მიმოხილვა: „შავი ბოროტება“ ევროპაში რეკორდებს ხსნის

Sputnik
სერგეი სავჩუკი
ზუსტად არ არის ცნობილი, როგორ გამოეხმაურა ყველაზე ცნობილი შვედი გარემოსდამცველი აქტივისტი ამ ამბებს, მაგრამ დასავლური მედია სინანულით აცხადებს, რომ ქვანახშირის ღირებულებამ ევროპის ბაზრებზე კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.
როტერდამის, ამსტერდამისა და ანტვერპენის ბირჟებზე მწარმოებელი კომპანიები უპირობოდ იხდიან 137 აშშ დოლარს მეტრულ ტონა საწვავზე, რომელსაც მთელი პროგრესული და დეკარბონიზებული სამყარო ახლახან ისტორიის სანაგვეზე გაგზავნას დაჰპირდა. ქვანახშირის საბაზრო რენესანსი ბუნებრივი აირის რეკორდული ფასების გამო მოხდა, რამაც შიმშილის რაციონზე მჯდომი ოპერატორები აიძულა შესყიდვები დაეწყოთ.
უარი რუსულ ქვანახშირზე: საწვავის გამო მომდევნო ომი პოლონეთთან იქნება
სიტუაცია იმდენად რთულია, რომ უკვე დაიწყო ღია საუბრები ნახშირის გენერაციის შეჩერების პროგრამის გაუქმების აუცილებლობის შესახებ. მაგალითად, ბრიტანულმა კომპანია Drax-მა, რომელიც ერთ-ერთ უკანასკნელ ქვანახშირულ ელექტროსადგურს ფლობს ქვეყანაში, უკვე გამოაცხადა, რომ მზად არის გადადოს თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციიდან გაყვანა, თუ ეს სამეფოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა აუცილებელი. ამ განცხადებას ძალიან რეალური საფუძვლები აქვს: როგორც გაირკვა, ლონდონი ზაფხულის შუა რიცხვებიდან ფარულად ფარავს ქვანახშირის მომპოვებელთა ყველა დამატებით ხარჯს, რომელიც ელექტროენერგიის წარმოებასთანაა დაკავშირებული.
მდგომარეობა თანდათანობით უარესდება, რასაც ევროპელი ანალიტიკოსები გაზის ბოლომდე შეუვსებელ მიწისქვეშა საცავებს, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და კოლუმბიიდან ნახშირის მიწოდებების მკვეთრად გაზრდის შეუძლებლობას, ასევე რუსეთიდან ნახშირის მცირე მიწოდებებს უკავშირებენ. ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, სწორედ კოლექტიური ევროპის სურვილით მოხდა. ევროკავშირმა 1990 წლიდან დაიწყო ქვანახშირის მოხმარების შემცირება 400 მლნ ტონიდან 150 ტონამდე, ხოლო მურა ნახშირისა — 700-დან 250 მლნ-მდე.
მიმოხილვა: რუსეთი ამერიკულ ნავთობბაზრებს იპყრობს
ირონია ისაა, რომ რაც უფრო სწრაფად და მნიშვნელოვნად მცირდებოდა ნახშირის გამოყენება ამა თუ იმ ქვეყანაში, მით უფრო ძლიერ იზრდება იქ დღეს ელექტროენერგიაზე ფასები. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია გერმანია. მურა ნახშირით უმდიდრესი რურის აუზის მქონე ქვეყანამ ბოლო ოთხ წელიწადში მისი მოხმარება თითქმის მესამედით შეამცირა — 170 მლნ ტონიდან 120 მლნ ტონამდე. და დღეს, როდესაც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების თარიღიც კი არ არის ცნობილი, ხოლო გაზის ფასი 800 დოლარის ფარგლებშია მყარად გაჩერებული, ეროვნული ოპერატორები უკვე დარწმუნებით ამბობენ, რომ მომავალ წელს მეგავატ/საათის ღირებულება 100 ევროზე ნაკლები არანაირად არ იქნება.
ენერგომატარებლების ბაზარზე არსებული ქაოსი, გენერაციაზე ჭენებით ზრდადი ფასები და შავი ოქროს მწყობრში იძულებითი დაბრუნება წარმოუდგენელი და არაპროგნოზირებადი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს.
