თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ტელეკომპანია RT ახალი სადღეღამისო საინფორმაციო არხს ხსნის, რომელიც გერმანულ ენაზე იმაუწყებლებს. RT DE პირდაპირ ეთერში გადასცემს ახალ ამბებს, ტოქშოუებსა და დოკუმენტურ ფილმებს.
„ისე, როგორც გერმანიაში გვებრძოდნენ და განაგრძობენ ბრძოლას, ჩვენთან მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ უბრძოლიათ. ამასთან გერმანელი მაყურებელი ძალიან მადლიერი აღმოჩნდა. ამას მოწმობს RT DE-ს მაჩვენებლები ვებ-საიტსა და სოციალურ ქსელებში, რომელთა მიღწევაც ტელეარხის გაშვებამდე მოხერხდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გერმანულენოვან აუდიტორიას იმედები არ გავუცრუოთ“, — განაცხადა ტელეარხ RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა.
მაუწყებლობა გავრცელდება ევროპაზე, მათ შორის პოტენციურად დიდი გერმანულენოვანი აუდიტორიის მქონე ქვეყნებში — გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში. არხის ეთერში გავა ანალიტიკური გადაცემა Fasbenders Woche — ცნობილ გერმანელ ჟურნალისტ თომას ფასბენდერთან ერთად, კულინარიულ-პოლიტიკური შოუ Kartoffelmus წამყვან ცუკაინა გრუნოსთან ერთად, ასევე სხვა ტოქშოუები და დოკუმენტური ფილმები. მანამდე RT DE-ს გუნდს შეუერთდა ცნობილი გერმანელი მედიამენეჯერი, პროდიუსერი და მწერალი ოლივერ ბრენდელი.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ იზრდება ინტერესი RT-ის მიმართ გერმანიაში და მოხარული ვართ, რომ ახლა ჩვენი კონტენტის არა მხოლოდ წაკითხვა და მოსმენა, არამედ ყურებაც შესაძლებელი იქნება. ჩვენს მაყურებელს აინტერესებს, რით ცხოვრობს რუსეთი დღეს და როგორია ის შიგნიდან“, — აღნიშნა RT DE-ს ხელმძღვანელმა დინარა ტოკტოსუნოვამ.
RT გერმანულად 2014 წელს ამუშავდა ონლაინ და სოციალურ მედიაში. ახლა RT DE ნომერი პირველია გერმანულენოვან მედიას შორის ბოლო 12 თვის განმავლობაში Facebook-ზე ინტერაქციის რაოდენობით, უსწრებს Bild-ს, Spiegel-ს, ZDF-ს, Tagesschau-ს (მონაცემები Crowdtangle-დან). RT DE-ს ფეისბუქ-გვერდი მოხვდა გერმანულენოვანი მედიის ტოპ-5-ში ვიდეოს ნახვების მიხედვით კატეგორიაში „ახალი ამბები და პოლიტიკა“, რითაც წინ უსწრებს Spiegel TV-ს, Zeit Online-სა და Focus Online-ს (მონაცემები Tubular Labs-დან).
ტელეარხ RT-ს საიტი (RT.com) გერმანიიდან ნახვების რაოდენობით ასევე უსწრებს Deutsche Welle-ს საიტს (SimilarWeb-ის მონაცემები).
გერმანიაში ტელეარხ RT DE-ს გაშვებას წინ უძღოდა უპრეცედენტო თავდასხმა გერმანიის ხელისუფლებისა და მედიის მხრიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხსენებაში გერმანიის კონტრდაზვერვის მუშაობის შესახებ 2020 წელს RT მოხსენიებულია ქვეთავში „ჯაშუშობა და სხვა სადაზვერვო საქმიანობა“. იმ დროისათვის გერმანიის ბუნდესტაგის ხელმძღვანელმა ვოლფგანგ შოიბლემ განაცხადა: „ტელეარხ Russia Today-ს დახმარებით მოსკოვი ცდილობს, მიზანმიმართულად მოახდინოს რუსული ფესვების მქონე გერმანელებზე მანიპულირება“. Rheinische Post: „რუსეთის მედიაძალა გერმანიაში იზრდება. აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ექსპერტ სიუზან შპანის მიერ ჩატარებული შეფასების თანახმად, RT DE-მ ნოემბრის დასაწყისში გაუსწრო Deutsche Welle-ს Facebook-ზე ხელმომწერთა რაოდენობით“.
2021 წლის აგვისტოში RT DE-მ ოფიციალური უარი მიიღო ლუქსემბურგის მხრიდან მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებაზე, რომელიც „გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციასა და ანალიზს“ ეყრდნობოდა. სექტემბერში YouTube-მა გააუქმა ორი RT DE არხი აღდგენის უფლების გარეშე, თითქოსდა „წესების დარღვევისთვის“. ამასთან RT DE გავლენის მხრივ მეოთხე ადგილზე იყო გერმანულენოვან მედიას შორის, უსწრებდა რა წინ Deutsche Welle-სა და სხვა გერმანულ მედიას (მონაცემები Tubular Labs-დან).
RT — ეს არის ცხრა ტელეარხი, რომელიც მაუწყებლობს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, ონლაინ პორტალები ექვს ენაზე და ასევე საერთაშორისო ვიდეო სააგენტო RUPTLY. არხს მსოფლიოს 47 ქვეყანაში ყოველკვირეულად უყურებს 100 მილიონი ადამიანი (საერთაშორისო კომპანია IPSOS-ის კვლევა). RT იყო მსოფლიოში პირველი საინფორმაციო სატელევიზიო არხი, რომელმაც YouTube-ზე ნახვების 10-მილიარდიანი ზღვარი გადალახა, აჯობა რა BBC-ს, CNN-ს, Al Jazeera-ს, Euronews-სა და Fox News-ს. RT თერთმეტჯერ გახდა ყველაზე პრესტიჟული სატელევიზიო პრემიის — Emmy-ს ფინალისტი. RT არის მონტე-კარლოს სატელევიზიო ფესტივალის ოქროს ჯილდოს მფლობელი კატეგორიაში „საუკეთესო 24-საათიანი საინფორმაციო პროგრამა“.