დღეს 2021 წლის 5 სექტემბერია, კვირა. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
ძალზე მშვიდი და ხელსაყრელია დღის დასაწყისი. მიზნის მისაღწევად კარგი იქნება, თუ ირგვლივ თანამოაზრეებს შემოიკრებთ და ერთად იმოქმედებთ. ასევე იღბლიანი იქნება დღის მეორე ნახევარი, მაგრამ ის უფრო დასვენებისა და გართობის, მეგობრებთან და ახლობლებთან შეხვედრის დროა.
ვერძი: ხელსაყრელია დღის პირველი ნახევარი. სწრაფად გაუმკლავდებით დაგროვებულ საქმეებს. შესაძლებელია მოულოდნელი წინადადებების მიღება, რაც ძალიან გაგახარებთ. თუ რამე ახალი საქმის წამოწყება გინდათ, ვარსკვლავების ამას არ ეწინააღმდეგებიან. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა დასვენებისთვის, ასევე შეგიძლიათ სამომავლო გეგმებზე იფიქროთ, რადგან სწორად აფასებთ საკუთარ ძალებს და ილუზიების ტყვეობაში არ ხართ.
კურო: არ ღირს აჩქარება. კარგი იქნება, თუ დღე მშვიდად ჩაივლის, ორომტრიალის გარეშე. ასე არ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად. თუ საქმიანობისას საკუთარი ცოდნა და გამოცდილება არ გყოფნით, შეგიძლიათ რჩევა მეგობრებს ჰკითხოთ. არ ღირს ბევრი რამის დაგეგმვა. ამის გამო, შესაძლოა, დღის ბოლოს ძალაგამოფიტული დარჩეთ. წაგადგებათ მცირე პაუზა, რუტინისგან ცოტა ხნით გათავისუფლება.
ტყუპი: დილიდან უამრავი ახალი და საინტერესო იდეა გაგიჩნდებათ და გინდათ, რომ მათ დაუყოვნებლივ შეასხათ ხორცი. მხედველობიდან არ გეპარებათ შესაძლებლობები, რომლებიც სხვებმა ვერ შეამჩნიეს. დღის მეორე ნახევარში კარგი იქნება, თუ მნიშვნელოვან საუბრებს გამართავთ, მათ შორის განიხილავთ ისეთ საკითხებს, რომლებზეც ადრე თანამოსაუბრეებთან ვერ შეთანხმდით. ახლა ეს პრობლემა უკვე აღარ წარმოიქმნება. საღამოს მოსალოდნელია რომანტიკული სიურპრიზები.
კირჩხიბი: დღე, დიდი ალბათობით, მცირე სირთულეებისა და გაუგებრობების გარეშე არ ჩაივლის, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში ყველაფერი კარგად აეწყობა. გექნებათ შესაძლებლობა დაწყებული საქმეები დაამთავროთ. ზოგიერთს მოუწევს იმ საკითხებთან დაბრუნება, რომლებიც უკვე გადაწყვეტილი ეგონა. შესანიშნავი დღეა ძველ მეგობრებთან შესახვედრად. საღამოს სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ.
ლომი: არ იჩქაროთ. თუ ყველაფერს მშვიდად გააკეთებთ, ბევრ საქმეს გაუმკლავდებით, თანაც შესანიშნავად. კარგად მოფიქრებული მოქმედებები საჭირო შედეგების მიღებაში დაგეხმარებათ, ხოლო ემოციებზე აყოლით გადადგმული ნაბიჯები უსიამოვნებებს მოგიტანთ. თუ გარშემომყოფებმა დახმარება შემოგთავაზეს, უარი არ უთხრათ. არცთუ კარგი დღეა სპონტანურად რამის შეძენისტვის. ფინანსებთან ან ქონებასთან დაკავშირებული საკითხები დამოუკიდებლად არ გადაწყვიტოთ.
