შევცოვი: "როსსოტრუდნიჩესტოვო“ გაზრდის სასწავლო კვოტებს დსთ-ის ყველა ქვეყნისთვის"

როგორ მოხდება რუსეთის სასწავლებლებში უფასო სწავლისთვის შერჩევა ახალ სასწავლო წელს, საუბრობს სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელის მოადგილე პაველ შევცოვი.
Sputnik
დანარა კურმანოვა, Sputnik
ცოდნის დღეს, 1 სექტემბერს ფედერალური სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ვებ-გვერდზე დაიწყო უცხოელთა კიდევ ერთი შერჩევა, რომელთაც უმაღლესი განათლების მიღება რუსეთში სურთ.
რით განსხვავდება ახალი კამპანია შარშანდლისგან, რატომ იზრდება ინტერესი დსთ-ში რუსული ენის შესწავლის მიმართ და რა არის უფასო განათლების ალტერნატიული გზები რუსეთის უნივერსიტეტებში, კვოტების გარდა? ამ კითხვებზე პასუხს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელის მოადგილე პაველ შევცოვი Sputnik-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში იძლევა.

რატომ გამოყოფს რუსეთი კვოტებს უცხოელებისთვის?

2022-2023 სასწავლო წლისთვის „როსსოტრუდნიჩესტვო“ კვოტების რაოდენობას ზრდის უცხოელებისთვის — მათი რიცხვი 23 ათასს მიაღწევს.
პიარი და ქველმოქმედება — რით ამახსოვრდებათ რუსეთში სტუდენტები საქართველოდან
„რამდენიმე წელია მიმდინარეობს მუშაობა, რომ რუსეთის ფედერაციაში სასწავლებლად უცხოელ სტუდენტთა კვოტების რაოდენობა გაიზარდოს, — ამბობს შევცოვი. — სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა და ფედერაციის საბჭოს წევრებმა ბევრი ისაუბრეს ამ თემაზე. „როსსოტრუდნიჩესტვოს“, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ამ ერთობლივმა მუშაობამ შეუწყო ხელი გასულ წელს რუსეთის ფედერაციის მთავრობის განკარგულებაზე ხელმოწერას კვოტების გაზრდის შესახებ“.
„როსსოტრუდნიჩესტვოს“ შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები 175 ქვეყნიდან მოდის. ამასთან უწყების პრიორიტეტად დსთ რჩება, ხაზს უსვამს შევცოვი.
„კვოტების ზრდა მოხდება დსთ-ის ყველა ქვეყნისთვის — ზოგისთვის მეტი, ზოგისთვის — ნაკლები, — ამბობს ის. — მაგალითად, ტაჯიკეთის კვოტა იყო 630 ადგილი. ეს ბევრია, ამიტომ იქ კვოტების რაოდენობას უმნიშვნელოდ, 750-მდე ვზრდით“.
სააგენტო უზბეკეთის კვოტების რაოდენობასაც ზრდის — მომავალ წელს უზბეკ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ 750 ადგილის იმედი ჰქონდეთ. წელს კი რესპუბლიკისთვის 405 კვოტაა გამოყოფილი.
კვოტების მოცულობის განსაზღვრისას სააგენტო კონსულტაციებს გადის საზღვარგარეთ რუსეთის ელჩებთან და რუსეთის წამყვან მსხვილ კომპანიებთან, აზუსტებს პაველ შევცოვი.
„როსსოტრუდნიჩესტვომ“ რუსეთში სტუდენტების შესვლის წესები გამოაცხადა
„ჩვენ იქიდან ამოვდივართ, რომ ვამზადებთ კადრებს ქვეყნების ეკონომიკებისთვის, — ამბობს ის. — კვოტების მთავარი ამოცანაა – ადამიანი ჩამოვიდეს რუსეთში, მიიღოს ხარისხიანი განათლება და დაუბრუნდეს თავის ადგილს, იმუშაოს თავისი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. შესაბამისად, აუცილებელია ადამიანების მოწვევა იმ სპეციალობებზე, რომლებიც მომავალში 4-6 წლის განმავლობაში იქნება აქტუალური სხვა ქვეყნების ეკონომიკისთვის“.

