COVID-19 - ბოლო ცნობები

„ომიკრონის“ მოლოდინში: საქართველოში ახალი შტამის შემოსვლამდე სულ ცოტა დრო დარჩა

ეპიდემიოლოგების მტკიცებით, კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ PCR-ტესტირებით, რადგან სწრაფი ტესტები მხოლოდ ინფიცირების ფაქტს ადასტურებენ
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“ საქართველოში, დიდი ალბათობით, დეკემბერში გამოჩნდება, ეს გარდაუვალია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ომიკრონის“ შტამზე საუბრისას.
COVID-19 - ბოლო ცნობები
როგორ აღვნიშნოთ ახალი წელი: ამირან გამყრელიძის რჩევები
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახორციელებს მონიტორინგს და მას გააჩნია სხვადასხვა სპეციფიური PCR-ტესტები, რომელთა გამოყენებით და გამორიცხვის მეთოდით სპეციალისტებს შეუძლიათ ეჭვის მიტანა და შემდგომ გენეტიკური სეკვენირებით დადგენა, არის თუ არა აღებული ნიმუში „ომიკრონი“.
გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ გავრცელების პრევენციისთვის საჭიროა რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, განსაკუთრებით 60 წლის ზევით მოსახლეობას, რომ აიცრან. უფრო სწრაფად ვრცელდება უფრო ახალგაზრდა ასაკში. რეინფიცირების რისკი მეტია ამ შტამით, მაგრამ, მეორეს მხრივ, დამაიმედებელია ის, რომ არ აქვს უფრო რთული კლინიკური მიმდინარეობა, ვიდრე „დელტა“ შტამს, ან „დელტა+“-ს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „ომიკრონი“ ყველაზე მეტად დიდ ბრიტანეთშია გავრცელებული, არ გამოირჩევა მაღალი აგრესიულობით, თუმცა აქვს სწრაფად გავრცელების თვისება და სამჯერ მეტი რისკი რეინფიცირების.
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძე არ გამორიცხავს კოვიდ-ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენებას
გამყრელიძის განცხადებით, მსგავსი ინფორმაცია მოდის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდანაც, სადაც შემთხვევების რაოდენობის ზრდის მიუხედავად არ გაზრდილა ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა.
შტამიB.1.1.529, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ უწოდა, პირველად მიმდინარე წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მეცნიერების ვარაუდით, ახალი შტამით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებულები, ისე დაავადება-გადატანილებიც. მას გადადების მაღალი უნარი და ანტისხეულებისადმი მედეგობა ახასიათებს, თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით მაინც ნაადრევად მიაჩნიათ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჩხაიძე: ვაქცინის ბუსტერ-დოზა ომიკრონთან ბრძოლაში ეფექტურია
„ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. ბოლო სამ დღეში ომიკრონის პირველი შემთხვევები გამოვლინდა თურქეთში, რუსეთში, კვიპროსზე, ბაჰრეინში, მავრიკიაზე, ლიბანში, სლოვაკეთში.
ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.