COVID-19 - ბოლო ცნობები

რატომ არის მაღალი ლეტალობა კოვიდ-ინფიცირებულთა შორის საქართველოში: ცერცვაძის განმარტება

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით და სიკვდილიანობის მაჩვენებლით.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის მაღალი სიკვდილიანობა არასათანადო კლინიკური მართვისა და მედიკამენტების არქონის გამო არ ხდება, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმების ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის კრიტიკაზე საპასუხოდ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძე: საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი არაიმუნურია
ოქტომბერში საქართველოში მეხუთე ტალღაზე ალაპარაკდნენ. საშუალოდ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 4-5 ათასი შემთხვევა და 70-80 გარდაცვალება ფიქსირდება.
„სიმართლე ასეთია: სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველო ახალი COVID შემთხვევების და, შესაბამისად, გარდაცვლილთა რაოდენობით ნამდვილად არის ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, მაგრამ ეს არამც და არამც არ ხდება მედიკამენტების არქონის და/ან არასათანადო კლინიკური მართვის გამო, არამედ სულ სხვა მიზეზებია – ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვა, პირბადის ძალიან დაბალი მოხმარება და პერმანენტული, ძალიან ხალხმრავალი, პოლიტიკურად მოტივირებული აქციები“, – დაწერა ცერცვაძემ თავის Facebook-გვერდზე.
21 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილი იყო ზრდასრული მოსახლეობის 34,3%.
ცერცვაძის თქმით, საქართველოში უკვე დიდი ხანია შემოდის მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც წარმოებულია ორი კომპანიის, Regeneron/Roche-ისა და Eli Lilly-ის მიერ. ისინი გამოიყენება როგორც ამბულატორიული პაციენტებისთვის, რომლებიც სახლში მკურნალობენ, ისე ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის (უფრო მაღალი დოზებით).
COVID-19 - ბოლო ცნობები
კლინიკური სექტორი გადატვირთულია: გამყრელიძე საველე ჰოსპიტლების გახსნას არ გამორიცხავს
თავისი სიტყვების დასტურად ცერცვაძემ მოიყვანა სიკვდილიანობის კოეფიციენტი საქართველოში (CFR, case fatality rate). მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით ინფიცირებულთა 1,42% გარდაიცვალა. ამ დროს აშშ-ში, სადაც საქართველოსთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია ვაქცინირებულთა რაოდენობა, ეს მაჩვენებელი 1,63%-ს შეადგენს.
საქართველოში ყოველდღიურად 8 ათასამდე მოქალაქე იცრება, ექიმები კი ამ რიცხვის ორ-სამჯერ გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ. წლის ბოლომდე საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 60%-ზე მეტის აცრა იგეგმებოდა.