ბერლინი თეა ჯორჯაძის გამოფენას მასპინძლობს

ჯორჯაძის ნამუშევრები ბერლინის მუზეუმის იმ ისტორიულ ნაწილშია წარმოდგენილი, სადაც ერთ დროს ჰაინრიხ შლიმანის მიერ აღმოჩენილი არტეფაქტები იყო გამოფენილი.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ქართველი სკულპტორისა და ილუსტრატორის თეა ჯორჯაძის გამოფენა All Building As Making ბერლინის გროპიუს-ბაუს (Gropius-Bau) მუზეუმში გაიხსნა და მომავალი წლის 22 იანვრამდე გაგრძელდება.
ჯორჯაძე პირველ სოლო-გამოფენაზე იმ ქალაქში, სადაც ის ცხოვრობს და მუშაობს, წარმოადგენს ინსტალაციების ახალ სერიებსა და სკულპტურულ ნამუშევრებს.
პროექტი წარმოდგენილია გამოყენებითი ხელოვნების საშუალებით, აგებული ვიზუალური ჩვენების ტექნიკით – ვიტრინებით და სვეტებით. თაბაშირი, ლითონი, ქაფი, ტექსტილი, ხე და პაპიე-მაშე – თეა ჯორჯაძის ნამუშევრები ერთდროულად გამორჩეულია მასალათა დახვეწილი შეხამებით.
გამორჩეული ქართველი მხატვრის გამოფენა: თბილისი ლევან სონღულაშვილს მასპინძლობს
„თეა ჯორჯაძის შემოქმედება აჩვენებს, თუ როგორ ხდება ისტორიისა და ინსტიტუციური მეხსიერების კომუნიკაცია ყოველდღიური მასალების, საგნებისა და მეთოდების წარმოჩენით. ჯორჯაძის გამოფენით ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ბერლინის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანის მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო ხელოვნებაში“, – განაცხადა Gropius-Bau-ს დირექტორმა სტეფანი როზენტალმა.
თეა ჯორჯაძის ნამუშევრები ბერლინის მუზეუმის იმ ისტორიულ ნაწილშია წარმოდგენილი, სადაც ერთ დროს ჰაინრიხ შლიმანის მიერ აღმოჩენილი არტეფაქტები იყო გამოფენილი.