ვაშინგტონისთვისდა ბრიუსელისთვის მოსკოვის სამშვიდობო წინადადებები უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიების შესახებ უფრო გასაგები და წონიანი ხდება „ბორეი-A-სა“ და „იასენ-M“ პროექტების სერიულ ბირთვულ წყალქვეშა ნავებთან ერთად, რომლებიც 21 დეკემბერს რუსეთის საზღვაო ძალების ნაწილი გახდა. მშვიდობის მიღწევა უფრო სწრაფად შეიძლება კეთილი სიტყვითადა უახლესი ბირთვული იარაღით, ვიდრე მხოლოდ კეთილი სიტყვით.
პროექტ 885M-ის პირველ სერიულ წყალქვეშა ნავებზე სამშაბათს სევეროდვინსკში საზეიმოდ აღმართეს საზღვაო დროშები. რუსეთის საზღვაო ძალებმა უახლესი ბირთვული რაკეტმზიდები — „ნოვოსიბირსკი“ და „თავადი ოლეგი“ მიიღო — უნიკალური მახასიათებლებითა და იარაღის სისტემებით. წყალქვეშა ნავები წყნარი ოკეანის ფლოტს შეუერთდებიან და მნიშვნელოვნად გაზრდიან რუსეთის საზღვაო ძალების საბრძოლო პოტენციალს მსოფლიო ოკეანეში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამხედრო მეზღვაურებსა და „სევმაშის“ კოლექტივს მნიშვნელოვანი მოვლენა მიულოცა. შეახსენა, რომ მრავალფუნქციურ „ნოვოსიბირსკს“ ფრთოსანი რაკეტა „კალიბრითა“ და „ონიქსით“ შეტევა შეუძლია საზღვაო და სახმელეთო ობიექტებზე, ხოლო წყალქვეშა კრეისერი „თავადი ოლეგი) კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა „ბულავითია“ აღჭურვილი. პუტინმა რუსეთის საზღვაო ფლოტის განახლების ტემპების გაზრდის, თანამედროვე წყალზედა და წყალქვეშა ხომალდების აგების, სანაპირო ინფრასტრუქტურის განვითარების პირობა დადო.
ამაზე ცოტა ხნით ადრე, 17 დეკემბერს, მოსკოვმა ვაშინგტონს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების ახალი სისტემა შესთავაზა — ორმხრივი გარანტიების შეთანხმებების პროექტები. რუსეტმა ბრიუსელზე დრო არ დაკარგა, იმიტომ რომ გადამწყვეტი აშშ-სა და ნატოს პოზიციაა. სამშვიდობო წინადადებები და რუსეთის საზღვაო ფლოტში ორი სარაკეტო სუბმარინის შეყვანა არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
რუსეთი სწრაფად აგებს ახალ წყალქვეშა ფლოტს, რომელსაც ეროვნული უსაფღტხოების დაცვა შეუძლია მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში — მიუხედავად აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო დომინირების რეციდივებისა.
რუსი კონსტრუქტორები მეხუთე თაობის სარაკეტო-ბირთვული ფლოტის საფუძვლებს ქმნიან — იზრდება მათი შეუმჩნევადობა, ახლდება შეიარაღების სისტემები, ინერგება დაზვერვის, მართვისა და მიზნის მითითების ავტომატიზებული საშუალებები. რუსეთის ბევრი ტექნოლოგიური სიახლე მიუღწეველია დასავლეთის წამყვანი ქვეყნებისთვის. მალე წყალქვეშა ნავებზე ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონები“ გაჩნდება, რომელთა პირველი მზიდები მრავალფუნქციური სუბმარინა „პერმი“ გახდება. წყალზედა „ცირკონები“ სერიულად იწარმოება და ბევრად ადრე შევა მწყობრში.
ოკეანის ნინძა „იასენ-М“
მეოთხე თაობის ატომური წყალქვეშა ნავი „ნოვოსიბირსკი“ პროექტ „იასენ-M-ის“ მშენებარე შვიდი გემის სერიას განეკუთვნება, რომლის ამოცანაა წყალქვეშა ნავების თვალყურის დევნება (ესკორტი) აშშ-ისა და ნატოს სხვა ქვეყნების საბრძოლო საპატრულო ზონაში. „ნოვოსიბირსკი“ წყალში 2019 წლის ბოლოს ჩაუშვეს და ჩანს, რომ დასრულების, ტესტირების, სახელმწიფო მიღების პერიოდი არ გაჭიანურებულა.
