https://sputnik-georgia.com/20211005/liza-iasko-cixeshi-saakashvils-xvdeba-260250538.html
ლიზა იასკო ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა
ლიზა იასკო ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკრაინის რადას... 05.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-05T16:01+0400
2021-10-05T16:01+0400
2021-10-05T20:43+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260251008_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_4c648c9fc299c79f7cb3e6fd861d38cb.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკრაინის რადას დეპუტატი, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი ლიზა იასკო მივიდა.ის დაახლოებით ერთი საათია რუსთავის ციხესთან შეხვედრას ელოდება. როგორც იასკოს საზოგადოებრივი მისაღების წარმომადგენლებმა უთხრეს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში შეხვედრა აქვს და მასთან ჯერ ვერ შეუშვებენ.ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა. ბოლო ვიდეომიმართვაში რადას დეპუტატი აღნიშნავს, რომ მსჯავრი, რომელიც დაედო მიხეილ სააკაშვილს და საქმეები, რაც მის წინააღმდეგ არის აღძრული, უსამართლოა და ის სამართლიანმა სასამართლომ უნდა გაასამართლოს.იასკოს საქართველოში ჩამოსვლის მიზანია, მიხეილ სააკაშვილისგან შეიტყოს, რა პირობებში დააკავეს და რა მექანიზმები არსებობს მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
https://sputnik-georgia.com/20211004/saakashvilis-megobari-qali-mimartvas-avrcelebs-260213146.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260251008_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_b980f02c496bfe500d9a139c9fc66b66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
ლიზა იასკო ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა
16:01 05.10.2021 (განახლებულია: 20:43 05.10.2021) თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკრაინის რადას დეპუტატი, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი ლიზა იასკო მივიდა.
ის დაახლოებით ერთი საათია რუსთავის ციხესთან შეხვედრას ელოდება. როგორც იასკოს საზოგადოებრივი მისაღების წარმომადგენლებმა უთხრეს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში შეხვედრა აქვს და მასთან ჯერ ვერ შეუშვებენ.
ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა. ბოლო ვიდეომიმართვაში რადას დეპუტატი აღნიშნავს, რომ მსჯავრი, რომელიც დაედო მიხეილ სააკაშვილს და საქმეები, რაც მის წინააღმდეგ არის აღძრული, უსამართლოა და ის სამართლიანმა სასამართლომ უნდა გაასამართლოს.
იასკოს საქართველოში ჩამოსვლის მიზანია, მიხეილ სააკაშვილისგან შეიტყოს, რა პირობებში დააკავეს და რა მექანიზმები არსებობს მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.