COVID-19 - ბოლო ცნობები

რა შემთხვევაში შემცირდება ლეტალობის შემთხვევები: ცერცვაძის განმარტება

როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. დღეს საქართველო სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ იყოს, დღეში არა 70-80, არამედ 5-6 გარდაცვლილი გვეყოლებოდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსს 86 ადამიანი ემსხვერპლა – ეს ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 7.600-ს გადააჭარბა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ახალი ანტირეკორდი: კორინავირუსმა 86 ადამიანი იმსხვერპლა
ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე შემთხვევების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

„ის, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე შემთხვევების რაოდენობას, ჰოსპიტალიზაციასა და რეანიმაციაში პაციენტის მოხვედრის საჭიროებას და, რაც მთავარია, დაახლოებით 80-90%-ით ამცირებს სიკვდილიანობას, ეს დადასტურებულია და განსჯას არ ექვემდებარება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელიც – მხოლოდ აგვისტოში საქართველოში 1.588 ინფიცირებული გარდაიცვალა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
რატომ თქვა საქართველომ უარი AstraZeneca-ს ნაჩუქარ ვაქცინაზე – პრემიერის განმარტება
სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევნის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია1.259.391 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 822.297 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,8%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 437.094 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 15,3%.