„მიშა და სანდრა დაშორდნენ“– ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ

Sputnik
სა­ქარ­თვე­ლოს ექ­ს-პრე­ზი­დენ­ტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რჩე­ულ­მა, უკ­რა­ი­ნის რა­დის დე­პუ­ტატ­მა ლიზა იას­კომ ჟურ­ნა­ლისტ ალე­სია ბაც­მან­თან ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში არა­ერთ თე­მა­ზე ისა­უბ­რა, მათ შო­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და ასე­ვე სან­დრა რუ­ლოვსზე. როგორც უკრაინული რადის დეპუტატი ჰყვება, მან და სააკაშვილმა ურთიერთობა მაშინ დაიწყეს, როდესაც სააკაშვილი და სანდრა რულოვსი უკვე დაშორებულები იყვნენ.
ლიზა იასკო ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა
ლიზას თქმით, წყვილმა ერთმანეთი პრეზიდენტ პო­რო­შენ­კოს დროს გაიცნო, სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა კი 2020 წლის აპ­რი­ლი­დან და­ი­წყო.

„სულ მე­გო­ნა, რომ იყო მე­ამ­ბო­ხე, მაგ­რამ ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ის მშვი­დია. ვფიქ­რობ, რომ ის კე­თი­ლია და სწო­რედ ეს არის მისი პრობ­ლე­მა. ენ­დო­ბა ადა­მი­ა­ნებს და მათ ყო­ველ­თვის აძ­ლევს მე­ო­რე და მე­სა­მე შანსს. იმ­პულ­სუ­რია, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნებ­ზე ყო­ველ­თვის კარ­გს ფიქ­რობს“, – ამბობს ლიზა და აღნიშნავს, რომ ცხოვრებაში ასეთი სერიოზული ურთიერთობა და სიყვარული აქამდე არ ჰქონია.

დეპუტატის თქმით, წყვილს შორის 23-წლიან სხვაობას თავიდან ძალიან განიცდიდა, თუმცა ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა.
„ლიზას არ ვიცნობ, მე მხოლოდ ერთი რძალი და ორი შვილიშვილი მყავს მიშასგან“– სააკაშვილის მამა

„მა­მა­ჩე­მი მი­შა­ზე 10 წლით უფ­რო­სია, ისი­ნი მალე და­მე­გობ­რდნენ. ჩემი მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან ახ­ლან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას და მხარ­და­სა­ჭე­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩას­ვლაც სურ­დათ. მე და მი­შამ მა­შინ და­ვი­წყეთ ურ­თი­ერ­თო­ბა, როცა ის და სან­დრა ცოლ-ქმა­რი აღარ იყ­ვნენ. ისი­ნი და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს და მათ ჰქონ­დათ უფ­ლე­ბა ამის აფი­ში­რე­ბა არ გა­ე­კე­თე­ბი­ათ. როცა მე და მი­შამ ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვი­წყეთ, ისი­ნი და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ“, – ამბობს ლიზა.

ლიზას თქმით, არ უნდოდა, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ასე გამხდარიყო საზოგადოებისთვის ცნობილი, რადგან სურდა არავინ ჩარეულიყო მასში, თუმცა შეთანხმდნენ, რომ თუ სააკაშვილს რაიმე მოუვიდოდა, მაშინ იტყოდნენ სიმართლეს.
მიხეილ სააკაშვილის 24 წლით უმცროსი ცოლი – უკრაინელი ლამაზმანის ფოტოები სოციალური ქსელიდან

„ვი­დეო სტრას­ბურ­გში ჩემ გამ­გზავ­რე­ბამ­დე ჩავ­წე­რეთ, და შე­საძ­ლო იყო არც გა­მოგ­ვექ­ვეყ­ნე­ბინა, მას რომ რამე არ მოს­ვლო­და. რა თქმა უნდა, მე მას და­ვი­ცავ, ვიცი, რომ ჩემ გამო ისიც ძა­ლი­ან ბევ­რს გა­ა­კე­თებ­და“, – ამბობს ლიზა.

ლიზა იას­კო 1990 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ბა­და კი­ევ­ში. ლი­ზას მამა ალექ­სეი იასკო ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნეა, ეროვ­ნუ­ლი ან­სამ­ბლის „კი­ე­ვის კა­მე­რა­ტას“ დი­რექ­ტო­რი, უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი და მრა­ვა­ლი პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი.