დილით თუ საღამოს? ვინ რა დროს უნდა მიირთვას ხაჭო

© Pixabay / Enotovyjხაჭო თასით
ხაჭო თასით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირკვევა, რომ ხაჭო ზრდასრულებმა და ბავშვებმა დღის სხვადასხვა მონაკვეთში უნდა მიირთვან, რათა ამ პროდუქტისგან სრული სარგებელი მიიღონ.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ხაჭო ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი და პოპულარული ფერმენტირებული რძის პროდუქტია. მაგრამ მისი სარგებელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რასთან ერთად და როდის მიირთმევთ მას, განუცხადა რადიო Sputnik-ს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, დიეტოლოგმა მარიატ მუხინამ.

ხაჭო - Sputnik საქართველო
ხაჭო მამაკაცურ პოტენციას ამაღლებს: რეკომენდაციები ცნობილი პროფესორისგან

სპეციალისტის თქმით, ხაჭო არის პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით, ცხიმებით, მინერალური ნივთიერებებით, ვიტამინებით, მაკრო- და მიკროელემენტებით. ის სასარგებლოა ყველასთვის – პატარებისთვისაც და დიდებისთვისაც, მაგრამ მათ ხაჭო სხვადასხვაგვარად უნდა მიიღონ.

„ზრდასრულებმა, უმჯობესია, ხაჭო დილით მიირთვან, რადგან ის სითხეს აკავებს. გამონაკლისია მეძუძური დედები. მათ, ისევე, როგორც ბავშვებმა, ხაჭო, რომელიც ზრდისთვის ხელის შემწყობ ცილებს შეიცავს, უმჯობესია საღამოს ჭამონ“, — განმარტა ექიმმა.

როგორც სპეციალისტი ამბობს, იმისთვის, რომ ხაჭო კიდევ უფრო „ჯანმრთელი“ გახდეს, შეგიძლიათ სხვადასხვა დანამატებთან ერთად მიირთვათ. უბრალოდ უნდა მოერიდოთ მარილსა და პილპილს.

ექიმი - Sputnik საქართველო
დაუშვებელია ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს: დასახელდა პროდუქტები

„ხაჭო მწვანილით არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტი, რადგან მას ასევე ემატება ქლოროფილი, მწვანილის ფოლიუმის მჟავა და ახალი ვიტამინები. კენკრასთან კომბინაციაც დადებითია. მაგრამ თუ მას წიწაკით ან მარილით შევაზავებთ, მაშინ ორგანიზმში ჭარბი სითხე შეკავდება. ხაჭო კარგად ეთავსება არაჟანს — ეს აუმჯობესებს ცხიმში ხსნადი ვიტამინების, კალციუმის ათვისებას“, — ამბობს მუხინა.

რაც შეეხება შაქარს, ის ხაჭოსთვის ცუდი დანამატია, ვინაიდან ამ დროს, ზედმეტი კალორიების გარდა, ნახშირწყლოვანი მეტაბოლიზმის დარღვევასაც მივიღებთ.

იმისთვის, რომ დავადგინოთ, ხაჭო ნამდვილია თუ არა, ანუ შეიცავს თუ არა სახამებელს, მას იოდი უნდა დააწვეთოთ. თუ წვეთი გალურჯდება, ეს ნიშნავს, რომ ხაჭო სახამებელს შეიცავს და ხელოვნური, ანუ ფალსიფიცირებულია.  

გარდა ამისა, ექიმის თქმით, ხაჭოს ხარისხი მაღაზიაშივე შეგიძლიათ განსაზღვროთ მარტივად: მას არ უნდა ჰქონდეს მჟავე, მძაფრი სუნი.

ყველა ახალი ამბავი
0