დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 3 თებერვალი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2021 წლის 3 თებერვალია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დროა, რამე სერიოზულს მოკიდოთ ხელი. მტკიცე მოქმედებებისა და დიდი ცვლილებების დღეა. ადვილია კონტაქტი გარშემომყოფებთან. კარგად ჩაივლის შეყვარებულების ურთიერთობებიც, თუმცა მცირე გაუგებრობები შესაძლებელია.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 თებერვალი>>
ვერძი: მნიშვნელოვან საქმეებს რაც შეიძლება ადრე შეუდექით. დილა განსაკუთრებულად ნაყოფიერი იქნება. მოგვიანებით უფრო რთული პერიოდი დადგება. დაგემატებათ საქმეები, ამასთან, გარშემომყოფების საქციელმა შეიძლება გაგაღიზიანოთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები – ტოპ-ხუთეული
კურო: რაღაც სიახლეს გაიგებთ ან ახალი მოვლენა მოხდება, რომლის გამო გეგმის შეცვლა მოგიწევთ. ეს სერიოზულად არ გაგანაწყენებთ, მაგრამ რაღაც უსიამოვნო მომენტების გადატანა მოგიწევთ. არაა გამორიცხული ნაცნობობა, რომელიც ლამაზ რომანტიკულ ისტორიას დაუდებს სათავეს.
ტყუპი: ცოტა საზრუნავი არ გექნებათ. მოსალოდნელზე მეტი საქმე შეიძლება გამოჩნდეს, მათ შორის სწრაფად შესასრულებელი ამოცანები. დოკუმენტებთან მუშაობა უფრო რთული იქნება, მაგრამ ისეთი საქმეები, რომლებიც შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს, წყალივით წავა.
კირჩხიბი: დღეს ბევრი საქმე გექნებათ, ინერვიულებთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ. ამასთან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობები. ცხოვრებას გაიადვილებთ, თუ საქმეების სიას შეადგენთ და შემდეგ იქიდან ამოიღებთ იმას, რაც არაა მნიშვნელოვანი და საჩქარო.
თებერვლის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ლომი: ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეგიძლიათ და თან დიდი ძალისხმევის გარეშე. ყველაფერს, რაც თქვენთვის საინტერესოა, შესანიშნავად გაუმკლავდებით. კარგი დღეა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის. ადვილად პოულობთ საერთო ენას განსხვავებულ ადამიანებთან.
ქალწული: თუ ძველი ნაცნობები დახმარებას შემოგთავაზებენ, უარი არ თქვათ. ასე დაგეგმილზე მეტის გაკეთებას შეძლებთ. სასარგებლო საქმებს გააკეთებთ, მათ შორის, სხვებისთვისაც. არაა გამორიცხული, რომ სხვის საქმეებში მოგიწიოთ ჩარევა, მაგრამ ამას ძალზე დელიკატურად გააკეთებთ.
სასწორი: სიმშვიდის შენარჩუნება გაგიჭირდებათ. გექნებათ დაძაბული მომენტები და ყოველთვის ვერ შეძლებთ ემოციების გაკონტროლებას. ეცადეთ, მოერიდოთ სტრესულ ვითარებებს, ზედმეტ დატვირთვას. თუ არის საშუალება, დაისვენეთ, გამოიცვალეთ გარემო.
რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
მორიელი: დატვირთული და საინტერესო დღე გექნებათ. კარგი იქნება, თუ დიდი ხნის გადადებულ საქმეს მიუბრუნდებით. ყოველთვის გეგმის მიხედვით მოქმედებას ვერ შეძლებთ, მაგრამ თქვენი იმპროვიზაციები წარმატებული აღმოჩნდება. შეძლებთ საოჯახო პრობლემების გადაჭრას.
მშვილდოსანი: ერთ რამეზე ყურადღების კონცენტრაცია გაგიჭირდებათ, თქვენ წინაშე ბევრი ამოცანა იდგება. საქმეს გაართულებს ისიც, რომ გარშემომყოფები რჩევებს მოგცემენ. რაც უფრო ნაკლებად მოუსმენთ მათ, მით უფრო მალე მიაღწევთ სასურველ შედეგს. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის.
თხის რქა: მნიშვნელოვანი საუბრები გელოდებათ. ყურადღებით მოუსმინეთ ადამიანებს. შეიძლება მიიღოთ საჭირო ინფორმაცია, რჩევები. წაგადგებათ პროფესიულ ღონისძიებაზე დასწრება. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელიც მალე ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება.
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას
მერწყული: კარგი დღეა მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. შეძლებთ მეტოქეების დარწმუნებას თქვენი მოსაზრებების სიმართლეში. თქვენი იდეებით შეიძლება ძალზე გავლენიანი ადამიანები დაინტერესდნენ. დადებითი ტენდენციები სხვა სფეროებშიც გამოიკვეთება.
თევზები: ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. დღეს ძალზე მგრძნობიარე ხართ და მცირე უსიამოვნებებმაც კი შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. ენდეთ ინტუიციას, მათ შორის პირად ურთიერთობებშიც. ასე უფრო ადვილად იპოვით საერთო ენას ახლობელ ადამიანებთან.