თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს სამოკავშირეო სახელმწიფოს საინტეგრაციო დეკრეტს, ასევე მიიღეს და დაამტკიცეს სამხედრო დოქტრინა, იუწყება РИА Новости.
„ვხედავ, პუტინმა მოაწერა ხელი და მეც მოვაწერ”, – თქვა ლუკაშენკომ სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს ონლაინ სხდომაზე.
ლიდერებმა ასევე დაამტკიცეს სამხედრო დოქტრინა და მიიღეს სამიგრაციო პოლიტიკის კონცეფცია.
რუსეთმა და ბელარუსმა ხელი სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ შეთანხმებას 1999 წლის 8 დეკემბერს მოაწერეს. დოკუმენტის 20 წლისთავზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს დარგობრივ საგზაო რუკებს.
შემდეგ მოსკოვმა და მინსკმა გადააფორმეს ისინი სამოკავშირეო საინტეგრაციო პროგრამებად. მათი უმეტესობა გათვლილია 2025 წლამდე, ნაწილი 2027 წლამდე. მოსკოვში და მინსკშიც არაერთხელ აღნიშნეს, რომ სამოკავშირეო პროგრამები არ შეიცავს პოლიტიკურ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია სუვერენიტეტის დაკარგვასთან.