ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ხუთი მაღაზია დაიწვა

© photo: Sputnik / Viktor Kaminskyხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2021
გამოწერა
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მეზობელ ობიექტებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ხანძარი იყო, იუწყება „პირველი არხი“.
მოვაჭრეების განცხადებით, ხანძრის შედეგად ხუთი მაღაზია დაიწვა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და სხვა ობიექტებს საშიშროება არ ემუქრება.
ხანძრის ქრობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2021
ყვარლის ტბის მიმდებარე ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
ბაზრის ტერიტორიაზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე მაღაზიების მეპატრონეები.
მომხდართან დაკავშირებით ბაზრის ხელმძღვანელობას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
ყველა ახალი ამბავი
0