წაგებული ომის შემდეგ დასავლეთი ვალის დაბრუნებაზე უარს ამბობს

„დიდი ოცეულის“ სპეციალურ სამიტზე, რომელიც ავღანეთის საკითხებს მიეძღვნა, დასავლელი ლიდერები გამუდმებით აცხადებდნენ, რომ ქვეყანას კრახი, ქაოსი და შიმშილი ელოდება.
Sputnik
პიოტრ აკოპოვი
ამბობდნენ, რომ აუცილებელია ღარიბი ავღანელების დახმარება — მათთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, რათა არ დავუშვათ ავღანეთში „სახელმწიფოს კოლაფსი“ და „მეზობელ ქვეყნებში უკონტროლო მიგრაციის ნაკადები დესტაბილიზაციური შედეგებით“.
კი, ბატონო, დაეხმარეთ, მით უმეტეს, რომ სწორედ დასავლეთს ჰყავდა ავღანეთი ოკუპაციაში 20 წლის განმავლობაში და პასუხისმგებელია ჯარების გამოყვანის შემდეგ იქ შექმნილ ვითარებაზე.
მაგრამ სწორედ აქ იწყება აბსურდის თეატრი: იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ მოუწოდა ქვეყნებს, „მოიძებნოს სახელმწიფოს დაფინანსების მექანიზმები ისე, რომ ფული თალიბებს არ მივცეთ“. ანუ ისე დავეხმაროთ ავღანელებს, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლება უგულებელვყოთო. ეს სხვა არაფერია, თუ არა საღი აზრისა და თავად ავღანელების დაცინვა.
ექსპერტების მოსაზრება: ავღანური ანგარიშები ეტაპობრივად უნდა განიბლოკოს
დასავლეთი დახმარების აღმოჩენას გაეროს სტრუქტურების გავლით გვთავაზობს — დაე, მან გაუწიოს კოორდინაცია მთელ სამუშაოს ავღანეთის საკითხებზეო. მაგრამ ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზცია ვერ იმუშავებს ქვეყანაში, თუ მის ხელისუფლებას არ აღიარებს — სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა რეალობის, ანუ თალიბების მთავრობის აღიარება.
შეძლებს ავღანეთი უცხოური დახმარების გარეშე ცხოვრებას? ამერიკელების მიერ ჩამოყალიბებული მთავრობა მხოლოდ მათ ხიშტებზე კი არ „იჯდა“, არამედ მათ ფულზეც — სახელმწიფოს ხარჯების სამი მეოთხედი უცხოური დახმარებებით ფინანსდებოდა. ღანის მთავრობის დამხობისა და ქვეყნიდან ამერიკელებზე მომუშავე ათიათასობით ავღანელის გაქცევის შემდეგ ისედაც საკმაოდ პირობითი საბანკო სისტემა თითქმის ჩამოიშალა. ქვეყანაში უნდა აღდგეს და აშენდეს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, ისე ეკონომიკა, და აქ რეალური დახმარებაა საჭირო. დახმარება მათგან, ვისაც ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი ავღანეთი აწყობს.
დუშანბის ავღანური ელფერი: კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტი
და რას აკეთებს დასავლეთი? შტატებმა ავღანური სახსრების 9,5 მლრდ დოლარი გაყინეს და ახლა პირობებს უყენებენ ქაბულს ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად: მილიარდი ევროკავშირისგან, 300 მლნ – აშშ-სგან და ა.შ. განიცადა რა სრული კრახი ავღანეთის ოცწლიან ოკუპაციაში, რა დროსაც ის ავღანელებისთვის საკუთარი ნების თავსმოხვევას ცდილობდა, დასავლეთი ახლაც ცდილობს, პირობები უკარნახოს ახალ ხელისუფლებას. ანუ აკეთებს ზუსტად იმას, რაც ყოველთვის აღაშფოთებდა ავღანელებს, იმას, რისი წყალობითაც დაბრუნდნენ თალიბები ამერიელების წასვლის შემდეგ.
„საერთაშორისო საზოგადოება ვერ მისცემს თავს უფლებას, ზურგი შეაქციოს ავღანელ ხალხს და ის ბედის ანაბარა მიატოვოს“, — განაცხადა სამიტზე თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა. მაგრამ ზუსტად ამას გააკეთებდა დასავლეთი, ლტოლვილების ნაკადებისა რომ არ ეშინოდეს. ამიტომ ავღანეთის დავიწყება ან მისი იზოლირება ასე უბრალოდ არ გამოვა — საჭიროა მასზე რაღაცნაირად რეაგირება.
გამოკითხვა: ავღანეთიდან ჯარების გაყვანამ ევროპაში აშშ-ის იმიჯი შელახა
ნორმალური რეაქციაა: ახალი მთავრობის აღიარება, სანქციების მოხსნა, ფულის არგაყინვა, უცხოური (უწინარესად, ისლამური) ინვესტიციებისთვის ხელის არშეშლა, ქვეყნის რეგიონულ პროექტებში ჩართვა. მაგრამ არა, არაფერი მსგავსი. ამის ნაცვლად თალიბებს კვლავ ემუქრებიან და მათგან მხოლოდ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და სხვებთან ბრძოლას (რასაც ისინი ისედაც აკეთებენ), ასევე ადამიანის უფლებების დაცვას მოითხოვენ. და კიდევ ისეთი მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელიც გარე ძალებს აწყობთ (მასში სხვადასხვა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების ჩართვით).