დსთ-ის აბიტურიენტები ყველაზე აქტიურები არიან

პაველ შევცოვის თქმით, იმავდროულად თავად სტუდენტებიც აანალიზებენ ბაზარს, ვიდრე განაცხადებს წარადგენენ და ეს არ შეიძლება არ გახარებდეს.
„ჩვენ ვხედავთ სასწავლო სფეროების სერიოზულ დიფერენციაციას და გვესმის, რომ ახალგაზრდები რუსეთში მიდიან არა მხოლოდ იმისთვის, რომ იურისტები და ეკონომისტები გახდნენ, როგორც ეს ადრე იყო მიღებული, — ამბობს ის. — ახლა ისინი აკვირდებიან უნივერსიტეტების რეიტინგს და ყველაზე ხშირად ირჩევენ სპეციალობებს, რომლებიც დაკავშირებულია კლინიკურ მედიცინასთან და საზოგადოების განვითარებასთან. IT– ტექნოლოგიები ასევე იმატებს „წონას“.
დსთ-ის აბიტურიენტები „როსსოტრუდნიჩესტვოს“ შერჩევის ყველაზე აქტიური მონაწილეები არიან, დასძენს პაველ შევცოვი. მისი თქმით, ტაჯიკეთი ლიდერია რუსული განათლებისადმი ინტერესის თვალსაზრისით. წელს, მაგალითად, 630 კვოტაზე მიღებულია დაახლოებით 6 ათასი განაცხადი — ანუ თითო ადგილზე 9 პრეტენდენტი მოდის.
ვაქცინაცია ან დისტანციური სწავლება: როგორ ისწავლიან უცხოელები რუსეთის უმაღლესებში
„ასევე აქტიურები არიან უზბეკეთი, ყირგიზეთი, ბელორუსია, აზერბაიჯანი, სომხეთი, — აცხადებს პაველ შევცოვი. — დსთ-ის ქვეყნების ინტერესის ზრდა რუსული განათლებისადმი დაახლოებით თანაბარი პროპორციით იზრდება. ეს აიხსნება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციული, ისტერიულად ჩამოყალიბებული კავშირებით. ჩვენ, როგორც საზღვარგარეთ რუსული ენის პოპულარიზაციის მთავარი სააგენტო, ასევე ვხედავთ ინტერესს მისი შესწავლისადმი“.
შევცოვის განმარტებით, იყო პერიოდი, როდესაც კავშირის ქვეყნები სხვადასხვა ენობრივ მოდელებს ავითარებდნენ, აკეთებდნენ რა აქცენტს ინგლისურ, ფრანგულ ან თურქულ ენებზე. მაგრამ დღეს რუსულ ენაზე მოთხოვნა კვლავ დაბრუნდა პოსტსაბჭოთა სივრცეში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და სამეცნიერო კავშირების განვითარების გამო. ეს, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, დასტურდება იმით, რომ რუსულ უნივერსიტეტებში იზრდება ინტერესი არა მხოლოდ საბაკალავრო პროგრამებზე, არამედ მაგისტრატურაზეც.
„იზრდება თაობა, რომლებიც სწავლობდნენ რუსეთში. მათ ესმით, რომ ეს განათლება არის მაღალი ხარისხისა და ცხოვრებაში გამოადგებათ. და მიდიან მაგისტრატურაში, უკვე როგორც ახალგაზრდა მეცნიერები“, — ამბობს პაველ შევცოვი.

როგორ ჩაირიცხოთ რუსულ უნივერსიტეტში ონლაინ

კვოტის მისაღებად განაცხადი შეგიძლიათ წარადგინოთ ინტერნეტით, საიტზე Education-in-russia.com, ამბობს პაველ შევცოვი.
რუსეთის უმაღლესი სასწავლებლები უცხოელ სტუდენტებზე გრანტების გაცემას იწყებს
„ეს საკმაოდ მარტივია: პირი რეგისტრირდება, იქმნება პირადი ანგარიში. იქ არის განყოფილება, სადაც ზუსტდება, რა სპეციალობაზე სურს სწავლა მას რუსეთში, – ამბობს შევცოვი. — მაგალითად, გაინტერესებთ „ფინანსები და კრედიტები“. შესაბამისად, ირჩევთ ამ მიმართულებას. სისტემა გაჩვენებთ ყველა უნივერსიტეტს, რომლებსაც აქვთ მოსამზადებელი კურსი ფინანსებსა და კრედიტებში. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მოსკოვის ორი, პეტერბურგის ორი და ორიც რეგიონული უნივერსიტეტი“.
ამის შემდეგ აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტების ნაკრები. „ესეც ასევე საკმაოდ მარტივია, — ამბობს პაველ შევცოვი. — ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ შეტყობინებას პირად ანგარიშზე ტესტის თარიღებისა და დროის შესახებ. ისინი ონლაინ რეჟიმში ტარდება. ჩვენ უკვე ჩავატარეთ ტესტები ამ ფორმატში ყველა ქვეყანაში, გარდა ტაჯიკეთისა და უზბეკეთისა“.
თუ აბიტურიენტმა საკვოტე შერჩევა ვერ გაიარა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გზა რუსეთისკენ დახურულია, ამბობს შევცოვი.
„დსთ-ის ქვეყნებიდან ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, ისწავლონ სხვადასხვა მიმართულებით, როგორებიცაა პროგრამები თანამემამულეებისთვის, არის შეღავათიანი პროგრამებიც“, — ამბობს ის.
რუსეთში ასევე ტარდება ბევრი ოლიმპიადა, დასძენს შევცოვი. სააგენტოს უფროსის მოადგილე ამბობს, რომ ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ოლიმპიადა, რომელსაც მხარს უჭერს „როსსოტრუდნიჩესტვო“, არის Open Doors.
„ოლიმპიადა არის ერთ-ერთი უნივერსალური და ობიექტური გზა ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად. არის სხვა სპეციალიზებული ოლიმპიადებიც. ეს არის საუნივერსიტეტო ოლიმპიადები“, — ამბობს შევცოვი.