ქალწული: დღე შეიძლება არცთუ იღბლიანად დაიწყოს. დილით ნებისმიერმა საქმემ, შესაძლოა, დიდი ძალისხმევა მოითხოვოს. მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაძლიერდება და შუადღისას უკვე იგრძნობთ, რომ ვარსკვლავები მხარს გიჭერენ და ყველაფერი საუკეთესოდ გამოგდით. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის, მათ შორის რომანტიკული შეხვედრებისთვის.
სასწორი: არცთუ ცუდი დღე გელოდებათ. ზოგიერთი თქვენგანი დროს ფუჭად კარგავს, რადგან უჭირს მიზნებისა და პრიორიტეტების გარკვევა. მაგრამ ეს საშიში არაა – ნებისმიერ შემთხვევაში მოასწრებთ დაგეგმილი საქმეების გაკეთებას. გექნებათ შესაძლებლობა, დაელაპარაკოთ ადამიანს, რომელიც არაერთხელ დაგეხმარათ და კარგი რჩევები მოგცათ. ახლაც ასე იქნება – ის სწორ მიმართულებას გიჩვენებთ. დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა.
მორიელი: დიდი ალბათობით, მარტივი დღე არ გელოდებათ. გარკვეული სირთულეები შეიძლება გაჩნდეს გზაზე და თან იმ დროს, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდებით. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, შეძლებთ კარგი განწყობის შენარჩუნებას. ინტუიცია გიკარნახებთ, როდის უნდა გამოიჩინოთ სიმტკიცე და როდის დათმოთ და დაელოდოთ. ამის წყალობით ძალებს დაზოგავთ და შემდეგი ნაბიჯისთვის მოემზადებით.
მშვილდოსანი: კარგი იდეების დღეა. ისინი დაგეხმარებათ, რომ გადაჭრათ ძველი პრობლემები და ახალი დაბრკოლებები თავიდან აირიდოთ. მოვლენებს რეალურად უყურებთ და სწორად აფასებთ, ოცნებების ღრუბლებში არ ცურავთ, ამიტომ ვერავინ შეძლებს თქვენი სწორი გზიდან გადაყვანას. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა რომანტიკული შეხვედრებისთვის – ეს მრავალ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. ადვილად პოულობთ საერთო ენას როგორც ძველ, ისე ახალ ნაცნობებთან. მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ დაელაპარაკოთ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია, გაინტერესებთ. არ არის გამორიცხული, რომ დამეგობრდეთ კიდეც. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ფრთხილად უნდა იყოთ. დღეს ფულის ფლანგვის ხასიათზე ხართ, ამიტომ ფრთხილად იმოქმედეთ.
მერწყული: დღეს ბევრ რთულ საკითხში შეგიძლიათ წარმატების მიღწევა, ასევე იმ საკითხების გადაჭრა, რომლებსაც აქამდე ჩიხში შეჰყავდით. გაჩნდება გარკვეულობა სამომავლო გეგმებშიც. შეამჩნევთ ისეთ რაღაცებს, რასაც სხვა დროს ყურადღებას არ მიაქცევდით, გამოიტანთ სწორ დასკვნებს. ამასთან, მიხვდებით, გარშემომყოფებიდან ვისი იმედი შეიძლება გქონდეთ თქვენი მიზნების მიღწევის დროს და ვისი – არა.
თევზები: მოთმინებით აღიჭურვეთ – ნამდვილად არაა ის დღე, როცა შეგიძლიათ გადაწყვეტილებების გზადაგზა მიღება, რთულ საქმეებთან სწრაფად გამკლავება. კარგი იქნება, თუ გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომელიც არაერთმნიშვნელოვან ვითარებებში გარკვევაში დაგეხმარებათ. კარგად აეწყობა ურთიერთობები ძველ ნაცნობებთან, მაგრამ რაც შეეხება ახალ ნაცნობებს, მათზე სწორი წარმოდგენის შექმნა გიჭირთ. ამიტომ აჯობებს, თუ მათ თქვენს საიდუმლოს არ გაუზიარებთ.