ამასთან თალიბები არც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაზე ამბობენ უარს, არც ქალთა უფლებების აღიარებაზე (ისეთებზე, რომლებიც შარიათის კანონებს არ ეწინააღმდეგება), არც მომავალ მთავრობაში უზბეკების, ტაჯიკების, ხაზარებისა და სხვა ეროვნული უმცირესობების ჩართვაზე, მაგრამ ამის გაკეთება თავად სურთ და არა გარედან ზეწოლით.
მსოფლიო დღეს
ავღანელ ქალთა უფლებებს ისლამის ულემები გადაწყვეტენ
როგორც თალიბანური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ამირ ხან მუთაქიმ განაცხადა, „ავღანეთის ისლამური საამირო აქამდე ძალიან კარგად წყვეტს „ისლამური სახელმწიფოს“ პრობლემას“, მაგრამ თალიბებზე საერთაშორისო ზეწოლა მხოლოდ ეხმარება ტერორისტებს: „მსოფლიომ, ზეწოლის ნაცვლად, უნდა ითანამშრომლოს ჩვენთან“.
მართლაც, უცხოურ დიქტატს ამ შემთხვევაში საპირისპირო შედეგის მოტანა შეუძლია. თალიბები დაინახავენ, რომ კანონიერი ხელისუფლების რანგში მათ აღიარებას არ აპირებენ, რომ მსოფლიო არენაზე მათ დაბლოკვასა და იგნორირებას გეგმავენ, როგორც ეს მათი მმართველობის პირველ პერიოდში იყო 1996-2001 წლებში, რომ ავღანეთის განკიცხულ ქვეყნად გადაქცევა აქვთ განზრახული, და ჩაიკეტებიან, მსოფლიო საზოგადოებაში ინტეგრაციის იმედი გადაეწურებათ. და მაშინ მართლაც ზურგს შეაქცევენ გარე სამყაროს სიტყვებით: „სხვას რას უნდა ველოდოთ ამ ურჯულოებისგან აგრესიისა და უხეში დიქტატის გარდა“.
მსოფლიო დღეს
აშშ სერიოზულად მსჯელობს ავღანეთის მეზობლად მდებარე რუსული ბაზების გამოყენებაზე
კარგია, რომ მსოფლიო მხოლოდ დასავლეთი არ არის და ავღანეთი ახლა სრულიად სხვა ძალების პასუხისმგებლობის ზონაშია. შემთხვევითი არ არის, რომ „დიდი ოცეულის“ ავღანურ სამიტში ჩინეთისა და რუსეთის პირველი პირები არ მონაწილეობდნენ — მათ პრობლემისადმი სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვთ.
საქმე მარტო მოსკოვისა და პეკინის მუდმივი შეხსენება კი არ არის, რომ დასავლეთი ვალშია ავღანეთთან, ანუ ვალდებულია ქვეყნის აღდგენაში მიიღოს მონაწილეობა. გასაგებია, რომ ეს უფრო პოლიტიკურ-პროპაგანდისტული პოზიციაა — ატლანტისტებისთვის იმის შეხსენებაა, რომ სწორედ ისინი არიან პასუხისმგებლები ავღანეთის მძიმე მდგომარეობაზე. რეალურად რუსებსა და ჩინელებს იქ არანაირი დასავლური ინვესტიციების იმედი არ აქვთ. ქვეყნის აღდგენისთვის ფული თავად აზიაშივე მოიძებნება, პირველ რიგში, არაბული და ჩინური. მაგრამ იმისთვის, რომ ფული მიიღონ და ავღანეთი რელურად ჩაერთოს მსოფლიო ეკონომიკაში, თალიბების მთავრობის ცნობაა აუცილებელი.
მსოფლიო დღეს
დაბრუნდება თუ არა აშშ ავღანეთში: პენტაგონის შეფმა კომენტარი გააკეთა
ამიტომაც გაიმართება მომავალ კვირაში შეხვედრა ავღანეთის საკითხებზე ე.წ. მოსკოვურ ფორმატში, რომელსაც სერგეი ლავროვმა უკვე უწოდა ნაბიჯი ქვეყნის აღდგენის საკითხებში საერთაშორისო კონფერენციისკენ. ამ ღონისძიების აუცილებლობას ყველა აღიარებს, მაგრამ სამიტის ჩატარება უაზრობაა ავღანეთის მთავრობის გარეშე. და მოსკოვში შეხვედრას ის დაესწრება — თანაც ძალიან სწორ კომპანიაში. „მოსკოვური ფორმატი“, გარდა რუსეთისა, მოიცავს ავღანეთის ყველა მეზობელ შუააზიურ ქვეყანას – ირანს, პაკისტანს, ჩინეთსა და ინდოეთს. მოსალოდნელია აშშ-ის დასწრებაც, მაგრამ ასეთ შემადგენლობაში ის აბსოლუტურად უცხო ელემენტი იქნება.
ეს იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი ქვეყანა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში შედის, ანუ აზიის უსაფრთხოების აზიურსავე ორგანიზაციაში. ქაბულის ხელისუფლებას საქმე თავის მეზობლებთან ექნება, მათთან, ვინც მშვიდობიანი ავღანეთის აღდგენითა და განმტკიცებითაა დაინტერესებული, ვინც ფსონს მათ ქვეყანაში ახალ არეულობაზე არ დებს, ვინც ზემოდან არ უყურებს მათ, ვინც რეალობას აღიარებს, მათ შორის – ავღანურს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს