საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში ლგბტ-თემის აქციის საქმე წააგო

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლგბტ-თემის წარმომადგენლების დასაცავად გამართულ აქციაზე 27-მა დაზარალებულმა კომპენსაცია უნდა მიიღოს.
Sputnik
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობა დამნაშავედ ცნო ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაში 2013 წლის 17 მაისს ლგბტ-თემის წარმომადგენლების უფლებების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე და დაზარალებულებისთვის 193.500 ევროს გადახდა დააკისრა.
იმ დღეს აქცია, რომელშიც რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, მისმა მოწინააღმდეგეებმა ჩაშალეს. მას შემდეგ, რაც მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს, დაიწყო შეტაკებები, რომელთა შედეგად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, პოლიციელებიც.
საქართველოში გაჩნდა ახალი პარტია – „კონსერვატიული მოძრაობა"
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი დაზარალებული მოსარჩელე 10 ათას ევროს მიიღებს, მეორე – 6 ათას ევროს, დანარჩენი თანხა კი 25 დაზარალებულს შორის გადანაწილდება. საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი სასამართლოში 27 მომჩივანის სახელით შევიდა.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ აქციის დროს დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის ორი მუხლი: არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა და დისკრიმინაციის აკრძალვა.
დაზარალებულებმა არა მხოლოდ ფიზიკური ზემოქმედება განიცადეს, არამედ იმყოფებოდნენ ძლიერი სტრესის მდგომარეობაშიც და გარშემორტყმული იყვნენ მათზე გაცილებით დიდი რაოდენობის ადამიანებით, რაც შეუთავსებელია მათი ადამიანური ღირსების პატივისცემასთან, ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
გარდა ამისა, სასამართლო უკმაყოფილოა საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებით, კერძოდ, იმით, რომ მას აწარმოებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელი იყო აქციის უსაფრთხოებაზე. სტრასბურგის სასამართლომ გამოძიების გაჭიანურების გამოც გამოთქვა უკმაყოფილება.
„ასეთმა გაჭიანურებამ აჩვენა ძველებური უუნარობა, შესაძლოა, ხელისუფლების ნების არარსებობა – გამოიძიოს ჰომოფობიისა და/ან ტრანსფობიის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობა“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
სასამართლოს აზრით, ხელისუფლებას წინასწარ უნდა სცოდნოდა რისკების შესახებ. სასამართლოში მოპასუხის განცხადება, რომ კონტრაქციის მონაწილეთა დიდი რაოდენობა მოულოდნელი იყო, არ იყო დამაჯერებელი ევროპული სასამართლოსთვის.
ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეებმა შარლ მიშელს ბათუმში საპროტესტო აქცია მოუწყვეს
სასამართლო უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ პოლიციელები, რომლებიც კორდონად იდგნენ ლგბტ-თემის წარმომადგენლებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის, სათანადო აღჭურვილობის გარეშე იყვნენ და „ზოგჯერ თვითონაც უხსნიდნენ გზას კონტრაქციის მონაწილეებს“. მისი აზრით, დაუდევრობას ამყარებდა ოფიციალური ხელისუფლების გულგრილობა, რომელთა წარმომადგენლებიც აკეთებდნენ ინდივიდუალურ განცხადებებს ლგბტ-აქციის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ „ხელისუფლებას არასოდეს უცდია განმცხადებლების დასაცავად ეფექტური ზომების მიღება“.