ბულიონი, ჯაკუზი და გობელენი, ანუ ისტორიას შემორჩენილი ჩვეულებრივი ადამიანები

ისინი თითქოს ჩვეულებრივი მოკვდავები იყვნენ, სხვათაგან ბევრი არაფრით გამორჩეულნი. და, მაინც, მათი სახელები და გვარები კაცობრიობის ისტორიას სამუდამოდ შემორჩა.
Sputnik
უფრო მეტიც, ამ ადამიანების სახელებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტენსიურად ვიყენებთ და, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, ისინი, დროთა განმავლობაში, პოპულარულები გავხადეთ.
შოვინიზმი — არ გვეგულება ადამიანი, რომელსაც ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ეცოდინება. მაგრამ ცოტამ თუ უწყის, რომ არსებობდა სხვა ერებისადმი სიძულვილით გაჟღენთილი პიროვნება, რომელიც ურაპატრიოტიზმით გამოირჩეოდა და მხოლოდ ფრანგი ერის უნიკალურობას აღიარებდა.
ეს ადამიანი იყო ნაპოლეონ ბონაპარტეს ყოფილი გვარდიელი ნიკოლა შოვენი. მისი სახელი დღემდე ასოცირდება ეროვნულ, რასობრივ და რელიგიურ სეგრეგაციასთან.
გონებამახვილური გამოსავალი რთული მდგომარეობიდან: სახალისო ისტორიული ფაქტები
ლიტრი — XVII საუკუნეში პარიზში ცხოვრობდა ვინმე კლოდ ემილ ჟან ბატისტ ლიტრი, რომელიც ღვინის ბოთლებს ამზადებდა. მან პირველმა წამოაყენა იდეა, გაეზომათ ხსნარის მოცულობა წონის მეშვეობით, რითაც უკვდავყო კიდეც საკუთარი გვარი.
ჯაკუზი — ახლა ფუფუნებისა და კომფორტის საგნად აღიარებულ აბაზანას სახელი კანდიო ჯაკუზის მიხედვით ეწოდა, რომელმაც ეს საბანაო მოწყობილობა რევმატული ართრიტით დაავადებული ვაჟიშვილისათვის შექმნა ტკივილების შესამსუბუქებლად.
გობელენი — პირველი მანუფაქტურა, რომელიც დასურათებულ, ანუ ნახატიან ხალიჩებს აწარმოებდა, პარიზის ერთ-ერთ სახლში იყო მოწყობილი. ეს სახლი ადრე ვინმე გობელენს ეკუთვნოდა. აქედან წარმოდგება კიდეც ამგვარი ხალიჩების სახელწოდება.
სილუეტი — საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის ფინანსთა მინისტრი ეტიენ დე სილუეტი ცნობილი იყო თავისი სიძუნწით. მინისტრზე ხალხმა არაერთი პასკვილი და ანეკდოტი შეთხზა. გარდა ამისა, მრავლად იხატებოდა მისი კარიკატურებიც, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული იყო მინისტრის ძუნწად შესრულებული ჩრდილებიანი პროფილი. მას შემდეგ ასეთი ტიპის კონტურულ ნახატებს სილუეტი ეწოდება.
საინტერესო ფაქტები, ანუ იცით თუ არა, რომ...
ბულიონი — პირველად ტერმინი „რესტორანი“ გამოიყენა ერთმა პარიზელი კაცმა, გვარად ბულანჟემ (Boulanger), რომელიც სუპებით ვაჭრობდა. მან თავის შესასვლელთან გააკრა ლათინური წარწერა Venite ad me omnes, qui stomacho laboratis et ego restaurabo vos, რაც სიტყვა სიტყვით ნიშნავდა: „მოდით ჩემთან ყველა, ვისაც დაავადებული კუჭი გაქვთ და მე რესტავრაციას ჩაგიტარებთ“ (ანუ, აღგადგენთო). ბულანჟემ თავის მენიუში შეიტანა ქათმის სუპი, რომელსაც ბულიონი დაერქვა მისივე გვარის მიხედვით.
