა-ვილჩა. უახლოესი ბელარუსული ქალაქია ნაროვლია", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა გომელის ოლქში მოლაპარაკებაზე დათანხმდა, იქ რუსული დელეგაცია გაემგზავრა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამას წინ უძღოდა სატელეფონო საუბარი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის.
წყარო - Sputnik-ბელარუსი.