მარტვილში ძლიერი ხანძარია

სოფელ ტალერში ხის საამქრო და ავეჯის ქარხანა იწვის, მეხანძრე- მაშველები ხანძრის ჩაქრობას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ხანძარია, აცნობეს Sputnik-საქართველოს მარტვილის მერიაში.
მერიის თანამშრომლების ინფორმაციით, სოფელში ცეცხლი ხის საამქროსა და ავეჯის ქარხანას ამ საღამოს გაუჩნდა. ხანძარი საკმაოდ ძლიერია და ჯერჯერობით მისი ჩაქრობა მეხანძრე-მაშველებმა ვერ მოახერხეს.
ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ხუთი მაღაზია დაიწვა
უწყების წარმომადგენლის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები ტალერში შესაბამისი ძალებით არიან მობილიზებული და ამ ეტაპზე ხანძრის ქრობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.