ნიკოტინი — უკავშირდება საფრანგეთის წარმომადგენლის ჟაკ ნიკოს სახელს, რომელიც პორტუგლიის სამეფო კარზე იყო მივლინებული. მას 1560 წელს ლისაბონში აჩუქეს უცხო მიწიდან (ამერიკიდან) ჩატანილი უცნობი მცენარის თესლი, რომელსაც „ტაბაკოს“ უწოდებდნენ. ამ მცენარის ყვავილს დღისით სუნი არ ჰქონდა, მზის ჩასვლის შემდეგ კი ამაფორიაქებელ არომატს გამოსცემდა.
ბოტანიკოსებმა ამ ახალ მცენარეს, ჟან ნიკოს პატივსაცემაც, „ნიკოს ტაბაკო“ (ანუ ნიკოტინი) უწოდეს.
მეტყველებაში დამკვიდრებული ფრაზა-გამოთქმები: ისტორია და მნიშვნელობა
რენტგენი — გერმანელმა ფიზიკოსმა ვილჰელმ კონრად რენტგენმა, რომელიც ვიურცბურგის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, 1895 წელს აღმოაჩინა X-სხივები, რასაც მოგვიანებით რენტგენის გამოსხივება ეწოდა. დღეს მედიცინა და სამკურნალო საქმე რენტგენის გარეშე წარმოუდგენელია.
პაპარაცი — „პაპარაცის“ ცნება (ითარგმნება როგორც „აბეზარი კოღო“) 60-იანი წლებიდან მოდის ფედერიკო ფელინის წყალობით. მისი ფილმის, „ტკბილი ცხოვრების“ მთავარი გმირი არის ფოტოგრაფი სახელად პაპარაცო. გმირის პროტოტიპი რეალური ადამიანი იყო — იტალიელი ფოტოგრაფი ტაციო სეკიაროლი (1925–1998 წწ.), რომელმაც პირველად მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ცნობილი ადამიანების ფოტოებში გამომცემლობების რედაქტორები უფრო მეტს იხდიდნენ.
სადიზმი — XVIII–XIX საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ფრანგი მწერალი დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადი, იგივე მარკიზი დე სადი. იგი ცნობილი იყო თავისი ნაწარმოებებით, რომლებშიც ძალმომრეობისა და პორნოგრაფიის პასაჟები იყო აღწერილი. ამ ყველაფერს, ისევე, როგორც თავის აღვირახსნილ ცხოვრებას, ავტორი ფილოსოფიურ გამართლებას აძლევდა.
„უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული“ ცნობილი ადამიანები: საინტერესო ფაქტები
სადის სახელიდან გამომდინარე, ფსიქიატრმა რიჩარდ ფონ კრაფტებინგმა შემოიღო სიტყვა „სადიზმი,“ რაც სხვისთვის ტკივილის მიყენებით გამოწვეულ სიამოვნებასა და სექსუალურ აღგზნებას ნიშნავს.
ბოტკინი — ვირუსული ჰეპატიტისა და ინფექციური დაავადების ფორმა, რომელსაც სახელი მისი აღმომჩენის, სახელგანთქმული ექიმის სერგეი ბოტკინის მიხედვით ეწოდა.
სიმონია — თანამდებობათა ყიდვა-გაყიდვა. სიმონი იყო ის მოგვი, რომელმაც ქრისტეს წმინდა მოციქულებს, პეტრესა და იოანეს სთხოვა, მიეყიდათ მისთვის ღვთივმომადლებული კურნებისა და სასწაულის მოხდენის უნარი.
მეცენატი — გაიუს ცილინიუს მეცენატი რომის იმპერატორ გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის მეგობარი იყო. ეს უმდიდრესი კაცი ხელოვან ადამიანებს მფარველობდა: მათი ნაწილი სიკვდილით დასჯისაგან იხსნა, ნაწილი — სიღატაკისგან, ფინანსურადაც ეხმარებოდა. ყველაფერ ამას ის უანგაროდ აკეთებდა, ვინაიდან ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ. შესაბამისად, მისი სახელი სამუდამოდ დარჩა ქველმოქმედი ადამიანის სინონიმად.