საქართველოს ფეხბურთის ნაკრების პოზიციები ფიფას რეიტინგში გაუარესდა

ოქტომბერში საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ შესარჩევ მატჩს გამართავს – საბერძნეთთან და კოსოვოსთან.
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ფიფას განახლებულ რეიტინგში ხუთი პოზიციით დაქვეითდა და 96-ე ადგილზე განთავსდა.
ვილი სანიოლის გუნდის რეგრესი სექტემბრის მატჩებმა განაპირობა. საქართველომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში წააგო კოსოვოსთან (0:1) და ესპანეთთან (0:4), ასევე დამარცხდა ბულგარეთთან ტესტ–მატჩში (1:4).
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
ამჟამად საქართველოს ნაკრების აქტივშია 1.240 ქულა და ამ მაჩვენებლით ის ვიეტნამსა (1.244) და ლიბანს (1.233) შორის განთავსდა.
რაც შეეხება საქართველოს მეტოქეებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში, ესპანეთი მე-8 პოზიციაზეა, შვედეთი – მე-18, საბერძნეთი – 46-ე, ხოლო კოსოვო – 109-ე.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში ორ მატჩს გამართავს. 9 ოქტომბერს საბერძნეთს უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდეგ კოსოვოსთან გასვლით მატჩს ჩაატარებს.