პროექტ „ისენ-M-ის“ მცირე შემჩნევადობის მრავალფუნქციურ წყალქვეშა ნავებს, რომელთა წყალწყვა 13,800 ტონაა, 520 მეტრ სიღრმეზე ჩაყვინთვის უნარი აქვთ, შეიარაღებულია ნაღმებით, 533 მმ ტორპედოებით, ფრთოსანი რაკეტა „კალიბრითა“ და „ონიქსით“, მომავალში კი ჰიპერბგერითი „ცირკონითაც“ აღიჭურვება. ბორტზე ასევე არის რადიოელექტრონული აღჭურვილობის სრულყოფილი კომპლექსები. ავტონომიურობა — 100 დღე, წყალქვეშა სიჩქარე — 31 კვანძი, ეკიპაჟი — 64 ადამიანი.
ეს „მონადირეები“ მიზნად ისახავს მტრის ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფების, „ოჰაიოს“ ტიპის სტრატეგიული წყალქვეშა რაკეტმზიდების განადგურებას (ზიდავს 24 ბალისტიკურ რაკეტა „ტრაიდენტს“, რომელთაგან თითოეულს 12-მდე W88 ბირთვული ქობინი აქვს).
„იასენების“ გამორჩეულ მახასიათებლებს ფაქტები ადასტურებს. რუსული წყალქვეშა ნავი „სევეროდვინსკი“ აშშ-ის საზღვაო ძალების აკუსტიკოსებმა ატლანტის ოკეანეში რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს. და სექტემბერში პენტაგონმა გამანადგურებლების ოპერატიული ჯგუფი შექმნა — ატლანტიკაში რუსეთის წყალქვეშა ფლოტთან შესაძლო დაპირისპირებისთვის.
The National Interest-ის თანახმად, მრავალფუნქციური „იასენ-M“ შეიარაღებულია 32 ფრთოსანი რაკეტა 3M-14K „კალიბრით“, რომლის ფრენის სიშორე 2500 კმ-ზე მეტია, ბირთვული ან ჩვეულებრივი ქობინებით. ისინი განსაკუთრებულად ჩუმებია, აქვთ მაღალი სიჩქარე და ძალიან მგრძნობიარე სენსორები, „წარმოადგენენ საფრთხეს შეერთებული შტატების ძირითადი ტერიტორიისთვის“.
როგორც უძველესი კვლევითი ორგანიზაცია „აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ინსტიტუტი“ აღნიშნავს: „რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სპეციალური დანიშნულების წყალქვეშა ნავების ფლოტი ჰყავს ზღვის ფსკერზე ომისა და სადაზვერვო ოპერაციებისთვის, და რომელიც სტაბილურად აფართოებს თავის პოტენციალს ამ სფეროში“.
მძვინვარე „ბორეი-А“
სტრატეგიული სარაკეტო წყალქვეშა კრეისერი (SSBN) „თავადი ოლეგი“ გაუმჯობესებულ პროექტ „ბორეი-A-ს“ მეოთხე თაობის ატომურ გემებს განეკუთვნება. საფუძველი ჩაეყარა 2014 წლის 27 ივლისს, ელინგიდან ამოღებულია 2020 წლის 16 ივლისს.
პროექტში განხორციელებულია უახლესი ტექნიკური გადაწყვეტილებები, მაქსიმალურადაა შემცირებული ფიზიკური ველების დონე და გაზრდილია უსაფრთხოება. სახელმწიფო გამოცდების დროს კრეისერმა თეთრი ზღვიდან წყალქვეშა პოზიციიდან ისროლა ბალისტიკური რაკეტა „ბულავა“ კამჩატკაზე არსებულ კურას პოლიგონის მიმართულებით, რაკეტა გათვლილს დროში წარმატებით მივიდა სამიზნე ტერიტორიაზე.
რუსეთის საზღვაო ძალების შემადგენლობაში 21 დეკემბრამდე პროექტ 955-ის სამი „ბორეი“ მსახურობდა: „იური დოლგორუკი“, „ალექსანდრე ნეველი“, „ვლადიმირ მონომახი“, და ერთიც პროექტ 955A-დან: „თავადი ვლადიმირი“. პირველ სამ ხომალდს შახტებში 16-16 „ბულავა“ აქვთ. შემდგომი სუბმარინების შემტევი მახასიათებლები არ ხმაურდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, საზღვაო ძალებს მხოლოდ ათი „ბორეი“ მიაწოდოს, რომლებიც რუსული ბირთვული ტრიადის საზღვაო საფუძველი გახდება მომავალი ათწლეულების განმავლობაში. საერთო ჯამში ისინი ატარებენ არანაკლებ 160 „ბულავას“ — 8000 კმ-მდე დიაპაზონით. და ეს 1600 დაშლადი ქობინია, რომელთაგან თითოეული 100-150 კილოტონიანია. „ბულავას“ აქვს ძლიერი მყარი საწვავის ძრავა, მაღალი სიჩქარე, მანევრირებადობა, მცირე ზომები და ეფექტური სისტემა პოტენციური მტრის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის დასაძლევად.
