მსოფლიო დღეს

ყაზახეთში დაშავებულთა რაოდენობამ ათას კაცს გადააჭარბა

Sputnik
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ყაზახეთში მასობრივი არეულობისას ათას კაცზე მეტი დაშავდა, იუწყება „Sputnik ყაზახეთი“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან დაახლოებით 400 ადამიანი ჰოსპიტალშია გადაყვანილი, მათგან 62 რეანიმაციაში იმყოფება.
საპროტესტო აქციები ყაზახეთში ახალი წლის პირველ დღეებში დაიწყო. ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლებმა, რომლებიც ნავთობის მწარმოებელ მანგისტაუს რაიონში მდებარეობს, საპროტესტო აქცია გამართეს თხევადი გაზის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ, რომელიც მანქანების საწვავად გამოიყენება.
მსოფლიო დღეს
ალმათიში ათობით ადამიანია ლიკვიდირებული: ვიდეო სპეცოპერაციიდან
4 იანვარს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად — გაზის ფასის შესამცირებლად. ამის მიუხედავად პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიწყო.
5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა დახმარება „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.
ამ დროისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.