საქართველოს ფეხბურთის ნაკრების პოზიციები ფიფას რეიტინგში გაუარესდა

© Facebook / Georgian Football Federationსაქართველოს საფეხბურთო ნაკრები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
გამოწერა
ოქტომბერში საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ შესარჩევ მატჩს გამართავს – საბერძნეთთან და კოსოვოსთან.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ფიფას განახლებულ რეიტინგში ხუთი პოზიციით დაქვეითდა და 96-ე ადგილზე განთავსდა.
ვილი სანიოლის გუნდის რეგრესი სექტემბრის მატჩებმა განაპირობა. საქართველომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში წააგო კოსოვოსთან (0:1) და ესპანეთთან (0:4), ასევე დამარცხდა ბულგარეთთან ტესტ–მატჩში (1:4).
© Georgian Football Federation photo: Georgian Football Federation / FBსაქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Сборная Грузии по футболу - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
ამჟამად საქართველოს ნაკრების აქტივშია 1.240 ქულა და ამ მაჩვენებლით ის ვიეტნამსა (1.244) და ლიბანს (1.233) შორის განთავსდა.
რაც შეეხება საქართველოს მეტოქეებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში, ესპანეთი მე-8 პოზიციაზეა, შვედეთი – მე-18, საბერძნეთი – 46-ე, ხოლო კოსოვო – 109-ე.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში ორ მატჩს გამართავს. 9 ოქტომბერს საბერძნეთს უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდეგ კოსოვოსთან გასვლით მატჩს ჩაატარებს.
ყველა ახალი ამბავი
0