„ჩვენ არავინ მოგვიტყუებია“ – ხაზარაძემ ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოში ჩვენება მისცა

ხაზარაძემ განაცხადა, რომ სადავო საბანკო ოპერაციები „თიბისი ბანკში“ შექმნილი სირთულეების გამო განხორციელდა
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს უმსხვილესი ბანკის - „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი და ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სამი წლის განმავლობაში პირველად წარდგა სასამართლოს წინაშე ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით.
ხაზარაძის გარდა, საქმის ფიგურანტები არიან მისი პარტნიორი, პარლამენტის დეპუტატი ბადრი ჯაფარიძე და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი. გირაოს სანაცვლოდ ყველა მათგანი თავისუფალია. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ექვს საათს გაგრძელდა. ხაზარაძემ დაცვისა და ბრალდების კითხვებს უპასუხა.
პარლამენტმა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა
სხდომის დაწყებამდე ბანკირმა პრესისთვის კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის არ ამტკიცებს, რომ შეცდომა არასროს მოსვლია.
„მაგრამ არც მე და არც ბადრის არასოდეს მოგვიტყუებია სახელმწიფო, ბიუჯეტი, მეანაბრეები და პარტნიორები... ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და შეკერილი საქმე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი მტკიცებით, არავითარი უკანონო შემოსავლები არც მას და არც ჯაფარიძეს არ მიუღიათ.
„მეტს გეტყვით, არანაირი გათეთრება ანუ შავი წყაროდან თეთრ სისტემაში ფული არ მოხვედრილა, იმიტომ რომ თანხას არ დაუტოვებია საბანკო სისტემა“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

საქმის დეტალები

2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16.664.000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.
საქართველოს პარლამენტში ორით ნაკლები ფრაქცია იქნება
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე, ნათქვამია საქმის მასალებში.
„თიბისი ბანკს“ არ მოუთხოვია 17 მლნ დოლარის დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს". „თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.
მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.
პარალელურად, „თიბისი ბანკი" პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოთ ხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.

ხაზარაძის პოზიცია

სასამართლო პროცესი საკმაოდ ხმაურიანად წარიმართა. ხაზარაძე არაერთხელ შეეკამათა პროკურორს. ბანკირი პროკურორს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებდა, სასამართლოს კი პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში.
რაც შეეხება საბანკო ოპერაციებს, რომლებითაც გამოძიება დაინტერესდა, ხაზარაძემ განაცხადა, რომ უკანონო არაფერი ჩაუდენია. მისი თქმით, ეს იყო იძულებითი ზომა, რადგან 2007 წელს ბანკი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სასამართლო სხდომაზე ბანკირის გამოსვლის ნაწყვეტები „პირველმა არხმა“ გადასცა.
„თიბისი ბანკის“ მეშვეობით ფულის გათეთრების სქემა არსებობდა: უცხოელი მრჩეველები ადასტურებენ
„თიბისი ბანკს“ პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კაპიტალის ადეკვატურობის დარღვევა გამოავლინა. კაპიტალის ადეკვატურობა ასახავს ბანკის საიმედოობის ზოგად შეფასებას, რისკებისადმი მისი მდგრადობის ხარისხს.

„ვაღიარებ, იმდენად სწრაფად ვიზრდებოდით, რომ კაპიტალის ადეკვატურობა დაირღვა“, - განაცხადა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ „არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ მეორე დღეს ეუბნებიან: შენ აჩერებ ოპერირებას“.

„ყოველთვის არსებობს გონივრული ვადა და ყოველთვის გეუბნებიან, რომ შენ გაქვს ექვსი თვე, ექვს თვეში უნდა მოაგვარო კაპიტალის ადეკვატურობის მომენტი“, - აღნიშნა ხაზარაძემ.
მაშინ, 2007 წელს, „თიბისის“ კაპიტალი შეადგენდა 100 მილიონ დოლარს, ხაზარაძე და ჯაფარიძე კი იყვნენ უმსხვილესი აქციონერები და აქციების 80%-ის მფლობელები. 10%-ს ფლობდა საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (International Finance Corporation) და 10%-ს გერმანიის განვითარების სახელმწიფო ბანკი.
ვითარების გადასარჩენად ბანკირებმა სასწრაფოდ დაიწყეს ინვესტორის ძებნა.
რა კავშირშია მამუკა ხაზარაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღება ანაკლიის პორტთან
„იყო მინიშნებები, ბანკი უნდა გაყიდოთ, სხვას გადააბაროთ. პოლიტიკურ ნაწილს შევეშვები. რთული იყო იმ პერიოდში. ერთის მხრივ, რაღაცები კეთდებოდა, მეორეს მხრივ, ყველასთვის ნათელია, რომ რაღაცების კეთება რთული იყო. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ინვესტორის ძებნა, რადგან არ გვქონდა თანხა, რომ 100 მილიონით გაგვეზარდა (კაპიტალი - რედ.). ჩვენ დავიწყეთ მსოფლიოში მოგზაურობა. ამ დროს ბანკი გაჩერებულია, ვერ იზრდება და დრო არის ჩვენს საწინააღმდეგოდ. ყველანაირმა თხოვნამ, რომ იქნებ მოგვცეთ ვადა, შედეგი არ გამოიღო“, - განაცხადა ხაზარაძემ.
პოტენციური ინვესტორის პოვნა მოხერხდა. ეს აღმოჩნდა ბანკი „ლეუმი“ - ისრაელის ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესი კომერციული ბანკი, მაგრამ გარიგება ჩაიშალა.
„ისინი მზად იყვნენ, „თიბისი ბანკში“ 20 პროცენტის სამაგიეროდ გაეზარდათ კაპიტალი და ჩაედოთ ინვესტირება, რაც ჩვენ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ადეკვატურობის პრობლემა გადაგველახა. მოვაწერეთ ხელშეკრულებას ხელი. ეს გარიგება ჩაგვიშალეს საქართველოში, ნებართვები არ მოგვცეს“, - განაცხადა ხაზარაძემ სასამართლოში.
შედეგად „ლეუმიმ“ ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
„აქ და ახლა შემიძლია თამამად ვთქვა, ამოცანა იყო, რომ ჩვენ გაგვეყიდა ბანკი, მაგრამ არა ასე პირდაპირი სახელმწიფო რეკეტის ხაზით, არამედ ძალიან შელამაზებულად... მაგრამ ჩვენ არ დავნებდით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.