არჩევნები 2021

ISFED: რომელი ფაქტები აისახა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვაზე

მთლიანობაში, ხმების დათვლის პროცესი ISFED-მა დადებითად შეაფასა.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ტექნიკური თვალსაზრისით კანონის დაცვით ჩატარდა, მაგრამ, დაფიქსირდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის და საარჩევნო უბნებთან მათი აღრიცხვის ფაქტები, ნათქვამია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) განცხადებაში.
არჩევნები 2021
ცესკო: არჩევნები კონკურენტული იყო, მაგრამ ხარვეზებიც დაფიქსირდა
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.

„ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების მიხედვით წარიმართა“, - განაცხადა ISFED-ოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ პრესკონფერენციაზე.

ამასთან მან მიუთითა იმ დარღვევებზე, რომლებიც, შესაძლოა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არჩევნების შედეგებზე აისახა.
„არჩევნების დღეს გამოვლენილ პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, (ამომრჩეველთა - რედ.) მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა“, - აღნიშნა დოლიძემ.
არჩევნები 2021
მერების არჩევნების შედეგები - პირველი და მეორე ტურის შედარება
მთლიანობაში, ხმების დათვლის პროცესი ISFED-მა დადებითად შეაფასა.
„რაც შეეხება ხმის დათვლის და შედეგების შეჯამების პროცესს, ორგანიზაციას ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზი არ გამოუვლენია, თუმცა დაფიქსირდა ბიულეტენების არასწორად ან მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები“, - განაცხადა დოლიძემ.
ამ დროისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიებში 161 საჩივარი შეიტანეს.
არჩევნები 2021
ზეწოლა და „კარუსელი": ოპოზიცია არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს
არჩევნებს ISFED-ოს 27 მობილური ჯგუფი აკვირდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები იყვნენ წარმოდგენილი 544 საუბნო და 29 საოლქო საარჩევნო კომისიაში, მათ შორის ხუთ თვითმმართველ ქალაში და სამ მუნიციპალიტეტში.