„აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ონორე დე ბალზაკის გამონათქვამებს.
ბალზაკი (Honoré de Balzac, 1799—1850) – ფრანგი მწერალი, ევროპულ ლიტერატურაში რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი შემოქმედება პოპულარული იყო ყოველთვის. ჯერ კიდევ სიცოცხლეში მწერალმა დაიმკვიდრა მე-19 საუკუნის უდიდესი პროზაიკოსის სახელი. მისმა ნაწარმოებებმა გავლენა მოახდინა ჩარლზ დიკენსის, ფიოდორ დოსტოევსკის, ემილ ზოლას, უილიამ ფოლკნერისა და სხვათა შემოქმედებაზე.
. ყველაფერი თავის დროზე მოდის მათთვის, ვისაც ლოდინი შეუძლია.
. სიყვარული ბრმაა, სამაგიეროდ ოჯახური ცხოვრება გენიალური ოკულისტია!
. არავინ გახდება ქალის მეგობარი, თუ შესაძლებელია მისი საყვარელი გახდეს.
. ფული საჭიროა იმისთვის, რომ მასზე არ იფიქრო.
. ასე არიან მოწყობილი მამაკაცები — შეუძლიათ გაუძლონ ყველაზე ჭკვიანურ არგუმენტსაც კი, მაგრამ ერთადერთ მზერას — ვერა.
. უფრო ადვილია საყვარელი იყო, ვიდრე ქმარი, რადგან უფრო ძნელია გონებამახვილი იყო ყოველდღე, ვიდრე დროდადრო იხუმრო.
. აბსურდია იფიქრო, რომ მამაკაცს არ შეუძლია ბედნიერი იყოს ერთ ქალთან. ეს იგივეა, ამტკიცო, რომ კარგ მუსიკოსს პიესის დასაკრავად სხვადასხვა ვიოლინო სჭირდება.
. დედის გული ღრმა უფსკრულია, რომლის ფსკერზე ყოველთვის იპოვით მიტევებას.
. ღრმად განიცდიდე, გიყვარდეს და თითქმის ყოველთვის იტანჯებოდე საკუთარი სიყვარულით — ესაა ქალის ბედი, ბედისწერა.
. გამოძერწო საყვარლისგან ქმარი ისევე რთულია, როგორც ქმრისგან — საყვარელი…
. ცოლისგან კარგი საყვარლის გამოძერწვის უუნარობა ქმრის არასრულფასოვნებაზე მიუთითებს. უნდა შეგეძლოს ერთ ქალში ყველა ქალი მოიპოვო.
. როდესაც საკუთარ სისუსტეს აღიარებს, ადამიანი უფრო ძლიერი ხდება.
. ის, ვინც ეჭვიანობს, სინამდვილეში ეჭვი ეპარება არა საყვარელ ადამიანში, არამედ საკუთარ თავში.
. ქალებს ახასიათებს ამტკიცონ შეუძლებელი შესაძლებლის საფუძველზე და უარყონ ცხადი წინათგრძნობაზე დაყრდნობით.
. სიძუნწე იწყება იქ, სადაც სიღარიბე მთავრდება.
. არავის უყვარს ქალი ახალგაზრდობის ან სიმწიფის, სილამაზის ან სიმახინჯის, სისულელის ან გონიერების გამო. ის უყვართ არა რაიმეს გამო, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ უყვართ.
. ის, ვინც მილიონებს ეძებს, ძალზე იშვიათად პოულობს მას, სამაგიეროდ ის, ვინც არ ეძებს, არც არასდროს პოულობს!
. თავისუფლება წარმოშობს ანარქიას, ანარქიას დესპოტიზმთან მივყავართ, ხოლო დესპოტიზმი გვაბრუნებს თავისუფლებასთან. მილიონობით ადამიანი დაიღუპა ისე, რომ მაინც ვერ მიაღწია ვერც ერთი სისტემის ზეიმს.
. მწუხარება უსაზღვროა, სიხარულს კი საზღვრები აქვს.
. შემთხვევა უდიდესი რომანისტია მსოფლიოში.
. ის, ვინც ყველას მოსწონს, არსებითად, არავის მოსწონს. ყველაზე დიდი ნაკლი უნაკლობაა.
. სიყვარულის ერთი საათი მთელი ცხოვრებაა.
. არ გქონდეს ქალის სისულელის იმედი — სიყვარულში ყველა ქალი ჭკვიანია.
. იყო პატიოსანი, მიუწვდომელი სამყაროსთვის და კურტიზანი ქმრისთვის — ეს გენიალური ქალია!
. არაფერია იმ ადამიანის შიგნით, რომელსაც ყველაფერი გარეთ გამოაქვს.
. გონება ის ბერკეტია, რომლითაც დედამიწის აწევა შეიძლება.
. მას, ვისაც ქალის მართვა შეუძლია, სახელმწიფოსაც მართავს.
. მამაკაცის პირველ სიყვარულს მხოლოდ ქალის უკანასკნელი სიყვარული შეიძლება შეედაროს.
. რასაც აკეთებ, ყველაფერი კარგად უნდა გააკეთო, თუნდაც სიგიჟეს სჩადიოდე.
. სიყვარული ერთადერთი ვნებაა, რომელიც ვერ იტანს ვერც წარსულს და ვერც მომავალს.
. უბედურება საუკეთესო მასწავლებელია. უბედურებაში შეიძლება ბევრი რამის სწავლა, ფულისა და ადამიანების ფასის გაგება.
. მას, ვისაც უყვარს, ეჭვი ან არაფერში ეპარება, ან — ყველაფერში.
. ჩემზე მეტს არაფერს ვიტყვი: ბედნიერი ადამიანი საშინლად მოსაწყენი თემაა.
. მარტოობა შესანიშნავი რამაა, მაგრამ გვერდით ვინმე უნდა გყავდეს, რომ უთხრა, თუ რა მშვენიერი რამაა მარტოობა…
. თუ მუდამ მარტო ილაპარაკებ, მუდამ მართალი იქნები.
. დიდება უსარგებლო საქონელია — ძვირი ღირს და ცუდად ინახება.