რატომ უნდა მიირთვათ ხაჭო ყოველდღე: საყურადღებო რეკომენდაცია ექიმისგან

Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი − Sputnik. ხაჭოს ყოველდღიური მიღება სასიკეთო გავლენას ახდენს ძვლების, ღვიძლის, კუნთების მდგომარეობაზე და ამასთან, გარდა იმისა, რომ აწესრიგებს ძილს, ადამიანს გახდომაშიც ეხმარება, აცხადებს ექიმი-დიეტოლოგი ოლგა კორაბლიოვა.
მისი თქმით, ხაჭოში დიდი რაოდენობით შედის ტრიპტოფანი − ამონომჟავა, რომელიც ადამიანს უძილობისგან, შფოთვისა და დეპრესიებისგან იცავს. გარდა ამისა, პროდუქტი მდიდარია კალციუმითა და ფოსფორით, რომელიც აღკვეთს კბილების პრობლემებს, ამაგრებს ძვლებს, აუმჯობესებს თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას.
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ხაჭო მამაკაცურ პოტენციას ამაღლებს: რეკომენდაციები ცნობილი პროფესორისგან
ექიმი ხაზს უსვამს, რომ 9% ცხიმიანობის მქონე ხაჭოს 100 გრამში სულ 169 კალორია და 16% ცილა შედის, რის გამოც ის ადამიანს მალე ანაყრებს.

„გამომდინარე აქედან, ზედმეტი საკვების მიღება თითქმის სრულიად გამოირიცხება. თუ მენიუში ხაჭოს შეიტანთ, უფრო ნაკლებს შეჭამთ, ვიდრე ჩვეულებრივ ჭამთ ხოლმე“, − განმარტა კორაბლიოვამ.

ექიმი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს, რომ თუ ადამიანი რეგულარულად მიირთმევს ცხიმიან საკვებს (ფასტფუდებს, შემწვარ პროდუქტს, ტკბილეულსა და ფქვილოვან ნაწარმს), ღვიძლის უჯრედები ნელ-ნელა გადაგვარდება ცხიმოვან ქსოვილად.
იკრძალება კატეგორიულად! დასახელდა ხაჭოსთან შეუთავსებელი პროდუქტები
„დაავადებას ასეც ჰქვია − ღვიძლის გაცხიმოვნება. ხაჭო კი შეიცავს ამინომჟავა მითეონინს, რომელიც პოზიტიურად მოქმედებს ცხიმგაცვლაზე და, გარდა ამისა, ამცირებს ცუდ ქოლესტერინს სისხლში“, − აღნიშნა ექიმმა.
მანამდე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, დიეტოლოგმა მარია მუხინამ განმარტა, რომ ხაჭო ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი და პოპულარული ფერმენტირებული რძის პროდუქტია, მაგრამ მისი სარგებელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რასთან ერთად და როდის მიირთმევთ მას.