ოპოზიციამ თბილისში ორი საპროტესტო აქცია დააანონსა

ოპოზიციის ლიდერმა დაასახელა შეკრების ადგილები, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, საით გაემართებიან მეტროს სადგურებთან შეკრებილი მომიტინგეები.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიცია ორ მასშტაბურ საპროტესტო აქციას ქალაქის ორ ერთმანეთისგან დაშორებულ რაიონში გამართავს, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ.
ოპოზიციამ საპროტესტო მოძრაობის დაწყების შესახებ ორშაბათს, 8 ნოემბერს განაცხადა. მას შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერები სხვადასხვა უწყებებთან საპროტესტო აქციას ერთი და იმავე მოთხოვნით ყოველდღე მართავენ: თავდაპირველად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
ლომჯარია:აქციაზე დაკავებულთა ნაწილის ადგილსამყოფელი უცნობია ახლობლებისა და ადვოკატებისთვის
„გეგმა უცვლელია. ხვალ ჩვენ შევიკრიბებით ორ გეოგრაფიულად განსხვავებულ წერტილში თბილისში, „300 არაგველის“ მეტროსთან 14:00 საათზე და „დიდუბის“ მეტროსთან, ქვედა შესასვლელ-გამოსასვლელთან 14:00 საათზე. ბრძოლა გამარჯვებამდე, ბრძოლა ამ ქვეყნის გამარჯვებამდე და ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთეს მომავალზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ამასთან „ნაცმოძრაობის“ ლიდერს არ დაუკონკრეტებია, საით გაემართებიან მეტროს სადგურებთან შეკრებილი მომიტინგეები.
მისი თქმით, პროტესტს შედეგი მოაქვს და ის სრულად იზიარებს სააკაშვილის გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით სამოქალაქო კლინიკაში მისი გადაყვანის შემთხვევაში.
„ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ორი პირი დაშავდა
ხუთშაბათს, 11 ნოემბერს ოპოზიციის რამდენიმე ასეულმა მხარდამჭერმა მოაწყო მსვლელობა ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობამდე.