ბროწეული (Punica granatum) ბროწეულისებრთა ოჯახის ბუჩქი ან ტანდაბალი ხეა.
ბროწეული ძალიან გემრიელი და უამრავი სასარგებლო თვისების მქონე ხილია. სასარგებლოა მისი არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ მარცვლის კურკა, ქერქი, ყვავილი, ფოთოლი და ფესვებიც კი. ის დიდხანს ინახება მაცივარში და ნაყოფი ინარჩუნებს გემოსაც და სასარგებლო თვისებებსაც.
ბროწეული კარგი საშუალებაა დიეტებისა და განტვირთვის დღეებისთვის, რადგან 100 გრამი რბილობი 60–80 კკალორიას შეიცავს.
ბროწეული С, B6, В12 და Р ვიტამინების დაბალანსებულ კომპლექსს წარმოადგენს. გარდა ამისა, ის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ორგანული და მინერალური ნივთიერებების ნაკრებია. ბროწეულის არაჩვეულებრივ მარგებლიანობაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მის წვენში აღმოჩენილია 15 ე.წ. შეუცვლელი ამინომჟავა, რომელთაგან ხუთს მხოლოდ ხორცი შეიცავს. ბროწეულის წვენში მინერალური ნივთიერებებიდან აღმოჩენილია იოდის, კალციუმის, კალიუმის ნაერთები; ასევე ბევრია მასში რკინა და ეს ნიშნავს, რომ ბროწეულის მიღებით თქვენი ჰემოგლობინი ნორმაში იქნება.
ბროწეულის სასარგებლო თვისებებს ჯერ კიდევ უძველეს დროში იცნობდნენ. მაგალითად, მედიცინის მამად აღიარებული ჰიპოკრატე ბროწეულის წვენით კუჭის ტკივილის შეგრძნებებს ამსუბუქებდა, ჭრილობებზე ნაყოფის კანს ადებდა, რადგან ის ჭრილობის შეხორცებას უწყობს ხელს. არაბები, რომელთაც მედიცინაში დიდ წარმატებებს მიაღწიეს, ბროწეულს სხვადასხვა სახის თავის ტკივილების შესამსუბუქებლად იყენებდნენ, მცენარის ქერქისა და ფესვისგან ამზადებდნენ საშუალებას, რაც ორგანიზმიდან ჰელმინთების (პარაზიტი ჭიები) გამოდევნას უწყობს ხელს.
დეკა: ხელს უწყობს წონაში კლებას, აძლიერებს იმუნიტეტს>>
ბროწეული შეიცავს პუნიკალაგინს (Punicalagin), რომელიც ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ამაღლებს ანტიოქსიდანტურ სტატუსს. ის დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე. მედიკოსები აცხადებენ, რომ პუნიკალაგინი და სხვა ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ეს ხილი შეიცავს, ამაგრებს სისხლძარღვების გარსს და ამცირებს „ცუდი" ქოლესტერინის დონეს.

მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის დროს პაციენტებს, რომლებსაც საძილე არტერიის სტენოზის დიაგნოზი ჰქონდათ, სამი წლის განმავლობაში აძლევდნენ დღეში 30 მილილიტრ ბროწეულის წვენს. შედეგად გამოვლინდა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეებს სისხლძარღვების კედლებზე ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქმნის რისკი 30%-მდე შეუმცირდათ, ეს კი ნიშნავს, რომ ბროწეულის მიღება ინფარქტებისა და ინსულტების თავიდან აცილების პირდაპირი გზაა.
პუნიკალაგინი ასევე ხელს უშლის ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას.
ბოლოკი – სასარგებლო, დიეტური და შემადგენლობით მდიდარი სამკურნალო მცენარე>>
დადგენილია, რომ ბროწეული მოქმედებს როგორც ორგანიზმის გამაძლიერებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ასეპტიკური, შარდმდენი, სიცხის დამწევი საშუალება.
კვლევები ასევე ცხადყოფს, რომ ბროწეული ეფექტური საშუალებაა მძიმე ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლისთვის. კერძოდ, სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც ამზადებენ ბროწეულის კანის გამოყენებით, აჩერებს ტუბერკულიოზის, პარატიფის, მუცლის ტიფის ბაქტერიების, ნაწლავური ჩხირის, ქოლერის ვიბრიონებისა და სხვა მიკრობების გამრავლებას. ჭიების გამოდევნის თვისებებზე ზემოთაც აღვნიშნეთ – ბროწეულის ნაყოფის ქერქის ზემოქმედების ძალა ამ შემთხვევაში უზარმაზარია.

ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში იყენებენ ბროწეულის ფოთოლსაც – მასაც აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. ასევე ეფექტურია ყვავილიც – მას კუჭის მოქმედების შემკვრელი და ანტისეპტიკური თვისებები ახასიათებს. ყვავილზე დამზადებული პრეპარატები კარგია ყელისა და ცხვირის დაავადებების დროს, ასევე ტკივილის გაყუჩებისა და სისხლდენის შეჩერებისას.
კლიმაქსური პერიოდისას ჰორმონალური დარღვევების დროს ძალიან კარგია ბროწეულის კურკების გამოყენება. ისინი განსაკუთრებულ ცხიმს შეიცავს, რომელიც ამაღლებს ჰორმონალურ აქტიურობას და ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსის აღდგენას ახდენს. ამას გარდა, იხსნება თავის ტკივილები, წესრიგში მოდის არტერიული წნევა და მცირდება გაღიზიანებადობა.
ბროწეული შესანიშნავად მოქმედებს სილამაზის შენარჩუნებაზე, რადგან მისი წვენი კანის ბუნებრივი მათეთრებელი საშუალებაა. ის ფართოდ გამოიყენება კანიდან ჭორფლისა და სხვადასხვა პიგმენტური ლაქის ამოყვანისას.

ბროწეულის ექსტრატს ხშირად იყენებენ მედიცინაში როგორც ასაკის საწინააღმდეგო (anti-age) დანამატს, ის ანელებს კანის დაბერების პროცესს, ამცირებს ნაოჭების რადენობას და აბრკოლებს ასაკობრივი პიგმენტური ლაქების წარმოქმნას.
ნაყოფის ქერქის ნახარში ეფექტურად გამოიყენება ფეხის ჭარბ ოფლიანობასთან ბრძოლისას.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ნაყოფის ქერქში შედის ალკალოიდები, რომლებიც, დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, საწამლავის როლს ასრულებს. ამიტომ ფრთხილად იყავით ბროწეულის ნაყოფის ქერქის მიღებისას და თუ გაგიუარესდათ მხედველობა, ან აგეწიათ არტერიული წნევა, იგრძენით თავბრუსხვევა და ა.შ., აუცილებლად შეწყვიტეთ ნაყოფის ქერქის ან მასზე დამზადებული პრეპარატების მიღება, ან შეამცირეთ დოზები და მიმართეთ ექიმს.

მზესუმზირა და მისი სასარგებლო თვისებები>>
ბროწეულის წვენი არ შეიძლება კუჭის წყლულისა და გასტრიტის დროს, როდესაც კუჭის მჟავიანობაა მომატებული. სტომატოლოგები ნაყოფის წვენის დალევას წყალში გახსნილი სახით გვირჩევენ, რადგან კონცენტრირებული წვენის მიღების დროს ბროწეულმა შეიძლება კბილის მინანქარი დააზიანოს. ბროწეული შესანიშნავი საშუალებაა ართროზებთან ბრძოლაში. ის მდიდარია К ვიტამინით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლებში ნივთიერებათა ცვლაში და შემაერთებელ ქსოვილებში; კერძოდ, მონაწილეობს კალციუმის ათვისებაში.

მეცნიერების კვლევები ადასტურებს, რომ ბროწეულის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ანელებს კიბოს უჯრედების ზრდას.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ბროწეულში შაქრის მაღალი შემცველობაა, მისი შეზღუდულად გამოყენება დასაშვებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ამცირებს „ცუდი" ქოლესტერინის დონეს.