თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სომხეთი სამხედრო მოსამსახურეებს ყაზახეთში გზავნის – რესპუბლიკის მთავრობამ ქვეყნის შეირაღებული ძალების ქვედანაყოფს ყაზახეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის ნებართვა მისცა, ნათქვამია სომხეთის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე.
ხუთშაბათს შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) 6 იანვრის გადაწყვეტილებით დაევალა ყაზახეთში სომხეთის ქვედანაყოფის გადასროლის პროცესის ორგანიზება.
გამგზავრების თარიღი და სამხედროების რიცხოვნობა გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის. მანამდე „Sputnik-სომხეთის“ წყაროები დაახლოებით 70 სომეხი სამხედროს გამგზავრებაზე საუბრობდნენ.
5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ყაზახეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ „ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარება ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებს სთხოვა.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთში მიმდინარე არეულობებს გარე აგრესიად აფასებს, რადგან არეულობების მომწყობმა ტერორისტულმა ბანდებმა მომზადება უცხოეთში გაიარეს. ამის შემდეგ 6 იანვრის ღამეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, როგორც ОДКБ-ს უმაღლესი ორგანოს მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაგზავნონ ყაზახეთში მშვიდობისმყოფელთა კოლექტიური ძალები.
წყარო - Sputnik-სომხეთი