დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 იანვარი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 8 იანვარია, შაბათი. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 იანვარი>>
დილით რთული იქნება ემოციები შეკავება, ადამიანებს გაუჭირდებათ ერთმანეთთან შეთანხმება. არ ღირს მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. არაა გამორიცხული მეგობრული ან სასიყვარულო ისტორიის დაწყება. ინტუიცია დღეს სათანადო სიმაღლეზეა.
ვერძი: კარგი დღეა იმისთვის, რომ საკუთარ იდეებზე ისაუბროთ, თანამოაზრეები მოძებნოთ. გექნებათ ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა. თუ სწორად მოიქცევით, უკეთესობისკენ შეიცვლება ურთიერთობები, რომლებიც დაძაბულად ეწყობოდა. კარგად ჩაივლის მგზავრობა – დაგეგმილიცა და სპონტანურიც.
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: დღის პირველი ნახევარი კარგი დროა საქმიანობისთვის. ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. თუ რამის შესწავლა იქნება საჭირო, ამ მხრივაც არანაირი პრობლემა არაა მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევარში არ ღირს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, რადგან რთული იქნება სიტუაციის რეალურად შეფასება.
ტყუპი: გაჩნდება არაერთი საინტერესო იდეა. ინტუიცია გიკარნახებთ, რომლის რეალიზება აჯობებს დაუყოვნებლივ და რომლის გადადება შეიძლება. შესანიშნავად გაუმკლავდებით საქმეებს, რომლებიც შემოქმედებით დამოკიდებულებას საჭიროებს, ხოლო სადაც დეტალებისადმი ყურადღებაა საჭირო, იქ შეიძლება პრობლემები გაჩნდეს.
კირჩხიბი: საინტერესო და მრავალფეროვანი დღეა. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები. გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც მომავალში პროფესიული გეგმების განხორციელებაში შეიძლება დაგეხმარონ. მოსალოდნელია თანხის მიღება. დღის მეორე ნახევარი საოჯახო საქმეებს დაუთმეთ, რომლებიც არ დაგღლით.
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
ლომი: ხელსაყრელი დღეა სერიოზული საქმეების გასაკეთებლად. შეიძლება გაუმკლავდეთ საქმეს, რომელიც აქამდე არ გამოგდიოდათ. ბევრ თქვენგანს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ინტუიცია დაეხმარება. დღის მეორე ნახევარი საინტერესო საუბრების დროა. შესაძლებელია მოულოდნელი ვიზიტები, რომლებიც გაგახარებთ.
ქალწული: შესანიშნავი დღეა იმ საქმეების გასაკეთებლად, რომლებიც ნამდვილად გაინტერესებთ. ინტუიცია შეუცდომლად გიკარნახებთ, რომელ საქმეში შეგიძლიათ წარმატების მიღწევა. დიდი ალბათობაა იმისა, რომ თანხა მიიღოთ, მათ შორის, მოულოდნელი წყაროებიდან. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა სამომავლო გეგმების განსახილველად.
სასწორი: მსუბუქი, სასიამოვნო დღეა. ვითარება ხელსაყრელია და ბევრ თქვენს წამოწყებას იღბალი თან ახლავს. გაჩნდება კარგი იდეები. გაგახარებთ შესაძლებლობა, რომ რაღაც საკითხებზე მშვიდ ვითარებაში იმსჯელოთ. კარგი დღეა უსარგებლო ნივთებისგან გასათავისუფლებლად. ბევრი თქვენგანი გაერკვევა სამომავლო გეგმებში.
ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები
მორიელი: კარგი დღეა სერიოზული საქმეების გასაკეთებლად, რთული საკითხების გადასაწყვეტად. შეძლებთ პრიორიტეტების სწორად განაწილებას; დროულად შენიშნავთ დეტალებს, რომლებიც შემდგომ საქმეებში მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. მნიშვნელოვანია, რომ არ გადაიღალოთ. პაუზა საქმიანობის დროს ძალების დაზოგვაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი: კარგი დღეა იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ. მშვენივრად წარმოადგენთ საკუთარ ღირსებებს, ხართ უზომოდ მომხიბლავი. კარგად ჩაივლის საერთო გეგმების განხილვა. შეიძლება გაჩნდეს კარგი იდეები, მაგრამ აჩქარება და რისკზე წასვლა არ ივარგებს. მოუსმინეთ ინტუიციას.
თხის რქა: მსუბუქი, სასიამოვნო და საინტერესო დღე გელოდებათ. მოსალოდნელია პასუხების პოვნა კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებთ, ან სიახლეების გაგება, რომლებიც სამომავლო გეგმების შედგენაში დაგეხმარებათ. დღის პირველი ნახევარი შემოქმედებითი საქმიანობისთვის არის ხელსაყრელი, მეორე კი – ყოფითი საქმეებისთვის.
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები – ტოპ-ხუთეული
მერწყული: შესანიშნავი დღეა. გრძნობთ, რომ ბევრის მიღწევა შეგიძლიათ და ინტუიცია არ გღალატობთ. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. მნიშვნელოვან გამარჯვებას რომ მიაღწიოთ, საკმარისია, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ. ადვილად პოულობთ საერთო ენას ადამიანებთან. საღამო კარგი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის.
თევზები: გამოიჩინეთ ინიციატივა იმ საკითხების გადაწყვეტის დროს, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას არ გაძლევთ. დღის პირველი ნახევარი კარგი დროა პრაქტიკული ამოცანების შესასრულებლად, რეალური საქმეების გასაკეთებლად, მეორე ნახევარში გლობალურ პრობლემებზე დაიწყებთ ფიქრს. გადაჭარბებით ნუ შეაფასებთ საკუთარ ძალებს.