საქმე ისაა, რომ ფაქტია – ნახშირის ცილისწამება და მისთვის ბაზარზე დომინანტური პოზიციის ჩამორთმევა არც გუშინ დაწყებულა და არც თუნდაც 20 წლის წინ. გასული საუკუნის 60-70-იანი წლების მიჯნაზე დასავლეთში სანავთობე კარტელი ჩამოყალიბდა, რომელსაც სახელად „შვიდი და“ ეწოდა. მასში შევიდნენ კომპანიები, რომელთა ნაჭუჭებიდან მოგვიანებით თანამედროვე გიგანტები გამოიჩეკნენ. ესენია: British Petroleum, Chevron, Royal Dutch Shell და ExxonMobil, რომლებმაც თავიანთი შვიდი წინაპარი შთანთქეს.
მოსაზრება: „პაკისტანური ნაკადი“ – რუსეთი სამხრეთისკენ მიიწევს
ამ წინაპრებმა 60 წლის წინ პირველად დაიწყეს ნახშირის ნამდვილი და მასიური დევნა — საწვავისა, რომელიც სამრეწველო რევოლუციის ბაზისად იქცა, ორი მსოფლიო ომი გადაათრია და დღევანდელ მსოფლიო კეთილდღეობას ჩაუყარა საფუძველი. ნავთობი, რომელსაც იმ წლებში მხოლოდ მეორე როლი ეკისრებოდა, ახალ ენერგეტიკულ მესიად გამოაცხადეს, რომელსაც ენერგეტიკის საფუძვლების ამოტრიალება და სწრაფად განვითარებადი ცივილიზაციის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების უნარი ჰქონდა. მაქსიმალურად გაუმჭვირვალე მაქინაციების შედეგად ნახშირის წამყვანი კომპანიები ბაზარზე დომინირებისთვის რბოლას ეთიშებოდნენ. ვიღაც მოულოდნელად ყიდდა თავის აქტივებს მენავთობეებზე და მოგვიანებით კოტრდებოდა, ვიღაც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებდა... და უკვე 1980-იან წლებში ნავთობი მსოფლიო ეკონომიკის ახალ სისხლად იქცა.
თავისებურად სასაცილოა, რომ იგივე ილეთი ჩვენს დროში ახალმა კარტელებმა გამოიყენეს — ოღონდ მწვანეებმა. ზუსტად იგივე ლეკალოებით, მედიის მეშვეობით მაქსიმალურად ისტერიული დაძაბულობით წარუდგინეს მსოფლიოს კაცობრიობისა და ოზონის ფენის ახალი მხსნელი — განახლებადი წყაროები. ნებისმიერი მცდელობა, მიტანილიყო ფართო საზოგადოებამდე ხილული ფაქტი, რომ ენერგიის განახლებადი წყაროები მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს და ნახშირწყალბადების სრულფასოვან ალტერნატივად ვერ იქცევა, აღშფოთებული ხმების, სტატიებისა და ცალმხრივი კვლევების ოკეანეში ინთქმებოდა. თუ მეხსიერების ფირს ცოტა უკან გადავახვევთ, დავინახავთ, რომ მსოფლიოს, რომელიც ეს-ესაა მოერგო ნავთობსა და გაზს, ენერგიის განახლებადი წყაროების მოსვლასთან ერთად დაეწყო ციებ-ცხელება ტემპერატურული და კლიმატური ნორმებიდან უმცირესი გადახვევის შემთხვევაშიც კი. ამას მთელ რეგიონებში შუქის მარაოსებური გათიშვები მოჰყვა — მაგალითად, აშშ-ის სამხრეთში ამ ზამთარსა და ზაფხულშიც.
მოსაზრება: პოლონეთს კალინინგრადი სჭირდება – კონფლიქტი უკვე დაიწყო
მიმდინარე წელმა მოდური ტრენდების ყველა მოყვარულს აჩვენა, რომ ფიზიკის კანონები ურყევია და რომ ჩვენი წინაპრები ჩვენზე სულელები არ ყოფილან. მზის პანელები და ქარის ელექტროსადგურები იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ შესაფერისი ამინდია, ხოლო ნავთობი და გაზი გამუდმებით აწყობს არეულობას ბირჟებზე და ძვირადღირებულ მილსადენებს, საცავებსა და უზარმაზარ ქიმიურ კომბინატებს მოითხოვს. და როგორც კი ყველა ეს სირთულე მორიგ გლობალურ პრობლემას წარმოქმნის, სცენაზე კვლავ ნახშირი გამოდის, რომელიც მშვიდად ალაგია შახტებსა და პორტებში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველაზე ჩვეულებრივი ტრიუმით მიემგზავრება და ერთნაირად იწვის როგორც სოფლის სახლის, ისე ელექტროსადგურისა თუ ფოლადსადნობ ღუმელებში.
