ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ქართულ–აზერბაიჯანული მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში.
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საკუთარ რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ღარიბაშვილი ბაქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ქართულ–აზერბაიჯანული მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში.
მორიგება საფრთხეშია: ბაქო და ერევანი კვლავ ადანაშაულებენ ერთმანეთს
ვიზიტის დღის წესრიგის შესაბამისად, ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან რიგ შეხვედრებსაც გამართავს.
ბაქოში ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.
წაიკითხეთ ასევე:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში მიემგზავრება
რას განიხილავენ ბაქოში ქართულ–აზერბაიჯანული კომისიის სხდომაზე
საქართველო მზად არის დაეხმაროს თურქეთსა და სომხეთს ურთიერთობების მოგვარებაში