მმართველმა პარტიამ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარმოადგინა

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარმოადგინა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის საკრებულოში მმართველი პოლიტიკური გუნდი პროფესიონალი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული.
პროტესტი და საარჩევნო კამპანია ერთ ფლაკონში: „გირჩის“ კიდევ ერთი მიგნება
დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები მმართველი პარტიიდან არიან:
1. ლევან ჟორჟოლიანი; 2. ოთარ გრიგოლია; 3. თინათინ ნიბლოშვილი; 4. გიორგი ჩაკვეტაძე; 5. ნიკო კახეთელიძე; 6. ნინო ვარდოსანიძე; 7. აკაკი ალადაშვილი; 8. გიორგი ახვლედიანი; 9. ნინო რუხაძე; 10. ლევან აბაშიძე; 11. გურამ ოქროპირიძე; 12. ანა კაკაბაძე; 13. ვლადიმერ ბოჟაძე; 14. ალექსანდრე ხუჯაძე; 15. მარიამ ზაქარიაშვილი; 16. ლევან დავითაშვილი; 17. შალვა ოგბაიძე; 18. ნათია მოდებაძე; 19. ლევან არველაძე; 20. არჩილ გოდულაძე; 21. ანა კილაძე; 22. გიგა ბრეგვაძე; 23. თათია ჩახვაშვილი; 24. ვიტალი ონიანი; 25. მარიამ გელაშვილი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.
„საქმე გექნებათ ჩემთან“: გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
მოსახლეობა დეპუტატებს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემით აირჩევს. თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ რაიონში მოსახლეობის რაოდენობაზე.
ყველაზე მრავალრიცხოვანი თბილისის საკრებულოა, რომელიც 50 დეპუტატისგან არის დაკომპლექტებული. თბილისის საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება – 40 დეპუტატს პროპორციული, ხოლო 10-ს – მაჟორიტარული სისტემით აირჩევენ. მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში მოსახვედრად ხმების სულ ცოტა 40% უნდა მიიღოს.
ქვეყნის მოსახლეობა მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს პირდაპირი კენჭისყრით აირჩევს.