რა მოხდება, თუ კიტრის მწნილის წვენს ხშირად დალევთ: აკრძალვები და დაშვებები

Sputnik
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. კვლევებმა აჩვენა, რომ კიტრის მწნილის წვენი სინამდვილეში ძალიან სასარგებლოა და ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებას ბევრად აუმჯობესებს, აცხადებენ მეცნიერები.
მათი თქმით, მკვეთრი მჟავე გემოს მიუხედავად, ამ სპეციფიკურ წვენს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების ფართო სპექტრი აქვს — დაწყებული საჭმლის უკეთ მონელებით და დასრულებული გულის ჯანმრთელობით.
აი, რა უნდა იცოდეთ კიტრის მწნილის წვენისა და მისი გამოყენების შესახებ.

ამშვიდებს კუნთების სპაზმებს

კვლევებმა აჩვენა, რომ ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ კიტრის მწნილის წვენის დალევა ამცირებს კუნთების ტკივილს და სწრაფად ხსნის სპაზმებს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მწნილის წვენში შემავალ ძმარს შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს ტკივილის სწრაფად შემსუბუქებასთან, რადგან ის ხელს უწყობს კუნთების სპაზმების გამომწვევი ნერვული სიგნალების შეჩერებას.
რატომ არ შეიძლება ყველის ყოველდღე ჭამა: ექიმი ასახელებს მიზეზებს>>

ინარჩუნებს წყლის ბალანსს

კიტრის მწნილის წვენი ხელს უწყობს წყლის ბალანსის დიდი ხნით შენარჩუნებას. გარდა ამისა, ის შეიცავს სწრაფი დატენიანებისთვის აუცილებელ ორ მინერალურ ნივთიერებას: ნატრიუმსა და კალიუმს.
ნატრიუმი და კალიუმი ელექტროლიტებია, ანუ აქვთ ელექტრული მუხტი. ისინი აუცილებელია ორგანიზმის არაერთი ფუნქციისთვის, მათ შორის, ენერგიის გამომუშავებისა და კუნთების შეკუმშვისთვის. რაც უფრო მეტად ოფლიანობთ, მით მეტ ელექტროლიტს კარგავთ. ამიტომ კალიუმისა და ნატრიუმის შემცველი სასმელის მიღება ხელს უწყობს ელექტროლიტების დონის ბევრად სწრაფად აღდგენას.

აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში

ძმარი არ პასუხობს სუნთქვის ბუნებრივი გამაჯანსაღებლების ყველა მოთხოვნას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კიტრის მწნილის წვენის პირის ღრუში გამოვლებას შეუძლია სუნის გამომწვევი ბაქტერიების განადგურება — კამისა და ძმრის ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით.
თაფლი ზამთარში „საშინელი პროდუქტია“: ნუტრიგენეტიკოსის რჩევა>>

ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას

კიტრის მწნილის წვენი ხელს უწყობს ნაწლავების კარგ ფუნქციონირებას, ასტიმულირებს რა ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების ზრდასა და ჯანმრთელ ბალანსს. ეს ბაქტერიები ხელს უწყობს საკვების დაშლას და იცავს ნაწლავებს ინფექციებისგან.
ამასთან ექიმები გვაფრთხილებენ, რომ არსებობს ჯანმრთელობის პრობლემები და დაავადებები, რომელთა შემთხვევაშიც კიტრის მწნილი მავნებელია ადამიანისთვის.
ეს დაავადებებია:
ჰიპერტონია,
ათეროსკლეროზი,
შარდ-კენჭოვანი დაავადება,
ნეფრიტი,
პიელონეფრიტი,
ჰეპატიტი,
ქოლეცისტიტი,
კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები.
როგორც ექიმები ამბობენ, დიდი რაოდენობით მჟავე კიტრის ჭამა იწვევს წნევის მკვეთრ ვარდნას და ამასთან აძლიერებს მადას.
ბავშვებსა და ორსულ ქალებს მედიკოსები ურჩევენ, არ მიირთვან დიდი რაოდენობით კიტრის მწნილი.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: კონსერვირებული პროდუქტები დიდი რაოდენობით ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც კი არ არის რეკომენდებული. საქმე ისაა, რომ ასეთ პროდუქტებში შემავალი რძემჟავას ჭარბი რაოდენობა შესაძლოა ტოქსიკური აღმოჩნდეს.