მსოფლიო დღეს

გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორს სასამართლოთი ემუქრება

Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი − Sputnik. გერმანიის ფედერალური ქსელური უწყება სასამართლოთი დაემუქრა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორ Nord Stream 2 AG-ს, თუ ის არ დაადასტურებს, რომ გაზსადენი ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებს შეესაბამება, განუცხადეს РИА Новости-ს უწყების პრეს-სამსახურში.
ლავროვი: უკრაინა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის თემის ისტერიკის დონეზე გაყვანას ცდილობს
მარეგულირებლის განმარტებით, მაგისტრალის ამუშავებისთვის ყველა ტექნიკური პირობა შესრულებულია, ამიტომ გაზსადენის პირველი ტოტის ექსპლუატაციაში გაშვება უახლოეს დროში შეიძლება, თუმცა ამისათვის საჭიროა იმის დადასტურება, რომ კომპანია ყველა მიწერილობას დაიცავს. კერძოდ, საუბარია „ქსელზე არადისკრიმინაციულ წვდომასა და გერმანიის ბაზარზე ინფრასტრუქტურის ინტეგრაციაზე“.

„ფედერალური ქსელური სააგენტო ერთმნიშვნელოვნად იტოვებს უფლებას, დაიწყოს ზედამხედველობითი პროცესები, მათ შორის, არაკეთილსინდისიერ პრაქტიკებზე Nord Stream 2 AG-ს წინააღმდეგ, თუ ყველა რეგულარული მოთხოვნის შესრულების შესახებ ეჭვები არ მოიხსნება“, − აღნიშნეს პრეს-სამსახურში.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდა. პროექტი მოიცავს გაზსადენის ორ ხაზს, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე. უკვე წელს მიწოდებების მოცულობამ შეიძლება 5,6 მლრდ კუბომეტრი შეადგინოს. ცოტა ხნის წინ გაზსადენის ოპერატორმა Nord Stream 2 AG-მა განაცხადა, რომ პირველი ტოტის შევსება დაიწყო, რათა შემდგომი ტესტირებისთვის საჭირო წნევას მიაღწიოს. რაც შეეხება მეორე ტოტს, მასზე ჯერ ისევ გრძელდება გაშვებისთვის საჭირო სამუშაოები.
მსოფლიო დღეს
ამერიკელების მოწოდება: „დამანგრეველი“ ეწოდოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მხარდაჭერას
ამ დროისათვის კვლავ გადაუჭრელია დავა ევროკავშირის გაზის განახლებული დირექტივის გარშემო, რომელიც ძალაში 2019 წლის 23 მაისს შევიდა. მისი ნორმატივების თანახმად, ამ თარიღის შემდეგ გაყვანილი მილი ან ნაწილობრივ ალტარნატიული მიმწოდებლის მიერ უნდა ივსებოდეს, ან ევროკავშირის ტერიტორიაზე გამავალი მისი მონაკვეთი მესამე მხარეს უნდა ეკუთვნოდეს. მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე ჯერჯერობით კვლავ ვრცელდება აღნიშნული დირექტივა.
რუსეთს ეს არ აწყობს. მოსკოვის აზრით, რომელმაც უკვე შეიტანა აპელაცია ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, მხარეები უნდა ეყრდნობოდნენ არა ტექნიკურ, არამედ ეკონომიკურ არგუმენტებს: დირექტივების განახლების მომენტისთვის პროექტში მილიარდებიანი ინვესტიციები იყო ჩადებული ადრინდელი სამართლებრივი ვითარების გათვალისწინებით.