„ბორეი-A“ ეტაპობრივად ანაცვლებს მესამე თაობის ბირთვულ კრეისერებს, შესაბამისად მეცხრე და მეათე „ბორეი“ ექსპლუატაციაში 2030 წლისთვის შევა. სერია შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს. აქ START-3-ის ხელშეკრულების გავლენა იგრძნობა, რომელიც განსაზღვრავს კიდეც გამშვები დანადგარებისა და ქობინების რაოდენობას.
რუსეთის საზღვაო ძალებში მე-4 თაობის ახალი სტრატეგიული რაკეტმზიდების გამოჩენა„პარტნიორების“ მიერ აღიქმება როგორც გამოწვევა, რომელზეც მათ პასუხი არ აქვთ. ჩნდება საჭიროება, რომ მსოფლიო ოკეანეშიახალიგლობალურიჰიდროაკუსტიკურისისტემებისგანვითარებადაფინანსდეს— ეს კი ძვირიადა აშშ (ნატო) წარმატების გარანტიას არ იძლევა.
სხვათა შორის, „ბორეის“ პროექტის კრეისერის აგება 400 მილიონ დოლარამდეა, ხოლო პენტაგონს მე-4 თაობის მრავალფუნქციური Virginia 2,5 მილიარდი დოლარი უჯდება.
თანამედროვე რუსული სტრატეგიული წყალქვეშა კრეისერები და მრავალფუნქციური წყალქვეშა ნავები შექმნილია იმისთვის, რომ გარდაუვლად გაანადგურონ მტერი. ისინი ქვეყანას მსოფლიო ოკეანეში ყოფნის ფაქტითაც იცავენ. ამავდროულად, რუსეთი განაგრძობს საზღვაო ძალების გაძლიერებას, რომელსაც შეუძლია საიმედოდ დაიცვას ეროვნული ინტერესები პლანეტის ნებისმიერწერტილში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2027 წლისთვის „სევმაში“ შვიდ ატომურ წყალქვეშა ნავ „ბორეი-A-სა“ და „იასენ-M-ს“ ააგებს, ყოველწლიურად ჩააბარებს რა ერთ სარაკეტო წყალქვეშა რაკეტმზიდსა და ერთ მრავალფუნქციურ სუბმარინას. და უკვე დღეს რუსეთის საზღვაო ძალები გემების საერთო რაოდენობის მიხედვით მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს — ჩინეთის საზღვაო ძალების შემდეგ.
საინტერესოა, რომ აშშ-ის საზღვაო ფლოტი მე-4 ადგილზეა, ბრიტანეთის საზღვაო ფლოტი კი — 28-ზე. წყალქვეშა ძალების შედარება: აშშ — მე-2 ადგილი (68 საბრძოლო ერთეული), რუსეთი — მე- ადგილი (64 წყალქვეშა ნავი) — დინამიურ განვითარებაზე მეტყველებს, თუმცა მაინც არ ასახავს რუსეთის საზღვაო ძალების ტექნოლოგიურ უპირატესობას. რუსეთის თავდაცვის მზარდი პოტენციალი, რა თქმა უნდა, აღელვებს „პარტნიორებს“. და ეს მულტიპოლარული სამყაროს გარკვეულ სტაბილურობას უზრუნველყოფს.
რუსეთის თავდაცვითმა ინდუსტრიამ სამეცნიერო-ტექნოლოგიური რევოლუცია მოახდინა, რამაც შესაძლებელი გახადა მსოფლიოში უანალოგო იარაღის შექმნა, რომლებიც ათწლეულებით უსწრებს დასავლურ პროექტებს. თანამედროვე მრავალპოლარულ სამყაროში მაღალტექნოლოგიური წყალქვეშა ნავები „იასენ-M“ და „ბორეი-A“ რუსეთს ჭეშმარიტად სუვერენულ და უძლეველ სახელმწიფოდ ხდის დღეს და უახლოეს მომავალში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!