რუსეთს იმისთვის ლანძღავენ ხოლმე, რომ ის მსოფლიო ტრენდებს ჩამორჩება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ეს მხოლოდ სასიხარულოა.
ეკოლოგები და ალტერნატიული ენერგიის ლობისტები ამ დღეებში ახალი ამბით იმშვიდებდნენ თავს, რომ ჩინეთი შეწყვეტს ნახშირზე მომუშავე ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის დაფინანსებას უცხოეთში. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ერთი შესწორებით — ქვეყნის შიგნით პეკინი არც კი ფიქრობს ნახშირის გენერაციის შეწყვეტას. უახლოესი ხუთი წლის გეგმებით, ჩინეთი ნახშირზე მომუშავე 43 ახალ ელექტროსადგურსა და უკანასკნელი თაობის 18 დომენურ ღუმელს ააგებს. ამასთან შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩინეთი წელიწადში 4,98 მლრდ ტონა ნახშირს მოიხმარს, ხოლო პროფილური ობიექტების საერთო სიმძლავრე წარმოუდგენელ 1.080 გიგავატს უდრის. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსეთის ერთად აღებული ყველა ატომური, ჰიდრო- და სხვა ელექტროსადგურები გამოიმუშავებს. ჩინეთში ნახშირის მოპოვება მცირდება, ავსტრალიასთან ურთიერთობები ისტორიულ ფსკერზეა — და ეს ყოველივე რუსეთს შესაძლებლობების უზამაზარ ფანჯარას უხსნის.
გაზი და ისრაელი: როგორ იპოვა ევროპამ რუსეთის კიდევ ერთი ჩამნაცვლებელი
სასიამოვნოა, რომ ეს ქვეყნის ხელმძღვანელობაშიც ესმით.
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაიწყო მუშაობა ბაიკალ-ამურის მაგისტრალური პრობლემური აღმოსავლური ტოტის შეერთებაზე ულაკსა და ფევრალსკის დასახლებებს შორის. სამუშაოს მთავარი და ერთადერთი შემსრულებელი იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და სარკინიგზო ჯარები. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ 340-კილომეტრიანი მონაკვეთის მოდერნიზაცია 2024 წელს დასრულდებოდა, მაგრამ საკმაოდ მალევე რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, არმიის გენერალმა დიმიტრი ბულგაკოვმა განაცხადა, რომ არმია ამოცანას ერთი წლით ადრე გაუმკლავდება.
3 სექტემბერს აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე ვლადიმირ პუტინმა ფართო საზოგადოებას აცნობა, რომ კრემლმა უკვე ჩამოაყალიბა ბამ-ის გასწვრივ მდებარე დასახლებების სია, რომლებსაც რენოვაცია ჩაუტარდება, ისევე, როგორც ეს დედაქალაქში გაკეთდა. ანუ, შეიძლება ვისაუბროთ უკვე ასრულებულ ფაქტზე, რომ რუსეთი აღმოსავლეთისკენ ბრუნდება და სწორედ აზია–წყნარი ოკეანის რეგიონი გახდება ის არენა, სადაც კუზბასის ნახშირი გავა დარგის განვითარების პროგრამის ფარგლებში.
სხვათა შორის, ევროპასაც შეუძლია გაიხსენოს ფიზიკისა და ეკონომიკის კანონები და საკუთარი გენერაცია დააბალანსოს. უსტ-ლუგაში ქვანახშირის ტერმინალი შენდება, ხოლო კემეროვოს მაღაროელები სიამოვნებით გაზრდიან წარმოებას. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, ხომ არ გამოჩნდება ახალი ენერგეტიკული რევოლუციის ახალი მაცნე, როგორც ეს უკვე ორჯერ მოხდა გასული საუკუნის განმავლობაში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს